WEB-ARMY.TK - The Best Army's Web



ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
რეზერვისტთა მომზადება

თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ და საქართველოს პარლამენტის წევრებმა ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბაზა მოინახულეს. თავდაცვის მინისტრმა საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს რეზერვისტების მომზადების პროცესი გააცნო.
პალდოს სამხედრო ბაზაზე რეზერვისტები ტოპოგრაფიას, ველზე გადაადგილებას, ჩასაფრებას და იარაღის დაშლა-აწყობას ყოველდღიურად ეუფლებიან. რეზერვისტები ასევე გადიან მომზადებას პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენასა და დაჭრილთა ევაკუაციაში. წვრთნების დასრულების შემდეგ ისინი სპეციალურ გამოცდებს ჩააბარებენ.

როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ განმარტა, თავდაცვის სამინისტრო რეზერვისტების მომზადებას ორი მიმართულებით იწყებს. მისი თქმით, ამ ეტაპზე იმ პირების მომზადება მიმდინარეობს, რომლებსაც სავალდებულო სამხედრო სამსახურში ან საკონტრაქტო სამსახურში უმსახურიათ. "ამ ადამიანებს უკვე ჰქონიათ შეხება სამხედრო სამსახურთან და ისინი ამ ეტაპზე 16 დღიანი გადამზადების კურსს გადიან, ხოლო 45-დღიანი ზოგადი კურსით მოამზადებენ მათ, ვისაც არანაირი შეხება არ ჰქონია ამ დრომდე სამხედრო სამსახურთან. 16 დღიანმა შეკრების პროგრამამ ძალიან გაამართლა და თავად რეზერვისტები ძალიან დაინტერესებულები არიან", - განუცხადა ჟურნალისტებს ბაჩო ახალაიამ.


მისივე ინფორმაციით, რეზერვისტების მომზადების ფუნქცია სახმელეთო ძალებს დაეკისრა. ”ეს არის საარმიო რეზერვი, ხოლო ეროვნული გვარდიის ძირითადი ფუნქცია იქნება სამოქალაქო თავდაცვა. ეს გულისხმობს ზურგის და მხარდამჭერ ღონისძიებებს, რომელიც წინა ხაზზე არ იქნება გამოყენებული. ეს არის ერთგვარი ლოგისტიკური რეზერვი, რაც იმ კონკრეტულ მომზადებას არ ითვალისწინებს, რომელსაც აქ აქვს ადგილი,” - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

ჟურნალისტებთან საუბრისას ბაჩო ახალაიამ განაცხადა, რომ მოქალაქეებს, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს უკვე იყვნენ მოქმედი რეზერვისტები მესამე შეკრება ჩაეთვლებათ და სამხედრო ბილეთები დაურიგდებათ; ამ კონკრეტული რეზერვის პირობებში მათი გაწვევა აღარ მოხდება.


სარეზერვო სამსახურის მნიშვნელობას პარლამენტის წევრებმაც გაუსვეს ხაზი. აკაკი მინაშვილის განცხადებით, საქართველოს თითოეული მოქალაქის წვლილი ქვეყნის უსაფრთხოების საქმეში ძალიან მნიშვნელოვანია, – "ეს ბანაკი არის ამის კარგი მაგალითი. აქ შეკრებილი რიგითი მოქალაქეები ძალიან დიდ ინტერესს იჩენენ ამ საქმის მიმართ და ისინი მზად არიან თავისი წვლილი შეიტანონ ქვეყნის უსაფრთხოებაში," - განაცხადა აკაკი მინაშვილმა. ნუგზარ წიკლაურის შეფასებით, გამოცდილი სარეზერვო სისტემა ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და არსებითია.

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja