WEB-ARMY.TK - The Best Army's Web



ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
რატომ მოუწონა სტალინმა შოლოხოვს ცეკას წევრისთვის სილის გაწვნა

ანრი შავლაძე

იოსებ სტალინის შესახებ ბევრი მონათხრობი თუ გახსენებაა შემონახული. არაერთი მოგონების მიხედვით, კარგ მწერლებს, რეჟისორებსა და მსახიობებს განსაკუთრებით სწყალობდაო დიდი ბელადი. უყვარდა მოულოდნელობები, ზოგჯერ ცინიკურიც იყო. ლეონიდ უტიოსოვი ყვებოდა: „1936 წელს ჩკალოვის ეკიპაჟმა მანამდე არნახული ფრენა შეასრულა კუნძულ უდამდე. გმირი მფრინავების პატივსაცემად მთავრობამ მიღება მოაწყო, სადაც ორკესტრის თანხლებით მიმიწვიეს მეც. კონცერტი ჩემი 45-წუთიანი პროგრამით უნდა შემდგარიყო. კონცერტის დაწყებამდე ჩემთან ვოროშილოვი მოვიდა და მითხრა, რაც შეიძლება კარგად შეასრულეთ, თორემ, თქვენზე ცუდი ხმები დადისო. დამფრთხალმა ძალ-ღონე მოვიკრიბე, ვცდილობდი, რაც შეიძლება კარგად მემღერა. აუდიტორიის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა ერთ-ერთმა სენტიმენტალურმა სიმღერამ. ბელადსაც ძალიან მოეწონა და ფეხზე მდგარი უკრავდა ტაშს. ცხადია, ყველამ მას მიჰბაძა. ესტრადა მარმარილოს პალატის კუთხეში იყო განთავსებული. კედლის გასწვრივ გრძელი, ოვალური მაგიდა იდგა, რომლის ცენტრშიც იჯდა საბჭოთა ბელადი, მის ორივე მხარეს – პოლიტბიუროს წევრები, ხოლო მოპირდაპირედ – ჩკალოვი და მისი ეკიპაჟი. სტალინი დიდხანს უკრავდა ტაშს და დანარჩენებიც ასე იქცეოდნენ. აპლოდისმენტები ოვაციაში გადაიზარდა. მეც არ დავაყოვნე და სიმღერა მეორედ შევასრულე. სტალინი კვლავ ადგა ფეხზე და ტაში დაუკრა. დანარჩენებმაც, ბუნებრივია, მას მიჰბაძეს. იგივე სიმღერა მესამედაც გაისმა. ამის შემდეგ ვოროშილოვი მომიახლოვდა და მთხოვა, რომ ქურდული სიმღერა შემესრულებინა. ვიუარე და ავუხსენი: მე ამ სიმღერის ესტრადაზე შესრულება აკრძალული მაქვს-მეთქი.

– ვინ აგიკრძალათ?

– ვინ და, კულტურის საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, ამხანაგმა მლეჩინმა, – ვუპასუხე მორიდებით.

– არა უშავს, იმღერეთ, სტალინი გთხოვთ! – მითხრა ვოროშილოვმა. მეც შევასრულე სტალინის „თხოვნა“, რამაც მფრინავები აღაფრთოვანა. იოსებ ბესარიონის ძეც ტაშს უკრავდა, ამიტომ, იძულებული გავხდი, სიმღერა მეორედაც შემესრულებინა“...

ამ კონცერტიდან რამდენიმე დღის შემდეგ უტიოსოვი კულტურის საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელს შეხვდა. მომღერლის მიერ გამომწვევი ტონით ნათქვამმა სიმართლემ მლეჩინი წყობიდან გამოიყვანა.

– იცით? ამას წინათ თქვენ რომ ამიკრძალეთ, ის სიმღერა კონცერტზე შევასრულე! – უთხრა უტიოსოვმა.

– როგორ, მე ხომ აგიკრძალეთ ამ სისხლის სამართლის სიმღერის შესრულება და გაგაფრთხილეთ, რომ, პირობის დარღვევის შემთხვევაში, ესტრადაზე აღარ გაგიშვებდით?! – ცხარობდა კულტურის საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი, – გიკრძალავთ ექვსი თვით ესტრადაზე გამოსვლას! – დასაჯა მან ურჩი მომღერალი. – ამხანაგო მლეჩინ, ძალიან მთხოვეს და უარი ვეღარ ვუთხარი!

– ვინ გთხოვათ? ვინ გაბედა! მე ხომ აგიკრძალეთ? – არ ცხრებოდა მლეჩინი.

– ამხანაგმა სტალინმა მთხოვა, უარს ხომ ვერ ვეტყოდი? – გამომწვევად უთხრა უტიოსოვმა.

მლეჩინი გაფითრდა და სასწრაფოდ გაეცალა იქაურობას.

სიახლე არაა, რომ ყველა მნიშვნელოვანი ფილმი დღის სინათლეს მხოლოდ მას შემდეგ იხილავდა, რაც ქვეყნის პირველი პირი ნახავდა და შეაფასებდა მას. ერთხელ რეჟისორმა კოზენცოვმა სტალინს თავისი ფილმი უჩვენა. ფილმის მსვლელობისას რეჟისორი ცდილობდა ბელადის სახეზე ამოეკითხა შთაბეჭდილება. მოულოდნელად ოთახში ორი მამაკაცი შემოვიდა, სტალინს წერილი გადასცეს და თან ფანარი მიუნათეს წასაკითხად. სტალინმა დახედა და ჩაილაპარაკა: „ცუდია“!... უცებ რეჟისორ კოზენცოვს გული წაუვიდა. ბუნებრივია, ბელადი მის გონზე მოსვლას არ დალოდებია, მანამდე გაეცალა იქაურობას, მაგრამ, დაიბარა:

– როცა ეს რეჟისორი გონს მოვა, უთხარით, რომ „ცუდი“ მე ფილმზე კი არა, ბარათზე ვთქვი. ამხანაგ სტალინს მთელი მსოფლიო ეუბნება, „ცუდიაო“, მაგრამ სტალინს ამის გამო გული კი არ მისდის...

იოსებ სტალინს ყოველთვის უყვარდა მოულოდნელობები. ერთხელ, მისი არყოფნის დროს, კინოფილმების უამრავი რაოდენობა დაგროვდა, რომლებსაც მისი მოწონების გარეშე გაქირავებაში ვერ უშვებდნენ. ბოლოს მოლოტოვმა და პოლიტბიურის სხვა წევრებმა გადაწყვიტეს, გაესინჯათ ერთი ფილმი. ასეც მოიქცნენ, რის შემდეგაც ნანახი ფილმი მოიწონეს და გაქირავებაშიც გაუშვეს. როდესაც სტალინი ჩამოვიდა, მოახსენეს, რომ მის გარეშე გაუშვეს ფილმი.

– ჩემ გარეშე ნახეთ და თვითონვე გადაწყვიტეთ?! – ჰკითხა ბელადმა მკაცრად.

ამ კითხვამ პოლიტბიუროს წევრები ძალიან შეაშინა.

– სწორად მოქცეულხართ! – არც ისე დროულად დაასრულა წინადადება სტალინმა.

ლიტერატურათმცოდნე ალექსანდრ მიასნიკოვი იხსენებდა: „1949 წელს იოსებ სტალინმა დარეკა სახელმწიფო ლიტერატურის გამომცემლობაში და მითხრა: ამხანაგო მიასნიკოვ, ჩვენ ხომ არ აგვირჩევია ცოლები ალექსეი ტოლსტოისათვის? თვითონ აირჩია და, ამიტომ, მისი ჰონორარიც მის ცოლებს შორის უნდა განაწილდეს.“

ერთხელ სტალინმა დასაპატიმრებელთა სიიდან ამოიღო ლიდია ბრიკი და თქვა: „ნუ შევეხებით მაიაკოვსკის ცოლს!“

იოსებ სტალინს ეკუთვნის სიტყვები: „მე მიყვარს გაბედული ადამიანები, მაგრამ ვერ ვიტან თავხედებს”. მის ამ შეხედულებას ბევრი მოგონება ადასტურებს: ერთხელ, ერთმა გენერალ-პოლკოვნიკმა სტალინს საქმის ვითარება მოახსენა. სტალინი ძალზე კმოყოფილი დარჩა. ამიტომ, მოხსენების დამთავრების შემდეგ, ჰკითხა: კიდევ რამის თქმა ხომ არ გსურთ, ამხანაგო გენერალ-პოლკოვნიკო? მან უთხრა ბელადს, რომ პირადი თხოვნა ჰქონდა. სტალინის თანხმობის შემდეგ კი სთხოვა: გერმანიაში შევარჩიე ჩემთვის საინტერესო ნივთები, მაგრამ საკონტროლო პუნქტში დააკავეს და, თუ შეიძლება, დამიბრუნონ ისინიო.

