|
ტოპ მომხმარებლები |
|
|
Admin < TD> Generalissimo < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 1503 237 217 |
Checked < TD> Major < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 215 207 29 |
Moder < TD> Major < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 122 185 87 |
Admin < TD> Colonel general < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 51 93 11 |
Checked < TD> Private < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 27 49 5 |
| |
|
|
|
|
|
|
რუსეთი სამხედრო ხარჯებს ზრდის |
|
|
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო 2010-2013 წლებში ახალი შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის შესაძენად სახსრების მნიშვნელოვნად გაზრდას, ამ სფეროში სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის დაფინანსების შემცირების ხარჯზე აპირებს. 2010 წლისთვის შეიარაღებაზე დახარჯული თანხის ოდენობა, სამეცნიერო-კვლევითი და კონსტრუქტორული საქმიანობის დაფინანსების გამოკლებით, 380 მილიარდი რუბლით განისაზღვრა. 2011 წლისთვის ამ ციფრმა 460 მლრდ რუბლი უნდა შეადგინოს, 2012 წელს - 596 მლრდ, 2013 წელს კი - 980 მლრდ. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო სამხედრო სფეროში სამეცნიერო-კვლევით და კონსტრუქტორულ საქმიანობაზე საერთო ხარჯების შემცირებას რამდენიმე უპერსპექტივო პროექტზე უარის თქმით აპირებს. გამოთავისუფლებული სახსრებით კი ბალისტიკური რაკეტის "ბულავის", რაკეტმზიდ "ანგარისა" და "რუსის", ახალი თანამგზავრების, გამანადგურებელი Т-50-ის შექმნა და სხვა პროექტები დაფინანსდება. მომზადებულია vedomosti.ru-ს მიხედვით.
|
|
|
|
|
|
|
მეგობრები |
|
|
|
|
|
|
| |