WEB-ARMY.TK - The Best Army's Web



ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
პერევი - პოლიტიკური ვაჭრობის საგანი

პერევიდან რუსი ოკუპანტების გასვლა წაადგება ადგილობრივ მოსახლეობას, თუმცა ვერ გადაჭრის საქართველოს ნაწილობრივი ოკუპაციის პრობლემას

რუსეთის ხელმძღვანელობა აპირებს, საჩხერის რაიონის სოფელ პერევიდან ФСБ-ის სასაზღვრო ჯარების დანაყოფი გაიყვანოს და ეს კეთილი ნების გამოხატვად წარმოადგინოს.

საქართველოს ნაწილობრივი ოკუპაციიდან 26 თვის შემდეგ პერევის დეოკუპაცია (რაც, ჯერჯერობით, მხოლოდ სიტყვებია) ვერაფერი შეღავათია მთლიანად ჩვენი ქვეყნისათვის, რადგან პერევის გარდა ოკუპირებული რჩება ასობით ქართული სოფელი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში.

როგორც მოსალოდნელი იყო, პერევის საკითხის მოგვარება რუსულმა მხარემ წლობით გააჯანჯლა, რათა ჟენევის მოლაპარაკებებზე ოფიციალური თბილისის მოთხოვნები მხოლოდ ამ თემით შემოფარგლულიყო.

თავიდანვე პერევის დაკავების მიზეზად ის დაასახელეს, რომ 2008 წლის 7 აგვისტოდან ამ სოფლის გავლით ჯავის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ ქართული სამხედრო-პოლიციური დანაყოფები. ომის დამთავრების შემდეგ, სამხედრო მოსაზრებით, საოკუპაციო ჯარებმა ეს მიმართულება ჩაკეტეს, ხოლო მოგვიანებით სოფლის განაპირას რუსეთის ФСБ-ის მესაზღვრეები დადგნენ, ისევე, როგორც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ.

გასულ წელს რუსულმა საოკუპაციო დანაყოფებმა სოფელ პერევის დატოვება დაიწყეს. ეს საზოგადოებამ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ძალისხმევის შედეგად აღიქვა, თუმცა მეორე დღესვე ოკუპანტები პერევში დაბრუნდნენ, რაც საქართველოს პრეზიდენტის მკაცრ სატელევიზიო გამოსვლაზე კრემლის საპასუხო ქმედებად შეფასდა.

თუკი უახლოეს დღეებში რუსი ოკუპანტები მართლაც დატოვებენ სოფელ პერევს, რა თქმა უნდა, ადგილობრივი მოსახლეობის მდგომარეობა შემსუბუქდება, მათ აღარ მოსთხოვენ საკუთარ სოფელში შესასვლელად საზღვარგარეთის პასპორტებს და აღარც ბარგს გაუჩხრეკს ვინმე.

იმედია, რუსი ოკუპანტების გასვლის შემდეგ ქართული მხარე მორიგ სატელევიზიო პიარკამპანიას არ მოაწყობს (რამაც ერთხელ უკვე მოიტანა ცუდი შედეგი) და სოფელში პოლიციელთა პიკაპების მთელი კოლონა დემონსტრაციულად არ შეგრიალდება (სამხედროებზე აღარაფერს ვამბობთ), რათა რამდენიმე კმ-ში მდგარ რუს ოკუპანტებს ახალი პროვოკაციების მოწყობის საბაბი არ მივცეთ.
ირაკლი ალადაშვილი

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja