ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
რიჩარდ ჰოლბრუკის ვიზიტი
[b]რიჩარდ ჰოლბრუკის ვიზიტი
[/b]

აშშ–ის სპეციალური წარმომადგენელი ავღანეთსა და პაკისტანში რიჩარდ ჰოლბრუკი კრწანისის სასწავლო ცენტრს ესტუმრა. რიჩარდ ჰოლბრუკი, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია, ამერიკის ელჩ ჯონ ბასთან და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროს, გენერალ–მაიორ დევი ჭანკოტაძესთან ერთად სასწავლო ცენტრში საჩვენებელ–საწვრთნელ ოპერაციას დაესწრნენ. ისინი შეხვდნენ ქართველ სამხედროებს, რომლებიც ავღანეთში საერთაშორისო უსაფრთხოების ძალების ოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად ემზადებიან. შეხვედრის შემდეგ

სტუმრებმა ქართველ სამხედროებთან ერთად ისადილეს.
„დღეს მქონდა პატივი მენახა საჩვენებელი წვრთნა, შევხვდით სამხედროებს, ვესაუბრეთ მათ, ვნახე თუ როგორ მონაწილეობდნენ ამერიკული ფლოტის წარმომადგენლები ამ წვრთნებში და ამის შესახებ მოვახსენებ აშშ-ის პრეზიდენტს, სახელმწიფო მდივანს და ჩემს კოლეგებს ვაშინგტონში,“ აღნიშნა რიჩარდ ჰოლბრუკმა ქართველ სამხედროებთან შეხვედრის შემდეგ. მან საქართველოს პრეზიდენს ამერიკელი ხალხის სახელით მადლობა გადაუხადა – „მინდა მადლობა გადაგიხადოთ გადაწყვეტილებისთვის დამატებითი ბატალიონის გაგზავნის შესახებ ავღანეთში. ქართველი სამხედროები შეასრულებენ ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს როლს ტერორიზმის დამარცხების პროცესში მსოფლიოს მასშტაბით და მე ვიცი, რომ ეს გადაწყვეტილება არ არის იოლი პატარა ქვეყნისთვის,“ განაცხადა ამერიკელმა სტუმარმა.
როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, – ეს იქნება ძალიან რთული მისია, – „ავღანეთში წარმატებაზე დამოკიდებულია არა მხოლოდ მთლიანობაში მსოფლიოს და პირველ რიგში ავღანეთის და შემდეგ უკვე კოალიციის ქვეყნების ბედი, არამედ ჩვენ ქართველებს კარგად გვესმის რომ ასევე ჩვენი ბევრი საკითხის გადაწყვეტა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად წარმატებულები იქნებიან ჩვენი მოკავშირეები, მეგობრები, ის ხალხი ვინც მხარს უჭერს საქართველოს მთლიანობას, მომავალს, ქართველი ხალხის კეთილდღეობას. . . ჩვენი ჯარისკაცები არიან პროფესიონალები, მოხალისეები და კარგად იციან თუ რაზე მიდიან, უბრალოდ რაღაც ზოგად მისიას კი არ ასრულებენ, ისინი ასრულებენ ქართულ პატრიოტულ საქმეს. ჩვენ მათი დიდი იმედი გვაქვს, ჩვენ ყველანი ვნერვიულობთ მათ კეთილდღეობაზე, მათ უსაფრთხოებაზე, მაგრამ ამავე დროს ჩვენ კარგად გვესმის რომ ჩვენ ყველანი ერთად ვართ ამ ბრძოლაში ჩაბმული, იმისათვის რომ უკანმოუხედავად მივიყვანოთ ჩვენი საერთო საქმე ბოლომდე“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ აღნიშნა, ბატალიონი ავღანეთში სავარაუდოდ მიმდინარე წლის აპრილში გაემგზავრება, – „იცით, რომ ამ ბატალიონმა გაიარა სპეციალური წვრთნები; ამ წვრთნებს ხელმძღვანელობდნენ აშშ–ს საზღვაო ქვეითები, წვრთნების დასკვნითი ეტაპი იყო გერმანიაში. შესაბამისად შეიძლება ვთქვათ, რომ ბატალიონმა გაიარა ძალიან კარგი ტრენინგები და ყველა კმაყოფილია შედეგით, როგორც ქართული ისე ამერიკული მხარე; რჩება რამოდენიმე დეტალი, რომელთა დახვეწის შემდეგ ბატალიონი გაემგზავრება მისიის შესასრულებლად ავღანეთში,“ განაცხადა ბაჩო ახალაიამ.

ვიდეოცაა : )
ზომა:20,8მბ
ხანგრძლივობა:5:38 წუთი

გ ა დ მ ო წ ე რ ა

3) ავტორი: ilo khvichia khvichia
agvistos rom gaiqca biggrin :D :D:

2) ავტორი: giorgi jari
MISHAM CHEM TVALSHI SIMPATIA 7 NOEMBRIS DA AGVISTOS MERE DAKARGA! angry

1) ავტორი: ilo khvichia khvichia
aba shemifase biggrin

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja