WEB-ARMY.TK - The Best Army's Web



ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
რუსეთმა საქართველოს 25 ბალისტიკური რაკეტა ესროლა

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან ორ წელზე მეტი გავიდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩვენთვის ეს მტკივნეული თემა კვლავ აქტუალური რჩება.
ამ ომში რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ სხვადასხვა სახეობის იარაღთან ერთად "მიწა-მიწა" კლასის ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების ბალისტიკური რაკეტები Точка-У და Искандер-ებიც გამოიყენა.

ამ გარემოებამ რუსეთ-საქართველოს ომი იმ სერიოზული შეიარაღებული კონფლიქტების მასშტაბის დაპირისპირებად აქცია, სადაც "მიწა-მიწა" კლასის ბალისტიკურ რაკეტებს იყენებდნენ (მეორე მსოფლიო ომში გერმანელები ბალისტიკურ "ფაუ-2"-ებს ლონდონს ესროდნენ, ხოლო ირანი და ერაყი "სკადებით" ერთმანეთს ქალაქებს უბომბავდნენ).

აგვისტოს ომის შემდეგ ამერიკულ წყაროებზე დაყრდნობით მალევე გაჩნდა ინფორმაცია, რომ რუსეთმა საქართველოს მიმართულებით 15-ზე მეტი საშუალო სიშორის ბალისტიკური რაკეტა გამოუშვა. ამის დადასტურებად იქცა ფოთში, რაჭაში, ვაზიანში, გორსა და კიდევ სხვა ადგილებში ნაპოვნი რაკეტების ფრაგმენტები. ამ ფრაგმენტების დათვალიერების შედეგად გაირკვა, რომ ფოთში Точка-У-ებია აფეთქებული, ისევე, როგორც რაჭაში, ხოლო გორის ცენტრსა და ვაზიანში Искандер-ები დაეცა.

მოგვიანებით ინტერნეტში გავრცელდა მობილური ტელეფონით გადაღებული კადრები, სადაც ჩანს, როგორ იღებენ სტარტს Точка-У-ს რაკეტები ჩრდილო კავკასიის ერთ-ერთი ხეობიდან.

ამასთან, "კვირის პალიტრა" უკვე წერდა, რომ თურმე Точка-У-ების ბატარეა რუს სამხედროებს ოჩამჩირესთან ჯერ კიდევ 2007 წლის შემოდგომაზე მალულად შეუყვანიათ, საიდანაც ომის დროს ფოთისკენ სამი რაკეტა გაუშვეს.

რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ "მიწა-მიწა" კლასის ბალისტიკური რაკეტების გამოყენება (რომელთა უდიდეს ნაწილს ან ყველას კასეტური საბრძოლო ქობინი ჰქონდა) დადასტურებული იყო და ამას აღარც მოსკოვი უარყოფდა, თუმცა გაურკვეველი რჩებოდა საქართველოსკენ ნასროლი რაკეტების რაოდენობა.
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები 60-ზე მეტ ბალისტიკურ რაკეტაზე საუბრობდნენ, იყო სხვა მონაცემებიც.

უცხოურ სანდო წყაროებზე (ოღონდ არა - რუსეთიდან) დაყრდნობით "კვირის პალიტრამ" გაარკვია, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთმა საქართველოს 25 ბალისტიკური რაკეტა ესროლა. მათგან ორი თანამედროვე Искандер-ის ტიპისა იყო, დანარჩენი 23 კი - Точка-У-ს. ამ 23 "ტოჩკიდან", როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სამი რაკეტა ქ. ფოთს ოკუპირებული ოჩამჩირის შემოგარენიდან ესროლეს რუსმა სამხედროებმა.

ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების ბალისტიკური რაკეტები ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს საქართველოსთვის, რადგან მას ტანკივით ვერც კუმულაციურქობინიანი რაკეტით ააფეთქებ და ვერც საზენიტო რაკეტით მოიერიშესავით ჩამოაგდებ. თვით ამერიკელები და ებრაელებიც ჯერჯერობით ნაწილობრივ უძლურები არიან ასეთი რაკეტების წინააღმდეგ, რადგან მათი ანტისარაკეტო ფარი ჯერ კიდევ დახვეწის პროცესშია.

ირაკლი ალადაშვილი

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja