WEB-ARMY.TK - The Best Army's Web



ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
რა ელის NATO-ს?!

ავღანეთის ანტიტერორისტული ომის "ჭაობში" ჩაფლული ჩრდილოატლანტიკური ალიანსი თანდათანობით ივიწყებს, რომ ის ევროპის დასაცავად შეიქმნა...

1949 წელს, როდესაც მომავალი ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი იქმნებოდა, მისი თაოსნები ნამდვილად ვერ იფიქრებდნენ, რომ NATO-ს წევრი ქვეყნების შეიარაღებული ძალების დანაყოფებს საბრძოლო ამოცანების შესრულება ევროპიდან 5 ათასი კმ-ის დაშორებით მოუწევდათ... მაშინ, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ჩამოყალიბების მთავარი აზრი სწორედ დასავლეთ ევროპის საბჭოთა სამხედრო აგრესიისგან დაცვა იყო.

დღეს NATO-ს ეს მთავარი ფუნქცია ნელ-ნელა დავიწყებას ეძლევა, რადგან ძირითადი ყურადღება, ძალისხმევა და, რაც მთავარია, ფინანსები ავღანეთისკენ IშAF-ის (უსაფრთხოების ხელის შეწყობის საერთაშორისო ძალები) უზრუნველსაყოფად იხარჯება.

მართალია, ISAF-ი ავღანეთში გაეროს რეზოლუციით 2001 წლის 20 დეკემბერს შეიქმნა (აშშ-ში 11 სექტემბერს განხორციელებული ტერაქტიდან თვე-ნახევრის შემდეგ), მაგრამ NATO-მ ISAF-ის მეთაურობა თავის ხელში 2003 წლის აგვისტოდან აიღო. თავდაპირველად ISAF-ის პასუხისმგებლობის ზონა ქ. ქაბულს არ სცილდებოდა, მაგრამ 2006 წლის ოქტომბრისთვის მას ავღანეთის მთელ ტერიტორიაზე დაევალა უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

2009 წლის მიწურულს ISAF-ის შემადგენლობაში 84150 კაცი იყო (მათ შორის 45 ათასი ამერიკელი სამხედრო). ოპერაციაში მონაწილეობს 43 ქვეყანა, როგორც NATO-ს წევრი, ისე არაწევრი სახელმწიფო. მათ შორის საქართველოც, რომელსაც დღეისთვის ავღანეთში 925 სამხედრო ჰყავს გაგზავნილი (175 სამხედრო ქაბულთან, 750 კი ავღანეთის სამხრეთში, ჰილმენდის პროვინციაში).

ავღანეთში ანტიტერორისტულ ოპერაციაში სულ უფრო და უფრო ღრმად ჩართვით NATO-მ, სანამ ჯერ კიდევ დასუსტებული რუსეთი ჩეჩნეთის მეორე ომში იბრძოდა, დაკარგა საუკეთესო წლები და ხელსაყრელი შემთხვევა, ევროპის აღმოსავლეთით გაფართოებულიყო.

გასაგებია, რომ აშშ-ის მაშინდელმა ხელისუფლებამ, პრეზიდენტ ჯორჯ ბუში-უმცროსის მეთაურობით, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ NATO-ს წევრი ევროპის ქვეყნები აქტიურად ჩართულიყვნენ ავღანეთის ანტიტერორისტულ ოპერაციაში. ამას თავისი მიზეზი ჰქონდა. 2003 წლის ზაფხულში აშშ-ის შეიარაღებული ძალები ერაყში შეიჭრნენ და თვით ყოვლისშემძლედ მიჩნეულ პენტაგონსაც აღარ ეყო ძალები და სახსრები, რომ ერთდროულად ეწარმოებინა საბრძოლო მოქმედებები ერაყსა და ავღანეთში.

ავღანეთის ანტიტერორისტულ ოპერაციაში ჩართული NATO ნაკლებად იცლის ევროპაში უსაფრთხოების სისტემის ტრანსფორმირებისა და შემდგომი გაფართოებისთვის, რაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მომავალს უკვე უქმნის დაბრკოლებებს.

ისე კი, ავღანეთისკენ NATO-ს მთავარი ყურადღების გადატანის გამო, პირველ რიგში ისევ საქართველო დაზარალდა და მისი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრების პერსპექტივა თანდათან უფრო ბუნდოვანი ხდება...
ირაკლი ალადაშვილი

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja