რუსეთი ირანს სარაკეტო კომპლექსებში გადახდილ 800 მლნ დოლარს უკან დაუბრუნებს
რუსეთი ირანისთვის დაახლოებით 800 მლნ დოლარის დაბრუნებას გეგმავს, რომელიც თავის დროზე თეირანმა საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების С-300-ების შესაძენად ავანსის სახით გადაუხადა.
რუსეთმა ირანთან კომპლექსების მიყიდვაზე კონტრაქტი გაეროს გადაწყვეტილების გამო გააუქმა, რომელიც ამ ქვეყნისთვის შეიარაღების მიწოდებას ზღუდავს.
"გაეროს გადაწყვეტილებისა და პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე კონტრაქტი გავაუქმეთ და ახლა მოლაპარაკებებს ვმართავთ, რათა ირანს გაწეული დანახარჯებისთვის კომპენსაცია გადავუხადოთ", - განაცხადა კორპორაცია "როსტეხნოლოგიის" ხელმძღვანელმა სერგეი ჩემაზოვმა.