WEB-ARMY.TK - The Best Army's Web



ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
რუსები დედათა მონასტრის ტერიტორიაზე სამხედრო აეროდრომს აშენებენ

ახალგორის რაიონის სოფელ იკოთში ოსმა სეპარატისტებმა და რუსმა ოკუპანტებმა აეროდრომის აშენება დაგეგმეს. საამისოდ გარკვეული სამუშაოებიც ჩაატარეს. თუმცა დღესდღეობით ამ მხრივ ყველაფერი შეჩერებულია.

აეროდრომის მშენებლობა დროებით, ამინდის გამო შეჩერდა, თუ საერთოდ გადაიფიქრეს - ეს ჯერ გაურკვეველია. ადგილობრივები "რეზონანსთან" საუბრისას ამბობენ, რომ აეროდრომის მშენებლობის მსურველებმა გაითვალისწინეს აღნიშნულ სოფელში ტაძრებისა და დედათა მონასტრის არსებობა და მშენებლობა გადაიფიქრეს. კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის თვალსაზრისით, იკოთში აეროდრომის აშენება ოსებისთვის სტრატეგიული შეცდომა იქნება.

თვეების წინ ადგილობრივმა ოსურმა ხელისუფლებამ აეროდრომის აშენების სურვილი გამოთქვა და ამის მცდელობაც იყო. "რეზონანსმა" სანდო წყაროზე დაყრდნობით შეიტყო, რომ მონასტრის ახლო პერიმეტრში ალაგ-ალაგ სააეროდრომოდ გაკეთდა ანაზომები და რაღაცა ადგილებიც, რომლებიც მონასტერს ეკუთვნის, მოინიშნეს. იყო მიტანილი სათანადო ტექნიკაც.
დედათა მონასტერმა საქართველოს კულტურის სამინისტროსა და საპატრიარქოს მიმართა წერილით, სადაც ნათქვამი იყო, რომ 6 ტაძარი, მათ შორის დედათა მონასტერიც, საფრთხეშია. მას შემდეგ შეჩერდა ყოველგვარი მცდელობა.

დედათა მონასტერში იმედი აქვთ, რომ ადგილობრივი მმართველობა კეთილ ნებას გამოიჩენს და აეროდრომის აშენებით მართლმადიდებლურ ტაძრებს და მონასტერს არ ხელყოფს.
"იკოთში, დედათა მონასტრის დაბლა (ერისთავების საზაფხულო რეზიდენციას რომ ეძახიან) ვერტმფრენები სხდებოდნენ ხოლმე. იკოთელები ამბობენ, რომ სწორედ ამ ადგილას აეროდრომი აშენდება.

ამით უამრავი ისტორიულ ძეგლს სერიოზული საფრთხე ემუქრება. დაახლოებით არ მისული სოფელ წირქოლის აუზებთან, დედათა მონასტერი გადასცქერის იმ ადგილს", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ერთ-ერთი ახალგორელი.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ოსური მმართველობა მართლაც აპირებდა და სერიოოზულად გეგმავდა იკოთში აეროდრომის აშენებას, მაგრამ ამაზე უკვე ჩამიჩუმიც არ ისმის. ეს კი იკოთელებს აფიქრებინებს, რომ ოსებმა და რუსებმა აეროდრომის აშენება გადაიფიქრეს.
"დედათა მონასტერი და ეს ტაძრები - ასეთი წმინდა ადგილების შეურაცხყოფა როგორ შეიძლება?! რაც არ უნდა ადამიანს სეპარატისტი ან ოკუპანტი ერქვას, ამ ადგილების იავარქმნას არ ინებებს. კი, იყო ტექნიკა მოყვანილი და აეროდრომის ასაშენებლად გარკვეული ადგილებიც მოინიშნეს, მაგრამ მშენებლობა არ დაწყებულა. ჩემი აზრით, გადაიფიქრეს და სხვა ადგილის შერჩევაზეც დაიწყეს ფიქრი.
"ამ მონასტერსა და ტაძრებს ყველა ვინც ჩაუვლის, რუსი ჯარისკაცი იქნება თუ ოსი - ამას მნიშვნელობა არ აქვს - პირჯვარი რომ არ გადაიწერონ, შეუძლებელია. ამიტომაც მგონია, რომ გადაიფიქრეს. თუმცა ამის ასე, დარწმუნებით თქმაც არ შემიძლია. ფაქტია, რომ შეჩერდა და მერე რა იქნება, რას იზამენ, ღმერთმა იცის", - აღნიშნა ოკოთის ერთ-ერთმა მკვიდრთაგანმა.

ახალგორელები ხაზგასმით იმასაც ამბობენ, რომ რუსი სამხედროების ან სეპარატისტთა შეიარაღებული ფორმირებების მხრიდან ტაძრებისადმი რაიმე უხეშობა არც სმენიათ და, საერთოდ, არც უნახავთ. პირიქით, ახალგორის ეკლესიაში წირვას ესწრებიან და ერთ-ერთმა რუსმა სამხედრომ იქ ჯვარიც კი დაიწერა.

იკოთში აეროდრომის აშენების ინიციატივასა და გეგმაზე კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილსაც სმენია.
პაატა ზაქარეიშვილი: "როგორც ვიცი, ამ ადგილას ვერტმფრენებს სვამენ. საერთოდ, ცხინვალის რეგიონში არანაირი სამხედრო აეროდრომი არ არის. ამიტომაც არ არის გამორიცხული, აქ მოუნდეთ მისი აშენება. მაგრამ ძალიან ახლოს არის ქართულ ადმინისტრაციასთან და ამ თვალსაზრისით მათ არ უნდა აწყობდეთ. ანუ სტრატეგიულად არასწორი იქნება. ასეთ შემთხვევაში მათი აეროდრომი (თუკი იკოთში აშენდება) ქართული მხრიდან მუდმივად იქნება დარტყმის ქვეშ. ამიტომაც ვფიქრობ, რომ თუკი აქ გადაწყვეტენ აშენებას, ეს არასერიოზული გადაწყვეტილება იქნება.

"ამ მხრივ მათ აეროდრომის აშენება ურჩევნიათ დიდი ლიახვის ხეობაში, ცხინვალსა და ჯავას შორის, სადაც ქართული სოფლები გადაწვეს. ამ ადგილზეც არის ლაპარაკი. იკოთში კი, მგონია, რომ მათთვის მისაღები ადგილი არ უნდა იყოს და ამიტომაც, ჩემი აზრით, ოსები ასეთ არჩევანს არ გააკეთებენ".

ზაქარეიშვილი "რეზონანსთან" საუბრისას საგანგებოდ აღნიშნავს იმას, რომ იკოთში აეროდრომის ადგილი საერთოდ არ არის არა მარტო იმიტომ, რომ იქ დედათა მონასტერი და ტაძრებია, არამედ სტრატეგიულად ეს უდიდესი შეცდომა იქნება:
"იკოთში მონასტერი რომ არის, ეს სულ არ ანაღვლებთ. მათთვის მთავარია აეროდრომი სტრატეგიულად კარგ ადგილას იყოს. თუკი გათვალისწინებაა, ოსები გაითვალიწინებენ არა იმას, რომ აქ დედათა მონასტერია, არამედ იმას, რომ ეს ადგილი სააეროდრომოდ სტრატეგულად მიზანშეწონილი არ არის. საკითხსაც, ჩემი აზრით, ამ კუთხით გადაწყვეტენ. რატომ უნდა ააშენონ სტრატეგიული ობიექტი ტრასასთან ახლოს, ადვილად რომ დაიბომბოს?! ეს არასწორია".

მარი ოთარაშვილი
გაზეთი ”რეზონანსი”

1) ავტორი: paata falcona
marto amitom ver gaixareben. da amis mere kide martlmadideblebs ro daudzaxeben. sad

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja