ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
რუსი ჯაშუშები თეთრ სახლთან
იმ დროს, როდესაც პრეზიდენტები - ობამა და მედვედევი ვაშინგტონის ერთ-ერთ კაფეში ჰამბურგერებს მიირთმევდნენ და ერთმანეთს მეგობრობას ეფიცებოდნენ, თურმე რუსული არალეგალური სადაზვერვო ქსელი აქტიურად მუშაობდა აშშ-ის დედაქალაქში საიდუმლო ინფორმაციების მოსაპოვებლად.

რუსეთის პრეზიდენტის თვითმფრინავმა მოსკოვში დაშვება ვერ მოასწრო, რომ 27 ივნისს FBI-მ აშშ-ში ათი კაცი დააკავა, რომელთაც ადგილობრივმა იუსტიციის სამინისტრომ ბრალი დასდო რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის - CDH-ის სასარგებლოდ მუშაობაში. მეთერთმეტე ეჭვმიტანილმა გაქცევა მოახერხა, თუმცა ორი დღის შემდეგ, 29 ივნისს კვიპროსზე, აეროპორტში დაიჭირეს. თუმცა 26.000 დოლარის გირაოს გადახდის შემდეგ ის კვიპროსის სასამართლომ დროებით გაათავისუფლა, რის შემდეგაც უკვალოდ გაქრა...

როგორც მოსალოდნელი იყო, რუსეთის ოფიციოზმა, კერძოდ კი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა მაშინვე საპასუხო ბრალდებები წაუყენა აშშ-ს და იმასაც გაუსვა ხაზი, რომ ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრის პარალელურად ამ ბრალდებებით ადამიანების დაკავება არასწორი იყო.

რუსეთის პრემიერ-მინისტრი პუტინი უფრო შორს წავიდა და აშშ-ის ექსპრეზიდენტ ბილ კლინტონთან შეხვედრისას საკმაოდ უკმეხად მიახალა - "შენ მოსკოვში ძალზე საჭირო დროს ჩამოხვედი, თქვენთან პოლიციამ გაინავარდა - ხალხს ციხეში სვამს..."

როგორც ირკვევა, აშშ-ის სპეცსამსახურები მათ რამდენიმე წელი უთვალთვალებდნენ და საკმაო მაკომპრომეტირებელი მასალა დააგროვეს იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობდნენ ისინი რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურზე.

იმის მიზეზი, რომ ჯაშუშთა დაკავება აშშ-ში რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტის დასრულებას დაემთხვა, შეიძლება მარტივად აიხსნას - ერთ-ერთი ეჭვმიტანილი 27 ივნისს შტატებიდან საზღვარგარეთ აპირებდა გაფრენას და FBI-ს აგენტები დაეჭვდნენ, რომ გაქცევას ცდილობდა.

ამერიკელი სამართალდამცავები ჯერჯერობით არ აკონკრეტებენ, თუ რა სახის და რამდენად ფასეული სადაზვერვო ინფორმაცია მოიპოვეს რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილებმა, თუმცა უკვე გამოჩნდა ინფორმაციები იმის შესახებ, რა სპეციალური აპარატურით და საიდუმლო ხერხებით მოქმედებდნენ ისინი.
მათ განკარგულებაში იყო მოსკოვში საგანგებო შეკვეთით აწყობილი სპეცკომპიუტერები. ეჭვმიტანილები ელექტროფოსტით გზავნიდნენ ჩვეულებრივ სურათებს, რომელთა ქვეშ დაშიფრული ტექსტი იყო.

ამერიკელმა სპეცაგენტებმა ამოიღეს ეს კომპიუტერები და მათი გაშიფვრის შემდეგ ბევრი საინტერესო დეტალი გაარკვიეს, მათ შორის, რა დავალებას აძლევდა ცენტრი მოსკოვიდან, რა რაოდენობის თანხას ურიცხავდა და ა.შ. დაკავებულები ფაქტობრივად არალეგალური მიგრანტები არიან, რომლებიც აქტიურად ცდილობდნენ აშშ-ში ნატურალიზაციას და აშშ-ის მოქალაქეობის მიღებას. ზოგიერთი მათგანი ამერიკულ სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობის დასაწყებადაც კი ემზადებოდა.

ამის პარალელურად, ეჭვმიტანილები ცდილობდნენ, დაახლოებოდნენ გავლენიან ამერიკელ პოლიტიკოსებს, საზოგადო მოღვაწეებსა თუ ჟურნალისტებს და მათ სამეგობრო წრეში შეეღწიათ. ცენტრი მათგან მოითხოვდა პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო სახის ნებისმიერ ინფორმაციას, მათ შორის ჭორსაც, რომლებიც შეიძლება ასეთ სამეგობრო წრეებში მუსაიფის დროს თქმულიყო.

წინასწარი მონაცემებით, რუსულმა ჯაშუშურმა ჯგუფმა მოახერხა რამდენიმე ამერიკელ პოლიტიკოსთან დაახლოება, ასევე მეგობრული ურთიერთობის გაბმა ერთ ყოფილ მაღალჩინოსან ამერიკელ მზვერავთან და მეცნიერთან, რომელიც ბირთვული იარაღის შექმნაზე მუშაობს.

როგორც ჩანს, აშშ-ში დაკავებული პიროვნებები მიეკუთვნებიან ახალი თაობის რუს ჯაშუშებს, რომელთა მასობრივი "გამოჩეკა" 2000 წლიდან ყოფილმა კაგებეშნიკმა ვლადიმირ პუტინმა მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთის ხელისუფლების სადავეები იგდო ხელში.

ახალგაზრდა ჯაშუშები რუსეთიდან აშშ-ში და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში იმ რუსი ემიგრანტების არმიასთან ერთად გაგზავნეს, რომლებიც ნორმალური ცხოვრების საძიებლად ოკეანის გაღმა წავიდნენ.

ისე, პუტინის დამწყებ ჯაშუშებს ახალგაზრდული შეცდომებიც არ აკლდათ. თერთმეტიდან ორი მათგანი ინტერნეტში "ოდნოკლასნიკებსა" და Facebook-ში აქტიურად ათავსებდა თავის ფოტოსურათებს და მრავალი ინტერნეტმეგობარიც ჰყავდა, ეჭვმიტანილი 28 წლის ანა ჩაპმანი ინტერნეტში არ ერიდებოდა თავისი საკმაოდ თავისუფალი სტილის ფოტოსურათების დადებას, რომლებსაც ამერიკელი ჟურნალისტების ნაწილი ძალზე სექსუალურადაც მიიჩნევს.

როგორც ჩანს, რუსეთი დიდი ხანია დაუბრუნდა "ცივი ომის" პერიოდს, როდესაც კრემლის აგენტურულ ქსელს თავისი სადაზვერვო საცეცები მთელი პლანეტისთვის ჰქონდა შემოხვეული და ამ რუსული ჯაშუშობის საცეცები ყველაზე მეტად სწორედ საქართველოში იგრძნობა...
ირაკლი ალადაშვილი

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja