WEB-ARMY.TK - The Best Army's Web



ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
რუსებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადმოსწიეს

14 დეკემბერს ცხინვალის რეგიონში რუსეთის საოკუპაციო ძალების მესაზღვრეებმა ორი სამხედრო ქალაქი გახსნეს ზნაურის რაიონის სოფლებში - მუგუთსა და ზივლეთში.

რუსეთის ხელმძღვანელობას დაგეგმილი აქვს, ყოფილი სამხრეთ ოსეთის საბჭოთა ავტონომიური ოლქის ადმინისტრაციული საზღვარი, ფაქტობრივად, რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრად გადააქციოს. რისთვისაც საზღვრის მთელ გაყოლებაზე არანაკლებ ორ ათეულამდე სამხედრო ქალაქის აშენებას გეგმავს თავისი მესაზღვრეებისთვის. რეალურად, რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვარი როკის გვირაბიდან ცხინვალამდე და ახალგორამდე გადმოიწევს.

ანალოგიური პროცესი მიმდინარეობს დასავლეთ საქართველოშიც, სადაც რუსეთის საოკუპაციო ძალებმა რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვარი ფსოუდან მდინარე ენგურამდე გადმოსწიეს.

ისტორიულად, კა-გე-ბეში შემავალი საბჭოთა სასაზღვრო ჯარების ოფიცრები საზღვრის დაცვის გარდა, სადაზვერვო საქმიანობასაც ეწეოდნენ.

შორს რომ არ წავიდეთ, საბჭოთა მესაზღვრეები, საქართველოს სამხრეთით, ნატოს წევრი თურქეთის სახელმწიფო საზღვრის რაიონში, ქართველ მოსახლეობაში აგენტურულ მუშაობას ათწლეულების განმავლობაში ეწეოდნენ, აჭარისა თუ სამცხე-ჯავახეთის რეგიონების საზღვრისპირა სოფლებში შექმნილი ჰქონდათ აგენტურული ქსელი.

ამ აგენტებს ევალებოდათ სასაზღვრო საგუშაგოებისთვის დაუყოვნებლივ ეცნობებინათ ყველა იმ უცხო პირის შესახებ, ვისაც დახურულ სასაზღვრო ზონაში შეამჩნევდნენ. გარდა ამისა, აჭარის მაღალმთიანი სასაზღვრო სოფლების მცხოვრებლებს მწყემსებად აგზავნიდნენ თურქეთის ტერიტორიაზე სადაზვერვო ინფორმაციის მოსაპოვებლად.

ამ უახლესი ისტორიის გახსენება იმიტომ დაგვჭირდა, რომ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში ფეხმოკიდებულ რუს მესაზღვრეებს, როგორც ეფ-ეს-ბეს ოფიცრებს, უკვე დაწყებული აქვს ადგილობრივი მოსახლეობის გადაბირების პროცესი.

ამის ერთ-ერთ მაგალითად გამოდგება ბოლო ხანს თბილისში მოწყობილი აფეთქებები, რომელთა შესრულებას ქართველი სამართალდამცველები ოკუპირებული გალის რაიონის იმ ქართველ მცხოვრებლებს აბრალებენ, რომლებიც, მათი მტკიცებით, რუსულმა სპეცსამსახურებმა გადაიბირეს.

გარდა ამისა, არის კიდევ ერთი საშიშროება, რაც რუსი მესაზღვრეების საქართველოს ტერიტორიის შიგნით დამკვიდრებას მოჰყვება. ოკუპირებული ტერიტორიების საზღვრის გასწვრივ მესაზღვრეები თანამედროვე რადიოელექტრონული აპარატურის დამონტაჟებას იწყებენ, რომელსაც სათვალთვალო ფუნქციებიც ექნება.

რუსმა მესაზღვრეებმა შეიარაღებაში მიიღეს მცირეგაბარიტიანი სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატებიც, რომელთა საშუალებითაც ცხინვალიდან გორისა და შიდა ქართლის ქართული სოფლების გაკონტროლება შეუძლიათ (თბილისი-ხაშურის ძირითადი ავტომაგისტრალისა და სარკინიგზო ხაზის ჩათვლით), ხოლო გალის რაიონიდან - ზუგდიდისა და სენაკის სამხედრო ბაზისა.

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja