ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
რუსეთი და ისრაელი უპილოტო თვითმფრინავების ერთობლივ აწყობაზე შეთანხმდნენ

რუსეთი და ისრაელი უპილოტო თვითმფრინავების ერთობლივ აწყობაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ "ბი-ბი-სი" იუწყება.

კომპანია "ობორონპრომმ", სახელმწიფო კორპორაცია "როსტეხნოლოგიამ" და ებრაულმა Israel Aerospace Industries-მა ხელი მოაწერეს კონტრაქტს, რომლის მიხედვითაც, რუსეთში უპილოტო საფრენი აპარატების ამწყობი ერთობლივი საწარმო შეიქმნება.

კონტრაქტის თანახმად, ისრაელის მხარემ რუსეთს უპილოტო თვითმფრინავების მაკომპფლექტებელები უნდა მაიწოდოს და მათი სერვისული მომსახურება უზრუნველყოს.

ისრაელის საქმიანი გაზეთის, Globes-ის ინფორმაციით, შეთანხმება 400 მილიონი აშშ დოლარი დაჯდა. რუსულმა მხარემ 280 მილიონი წინასწარ უნდა გადაიხადოს, ხოლო დანარჩენი - 3-წლიანი კონტრაქტის შესრულების შესაბამისად.

უპილოტო თვითმფრინავების IAI ტექნოლოგიით აწყობა დაგეგმილია თათარეთის რესპუბლიკაში და ეს პროცესი 2011 წლიდან დაიწყება.
"ობორონპრომის" გენერალური დირექტორის, ანდრეი რეუსის განცხადებით, ამ პროექტის საშუალებით რუსეთი იმედოვნებს, რომ მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში უპილოტო თვითმფრინავების წარმოების თვალსაზრისით მსოფლიო ბაზარზე რეალური მოთამაშე გახდება.

მსოფლიო ბაზარზე იარაღით ვაჭრობის ანალიზის ცენტრის მონაცემებით, ადრე მოსკოვმა ისრაელთან უპილოტო თვითმფრინავების შეძენაზე 150 მილიონი აშშ დოლარის ორი ხელშეკრულება გააფორმა.

როგორც "ბი-ბი-სი" წერს, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ ცხადი გახდა, რომ რუსული არმია შეიარაღების თვალსაზრისით მნიშვნელოვნად ჩამორჩება და თანამედროვე უპილოტო-ჯაშუში თვითვმფრინავები აკლია. იმის გამო, რომ საქართველო ისრაელის უპილოტო თვითმფრინავებს იყენებდა, რუსეთს დაზვერვისთვის მხოლოდ სტრატეგიული ბომბდამშენის, "ტუ-22"-ის გამოყენება შეეძლო.

2010 წლის აპრილში რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, პოპოვკინმა განაცხადა, რომ რუსეთმა სამამულო უპილოტო თვითმფრინავების შემუშავებაზე 5 მილიარდი რუსული რუბლი უშედეგოდ დახარჯა. ამასთან, რუსული უპილოტო თვითმფრინავები საზღვარგარეთულს კონკურენციას ვერ უწევს და რუსეთი მზად არის, ითანამშრომლოს ყველა კომპანიასთან, რომლებიც რუსეთს კონკურენტუნარიანი უპილოტო თვითმფრინავების შექმნაში დაეხმარება.

"ინტერპრესნიუსი"

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja