ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
რუსი სამხედრო შეიარაღებული ამბოხის ორგანიზების ბრალდებით დააკავეს

ანატოლი ჩუბაისზე თავდასხმის მთავარი ფიგურანტი ვლადიმერ კვაჩკოვი, რომელიც ამ საქმეზე სასამართლომ გაამართლა, ამჟამად დაპატიმრებულია.

სააგენტო "ინტერფაქსის" ცნობით, იგი ეჭვმიტანილია ტერორისტებთან თანამშრომლობასა და შეიარაღებული ამბოხის ორგანიზების მცდელობაში.
"რუსული რევოლუცია გარდაუვალია", - დაიყვირა კვაჩკოვმა, როდესაც სასამართლომ მას პატიმრობა შეუფარდა.

რამდენიმე დღის წინ კვაჩკოვი და მისი ადვოკატი ყვებოდნენ, რომ უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის 20 გამომძიებელი და ამდენივე მილიციელი ჩხრეკის ორდერით პოლკოვნიკს სახლში მიადგა. თავდაპირველად გამომძიებლებმა მას არ შეატყობინეს სისხლის სამართლის რომელი საქმის ფარგლებში მიმდინარეობდა ჩხრეკა, მაგრამ დადგენილება ჩხრეკის შესახებ შეიცავს ფორმულირებას, რომლის მიხედვითაც, კვაჩკოვი შეიარაღებული ამბოხის მომზადებაშია ეჭვმიტანილი.

კვაჩკოვი ბინაში ჩაიკეტა, რის გამოც ადგილზე კარის შესამტვრევად საგანგებო სიტუაციების სამინისტროს სპეციალისტები გამოიძახეს. ჯერ ზუსტად უცნობია, კარის შემტვრევა დასჭირდათ, თუ ვლადიმერ კვაჩკოვი თავად გამოვიდა ბინიდან და დაკავებულის სტატუსით სასამართლოში გაემართა.
თავად კვაჩკოვის განცხადებით, ძალოვანები შეიარაღებული თავდასხმის გეგმებს, იარაღსა და საბრძოლო მასალებს ეძებდნენ.

კვაჩკოვის ადვოკატი ალექსეი პერშინი აცხადებს, რომ მის კლიენტს შეიარაღებული ამბოხის ორგანიზებაში ადანაშაულებენ.

უშიშროების ფედერალური სამსახური ადასტურებს, რომ კვაჩკოვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ლეფორტოვის სასამართლოში კი, სადაც კვაჩკოვი გადაიყვანეს, განმარტავენ, რომ "პოლკოვნიკი ეჭვმიტანილია ტერორისტულ საქმიანობასა და შეიარაღებული ამბოხის ორგანიზებაში".

გვიან ღამით ცნობილი გახდა, რომ მისი დაპატიმრების სანქცია გაცემულია. პატიმრობის ვადა 2011 წლის 23 თებერვლამდე განისაზღვრა. გადამდგარი პოლკოვნიკი საამართლო დარბაზშივე დააპატიმრეს. მოსმენას ის ხელბორკილების გარეშე ესწრებოდა და საკანში არ იმყოფებოდა.

სამართალდამცავებმა კვაჩკოვის ოთხი თანამოაზრეც დააკავეს.

"კვაჩკოვის სახლთან ახლოს დაკავებულნი არიან ტატიანა ბრაგინა და კიდევ სამი ადამიანი. კვაჩკოვის ბინა კი ფაქტობრივად, შტურმით აიღეს – გამორთეს ელექტროობა კარი სპეცსაშუალებებით შეამტვრიეს", - აღნიშნულია კვაჩკოვის მიერ დაარსებული ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.

"ინტერპრესნიუსი"

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja