WEB-ARMY.TK - The Best Army's Web



ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
რუსეთი უპრეცენდენტო ნაბიჯზე მიდის


რუსეთსა და ჩინეთს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები საბრძოლო თვითმფრინავის შეძენაზე, ფინალურ სტადიაში გადავიდა. ამ შემთხვევაში საუბარი Су-35-ის ტიპის მრავალფუნქციურ გამანადგურებლებზეა, რომლის შეძენასაც ჩინური მხარე 48 ერთეულის ოდენობით აპირებს.

თავისი დაინტერესება ამ საბრძოლო თვითმფრინავის მიმართ, ჩინელებმა პირველად ჯერ კიდევ 2008 წელს, ავიაკოსმოსური გამოფენა Airshow China-ს დროს გამოხატეს. 2010 წელს უცხოურმა მედიასაშუალებებმა ამ ფაქტთან დაკავშირებით რამდენიმე ინფორმაცია გაავრცელეს. მაგრამ მაშინ ეს ინფორმაცია სატყუარად მიიჩნიეს, რადგან არავის სჯეროდა, რომ რუსეთი ამ ტიპის თვითმფრინავების გაყიდვას დათანხმდებოდა, მით უმეტეს ჩინეთისთვის.

არსებული ინფორმაციით, კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში, ჩინეთს 48 ერთეულ Су-35-ში 4 მილიარდი დოლარის გადახდა მოუწევს. ეს ჩინეთსა და რუსეთს შორის სამხედრო თანამშრომლობის სფეროში ყველაზე ძვირადღირებული გარიგება იქნება. ამავე დროს, ეს იქნება Су-35-ის მიწოდებაზე პირველი საექსპორტო კონტრაქტი.

მთავარი პირობა, რომლის შესრულებასაც რუსეთი ჩინეთისგან ითხოვს, რუსული თვითმფრინავების კოპირებაზე უარის თქმაა. ამ პირობის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, რუსეთი იტოვებს კონტრაქტის დარღვევის უფლებას, მისი მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე.

სამხედრო ტექნიკის სფეროში, ჩინეთი რომ "დაქსეროქსების" სპეციალისტია, ახალი არ არის, მაგრამ ამგვარი პლაგიატისგან, ყველაზე მეტად სწორედ რუსეთი ზარალდება. რუსებს კიდევ დიდი ხანი ემახსოვრებათ "კლონირებული" Ce-27-ები. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ჩინეთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც ამ ტიპის თვითმფრინავების შეძენის სურვილი გამოთქვა.

1996 წელს ჩინეთსა და ფირმა "სუხოის" შორის 2,5 მილიარდი დოლარის ღირებულების კონტრაქტი გაფორმდა. ხელშეკრულება რუსეთში დამზადებული მაკომპლექტებელი დეტალების გამოყენებით ჩინეთის ტერიტორიაზე ნიშნულით J-11 200 გამანადგურებლის ლიცენზირებულ წარმოებას ითვალისწინებდა.

2003 წლამდე ჩინეთში 95 თვითმფრინავის ასაწყობად საჭირო მაკომპლექტებლები გაგზავნეს, რის შემდეგაც ჩინურმა მხარემ დარჩენილი 105 თვითმფრინავის აწყობაზე მკაცრი უარი განაცხადა. მიზეზად თვითმფრინავის მიერ არსებული თანამედროვე მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა სახელდებოდა.


იყო სხვა ნიუანსებიც. პირველ რიგში მხარეებს შორის დადებული შეთანხმება ძრავებისა და ავიონიკის ლიცენზირებული წარმოების გადაცემას არ ითვალისწინებდა. რა თქმა უნდა, ამ ფაქტორებმა გარკვეული გავლენა იქონია, მაგრამ რეალური მიზეზი სულ სხვა რამეში მდგომარეობდა. რუსეთში ეს იცოდნენ, მაგრამ უძლურები იყვნენ.

2006 წელს ინტერნეტში ჩინური თვითმფრინავ J-11B-ის პირველი ფოტოები გაჩნდა. ახალი თვითმფრინავი, რომელზეც დაყენებული ავიონიკა და ელექტრო აღჭურვილობა ჩინური წარმოებისაა, რუსულ Су-27СК-ს ვიზუალურად გაჭრილი ვაშლივით ჰგავს. თვითმფრინავის გამოჩენისთანავე, "სუხოიმ" ჩინეთი ტექნოლოგიების დატაცებაში დაადანაშაულა, მაგრამ უკვე გვიანი იყო.

Су-35-ის შექმნა 1980-იან წლებში დაიწყო. პირველი პროტოტიპი ჰაერში 1988 წელს აფრინდა. მოდერნიზაცია თვითმფრინავის სამანევრო შესაძლებლობების გაზრდას ითვალისწინებდა. 1990-იანი წლების პირველ ნახევარში 12 პროტოტიპი აშენდა, მაგრამ ფინანსების უქონლობის გამო, პროექტი მალევე დაიხურა.
2005 წელს Су-35С-ის პროგრამა განახლდა. ამჯერად თვითმფრინავით რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დაინტერესდა და ”სუხოის” ფირმას მისი სერიულ დონემდე მიყვანა დაავალა. 2010-15 წლებში რუსეთი საკუთარი სამხედრო-საჰაერო ძალებისთვის 48 ასეთი თვითმფრინავის შეძენას გეგმავს, თითოს ღირებულება 60 მილიონი დოლარია.


თვითმფრინავი "4++" თაობას განეკუთვნება, მას მაქსიმალური 2500 კმ/სთ-ის სიჩქარის განვითარება შეუძლია. მის 12 საკიდზე 8000 კგ საერთო მასის შეიარაღების გათავსება შეიძლება.

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja