WEB-ARMY.TK - The Best Army's Web



ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
რომის ლეგიონი

რომაული არმიის სტრუქტურა საუკუნეთა მანძილზე იცვლებოდა. მსოფლიო ისტორიის მანძილზე ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო სამხედრო სტრუქტურა. აქ მკაცრი დისციპლინა და წესრიგი სუფევდა. თითოეულ საჯარისო ერთეულს თავის დანიშნულება გააჩნდა და ბრძოლაში ადგილს გეგმის მიხედვით იკავებდა. რომაული არმია ლეგიონებად იყოფოდა. ეს სამხედრო დანაყოფი ყველაზე სრულყოფილი და კარგად ჩამოყალიბებული იყო და განსაზღვრული რაოდენობის და სხვადასხვა სახეობის ჯარებს აერთიანებდა.
რესპუბლიკის საწყის პერიოდში არმიას მარტივი სტრუქტურა ჰქონდა. ჯარისკაცები ცენტურიებად იყვნენ დაყოფილნი. ყოველ ცენტურიაში დაახლოებით 80-100 მეომარი შედიოდა. მოგვიანებით, როცა არმია გაიზარდა, ჯარისკაცები გაცილებით უფრო დიდ სამხედრო ერთეულებად, კოჰორტებად და ლეგიონებად დაიყო. კოჰორტაში 450-500 კაცი შედიოდა, ხოლო ლეგიონში 4500-6000(ერთ ლეგიონში 10 კოჰორტა იყო). ამას გარდა კოჰორტები და ლეგიონები იყოფოდნენ 120 კაციან შენაერთებად, მანიპულებად.
ლეგიონის პროფესიონალურ სამხედრო ძალად ჩამოყალიბება ცნობილ სარდალს, გაიუს მარიუსს მიეწერება. მან მთლიანად გარდაქმნა ჯარი და პროფესიულ მებრძოლ ძალად აქცია. მარიუსმა რომის ყველა მოქალაქეს მისცა არმიაში ჩაწერის უფლება. სახელმწიფო კი მათ შეიარაღებასა და მომზადებაზე ზრუნავდა. ყველას ერთნაირ იარაღს აძლევდნენ და ერთნაირად წვრთნიდნენ. მარიუსის რეფორმის შემდეგ ჯარისკაცებს ჯამაგირიც ეძლეოდათ, რაც დამატებით სტიმულს აძლევდა მეომრებს. იმპერიის ეპოქაში უკვე მასიურად დაიწყეს ლეგიონებში დაპყრობილი ტერიტორიიდან მეომრების ჩარიცხვა, ამიტომ არმია თითქმის უწყვეტად ივსებოდა. უცხოელმა დაქირავებულმა მეომრებმა ხშირად ბრძოლის ისეთი ხერხები იცოდნენ, რაც არმიას გამოადგებოდა. მაგალითად, შუა აღმოსავლელი ჯარისკაცები მშვენიერი მოისარები იყვნენ, სხვანი კავალერიაში იბრძოდნენ. ახ.წ II საუკუნისთვის არმიაში დაქირავებული უფრო მეტი იყო, ვიდრე ლეგიონერი. სამსახურიდან გადადგომის შემდეგ დაქირავებულებს ერთგულებისა და რომისათვის ბრძოლაში გამოჩენილი სიმამაცისთვის რომის მოქალაქეობას აძლევდნენ.
ლეგიონში ბევრი სხვადასხვა წოდების ჯარისკაცი იყო. ლეგიონის ჯარისკაცთა სტრუქტურა ასეთი გახლდათ:
ლეგატი – გამოცდილი მეთაური, ლეგიონის მეთაური
ტრიბუნი – ლეგატის დამხმარე ოფიცერი, ყოველ ლეგიონში ექვი ტრიბუნი იყო
პრეფექტუს კასტრორუმი – უფროსი ოფიცერი, რომელსაც ლეგიონის წვრთნა და ორგანიზება ევალებოდა
პრიმუს პილუსი – ლეგიონის უფროსი ცენტურიონი
ცენტურიონი – ცენტურიის მეთაური
აკვილიფერი – მედროშე, რომელსაც ლეგიონის ოქროს არწივი ეჭირა
სიგნიფერი – მედროშე, რომელსაც ცენტურიის ალამი ეკავა
კორნიცენე – მებუკე, რომელიც ბრძოლის დროს სიგნალს იძლეოდა
კავალერისტი – ცხენოსანი ჯარისკაცი
ლეგიონერი – ფეხოსანი ჯარისკაცი. მხოლოდ რომის მოქალაქეს შეეძლო ლეგიონერობა
დაქირავებული ჯარისკაცი – არმიაში მებრძოლი არამოქალაქე. ყოველ ლეგიონს დაქირავებულ ჯარისკაცთა ჯგუფები ყავდა.
ლეგიონში განსაზღვრული რაოდენობის ქვეითი და ცხენოსანი მებრძოლი იყო. კავალერიას რომაელები უფრო ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებდნენ, ვიდრე ქვეით ჯარს და სწორედ ფეხოსანთა კარგად ორგანიზებულ და გაწვრთნილ რაზმებს ეყრდნობოდნენ ბრძოლაში.
რომაელ ლეგიონერებს ბრძოლაში თავისებური ტაქტიკა ჰქონდათ. ისინი აღჭურვილები იყვნენ “პილუმებით”(ხელშუბი), “გლადიუსით”(ხმალი) და დიდი ფარით. როდესაც მტერი მათ მწყობრს მიუახლოვდებოდა, ლეგიონერები ხელშუბებს ტყორცნიდნენ, შემდეგ კი ფარების კედელს ქმნიდნენ და გლადიუსებით ხელში ელოდნენ მოწინააღმდეგის შემოტევას ან თავად გადადიოდნენ შეტევაზე. მტრის ისრებისა და შუბებისაგან თავდასაცავად ლეგიონერები იყენებდნენ წყობა “ტესტუდოს” ანუ კუს. მეომრები შემჭიდროვდებოდნენ და ფარებისაგან ერთიან შესაფარს ქმნიდნენ. რესპუბლიკის პერიოდში ლეგიონი სამ ხაზად იდგა. პირველ საბრძოლო ხაზს მსუბუქად აღჭურვილი ახალგაზრდა ლეგიონერები – ჰასტატები ქმნიდნენ, მეორე ხაზს საშუალო ასაკის მძიმე ლეგიონერები – პრინციპები იკავებდნენ, ხოლო მესამე ხაზზე ვეტერანი ლეგიონერები – ტრიარები იდგნენ.
რომაელი ლეგიონერები გაწვრთნილები იყვნენ არამარტო ბრძოლისთვის, არამედ თავდაცვითი ნაგებობების უსწრაფესად აგებისთვისაც. ყოველი დაბანაკებისას ისინი “კასტრას”ანუ გამაგრებულ ბანაკს აგებდნენ. აღმართავდნენ მიწაყრილს, ხოლო მიწაყრილზე წამახული სარების მესერს აგებდნენ. მტერს ძალიან უჭირდა რომაულ კასტრასთან გამკლავება, რომელსაც ლეგიონერები ოსტატურად იცავდნენ.
ომის დროს ლეგიონები ხშირად საათობით უცვლელი ტემპით მიდიოდნენ და დღეში 30 კმ-მდე მანძილს ფარავდნენ, რათა ბრძოლის ველამდე მიეღწიათ. როცა მიწა ისეთი ჭაობიანი ან მთაგორიანი იყო, რომ საზიდრებს ვერ გამოიყენებდნენ, მთელი აღჭურვილობა ზურგით მიჰქონდათ. თუ მდინარეზე გადასასვლელი არ არსებობდა, მორებისგან სახელდახელო ხიდს აგებდნენ.
ახ.წ II საუკუნეში რომაელები მიხვდნენ, რომ ამხელა ტერიტორიების მართვას ვეღარ მოახერხებდნენ, ამიტომ უმეტესი ლეგიონები მუდმივ სასაზღვრო ციხე-სიმაგრეებში საზღვრის დამცველებად გაამწესეს. რომაული ციხე-სიმაგრის ცხოვრება მკაცრად იყო ორგანიზებული. დილით საყვირის ხმა ჯარისკაცებს აღვიძებდა და სასაუზმოდ უხმობდა. ლეგიონერებს ყოველდღე ახალ-ახალ პაროლს უწესებდნენ, რათა ციხე-სიმაგრეში ჯაშუში არ შეპარულიყო.
მთელი ლეგიონი ყოველდღე ქანცის გაწყვეტამდე ვარჯიშობდა: დარბოდნენ, ცურავდნენ, ხელშუბს ტყორცნიდნენ და ფარიკაობდნენ, ხშირად სამხედრო თამაშებსაც მართავდნენ, რათა ომისთვის მომზადებულიყვნენ. დისციპლინა უმკაცრესი იყო: თუ ჯარისკაცი ბრძანებას არ დაემორჩილებოდა, სცემდნენ, ხოლო თუ მთელი ლეგიონი დააპირებდა აჯანყებას, ყოველ მეათეს სიკვდილით სჯიდნენ.
რომაელი ლეგიონერის ცხოვრება ბევრ სიკეთესაც გულისხმობდა – კარგ ხელფასს აძლევდნენ, ნადავლს უნარჩუნებდნენ და იმაზე უკეთეს სამედიცინო მომსახურებას უწევდნენ, ვიდრე ჩვეულებრივ მოქალაქეებს. სამსახურიდან გადამდგარ ჯარისკაცებს ბლომად ფულს ან მიწის ნაკვეთს გადასცემდნენ. გარდა ამისა, ჯარისკაცს შეეძლო საკრძალავ კლუბში გაერთიანებულიყო, რაც იაფად რიგიანი დაკრძალვის გარანტიას ნიშნავდა.
მაგრამ საფრთხეც ბევრი იყო. ჯარისკაცებს მუდამ სიკვდილი ან დასახიჩრება ემუქრებოდათ. გარდა ამისა გაჭიანურებული მშვიდობიანობაც ბეზრდებოდათ. ჯარში სამსახური 25 წელიწადი გრძელდებოდა.
ლეგიონერები არამარტო გამოცდილი მეომრები, არამედ კარგი მშენებლებიც იყვნენ. მშვიდობიანობის დროს ჯარისკაცები ადგილობრივ მოქალაქეებს არხების, ხიდებისა და შენობების აგებაში ეხმარებოდნენ, ამას გარდა მთელ იმპერიაში გაჰყავდათ გზები.
რომაული გზა, რაც შეიძლება, სწორი უნდა ყოფილიყო, რათა ლეგიონი მაქსიმალურად სწრაფად მისულიყო გასაჭირში ჩავარდნილ რეგიონში. ევროპაში დღესაც ბევრი გზა რომაელთა მიერ გაყვანილ მარშრუტებს მიჰყვება

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja