აშშ-ის მიერ საქართველოსთვის იარაღის მიყიდვის თაობაზე ინფორმაცია პენტაგონმა უარყო. როგორც "გაზეტა.რუ" იუწყება, რუსულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა სიცრუე უწოდა.
რუსეთის სპეცსამსახურებისა და სამხედრო წრეების წყაროზე დაყრდნობით გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს საქართველოსთვის ათობით მილიონობით დოლარის იარაღის მიყიდვას პენტაგონი მესამე ქვეყნის საშუალებით გეგმავს. საუბარია ჰაერსაწინააღმდეგო და ტანკსაწინააღმდეგო თავდაცვით იარაღზე.
მათივე ინფორმაციით, ასეთი დაპირება საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილე ალექსანდრ ვერშბოუსა და "რესპუბლიკელი" სენატორის, ჯონ მაკკეინისგან სახელმწიფო მდივანმა, გიორგი ბარამიძემ ვაშინგტონში ვიზიტისას მიიღო.
"ინტერპრესნიუსი"