– შეიძლება. დაწერეთ პატაკი და რეზოლუციას დაგიდებ, – უთხრა სტალინმა.

გენერალ-პოლკოვნიკმა წინასწარ დაწერილი პატაკი ამოაძვრინა ჯიბიდან და სტალინმა რეზოლუცია დაადო. გახარებულმა გენერალ-პოლკოვნიკმა დიდი მადლობა გადაუხადა საბჭოთა ბელადს, შემდეგ ფურცელი გაშალა და რეზოლუცია წაიკითხა: „დაუბრუნდეს პოლკოვნიკს თავისი ხარახურა. ი. სტალინი“.

– ამხანაგო სტალინ, გამოგრჩენიათ, მე პოლკოვნიკი კი არა, გენერალ-პოლკოვნიკი ვარ! – მიმართა მან.

– არა, ყველაფერი სწორადაა, – იყო სტალინის პასუხი.

მსახიობი ვალენტინა სეროვა ფრონტზე გენერალ როკოსოვსკის საყვარელი იყო. ერთხელ სტალინმა გამოიძახა გენერალი და ჰკითხა:

– თქვენ ხომ არ იცით, ვისი ცოლია სეროვა?

– მწერალ ს-ის, – უპასუხა გენერალმა.

– მეც ასე ვფიქრობდი, – ჩაილაპარაკა სტალინმა.

სტალინის კაბინეტიდან გამოსული გენერალი მაშინვე ფრონტზე დაბრუნდა და პირველი, რაც გააკეთა, ის იყო, რომ სეროვა თვითმფრინავით დააბრუნა მეუღლესთან. ამბობენ, რომ მანამდე სტალინს მწერალმა სიმონოვმა შესჩივლა გენერლისა და მისი მეუღლის ურთიერთობის შესახებ, იოსებ სტალინმა კი ასე მარტივად გადაწყვიტა ეს ოჯახური პრობლემა.

მოქანდაკე ვერა მუხინამ 30-იანი წლების მიწურულს, გაგანია რეპრესიების პერიოდში, შექმნა ქანდაკებათა ჯგუფი – „მუშა და კოლმეურნე ქალი“. მოქანდაკის არაკეთილმოსურნეებმა მათთვის ჩვეული ცილისწამების წერა დაიწყეს: „მუშა ტროცკის ჰგავს; ამ დაწყევლილი მოღვაწის სახე მოჩანს კოლმეურნე ქალის კაბის ნაკეცებში“... მალე იმ ქარხანაში, სადაც ქანდაკება დადგეს, მივიდა მოლოტოვი, ხოლო მოგვიანებით სტალინიც ეწვია. დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში ბელადი უსიტყვოდ ათვალიერებდა ქანდაკებას და ისე დატოვა ტერიტორია, რომ სიტყვაც არ უთქვამს. მიუხედავად ამისა, სტალინმა საკუთარი აზრი ჩამოაყალიბა. მალე ყოველგვარი ცილისწამება გაქრა და მუხინას ქანდაკება პარიზის მსოფლიო გამოფენაზე გაგზავნეს.

ერთხელ, კამპანიაში, ცეკას წევრმა სტეცკიმ შოლოხოვის გმირის გაკრიტიკება დაიწყო. ათასი სულელური ბრალდება მოიყვანა და ბოლოს ავტორს მიმართა:

– ნუ ხარ ჩუმად!

– როგორ გიპასუხოთ, როგორც ცეკას წევრს თუ როგორც მოქალაქეს? – იკითხა შოლოხოვმა.

– პირადად, – მოკლედ უპასუხა „კრიტიკოსმა.” მაშინ, შოლოხოვი სტეცკის მიუახლოვდა და სილა გააწნა. მეორე დღეს შოლოხოვს დაურეკეს:

– მართალია თუ არა, რომ თქვენ გუშინ სტეცკის კრიტიკას სილის გაწვნით უპასუხეთ? – გაისმა ყურმილში.

– მართალია, – უარყოფას აზრი არ ჰქონდა.

– სტალინს მიაჩნია, რომ თქვენ სწორად მოქცეულხართ! – დაამშვიდეს შოლოხოვი.

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja