WEB-ARMY.TK - The Best Army's Web



ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
რუსული რაკეტები ისევ აფეთქებენ ებრაულ "მერკავებს"

მიუხედავად იმისა, რომ ისრაელი აღარ აწვდის საქართველოს საზენიტო "პითონებს", არაბები რუსულ ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს ისევ ესვრიან ებრაულ "მერკავებს"

2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, როდესაც რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ცხინვალის რეგიონში საბრძოლო მოქმედების ადგილებს ათვალიერებდნენ, მათთვის სრული მოულოდნელობა აღმოჩნდა ისრაელის წარმოების "პითონის" ტიპის საზენიტო რაკეტების ნარჩენების ნახვა.

რუსეთის სამხედრო დაზვერვამ მოგვიანებით დაადგინა, რომ ომამდე ცოტა ხნით ადრე საქართველოს ისრაელისგან შეუძენია "სპაიდერის" ტიპის მობილური საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი, რომელიც სწორედ "პითონის" სითბური დამიზნების მართვად რაკეტებს ესროდა ქართულ საჰაერო სივრცეში შემოჭრილ რუსულ მოიერიშეებსა და ბომბდამშენებს.

ამის დამტკიცება ძნელია, მაგრამ, სავარაუდოდ, აგვისტოს ომის შემდგომ რუსეთის ხელისუფლებამ ოფიციალურ თელ-ავივს სთხოვა, შეეწყვიტა საქართველოსთვის "სპაიდერის" ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებისა და "პითონისა" და "დერბის" ტიპის საზენიტო რაკეტების მიყიდვა.

აგვისტოს ომის შემდგომ საქართველო-ისრაელის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა მართლაც შეწყდა და ეს მიუთითებს, რომ ჩვენი ვარაუდი არცთუ ისე შორს არის რეალობისგან.

სანაცვლოდ ოფიციალურმა თელ-ავივმა კრემლისგან მოითხოვა, შეეჩერებინა C-300 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემების მიყიდვა ირანისთვის, ამასთან, არ მიეწოდებინა სირიისთვის შედარებით თანამედროვე ტანკსაწინააღმდეგო და საზენიტო შეიარაღება, რადგან ებრაული დაზვერვის მტკიცებით, სირიიდან ეს რუსული იარაღი შემდგომ "ჰეზბოლაჰის" ხელში ხვდებოდა.

ვერ გეტყვით, რამდენად ასრულებს მოსკოვი თელ-ავივის მოთხოვნას, მაგრამ რამდენიმე დღის წინ ისრაელის თავდაცვის არმიის გენერალური შტაბის უფროსმა გაბი აშკენაზიმ სენსაციური განცხადება გააკეთა: 6 დეკემბერს, ღაზის სექტორში, ებრაულ "მერკავას" მოხვდა რუსული რაკეტა "კორნეტი", რომელმაც გაარღვია ტანკის ჯავშანი, მაგრამ შიგნით აღარ აფეთქებულა.

რუსული წარმოების მართვადი ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსი "კორნეტი" ასპარეზზე 1994 წელს გამოვიდა. რაკეტა 26 კგ-ს იწონის და ნახევრად ავტომატურ რეჟიმში ლაზერული დამიზნების სისტემით იმართება. დღისით "კორნეტის" გაშვება მაქსიმალურ 5,5კმ (ღამით 3,5კმ) მანძილზე შეიძლება. რაკეტას ტანდემურად განთავსებული ორი კუმულაციური ქობინი აქვს. ტანკზე მოხვედრისას პირველი ქობინი ტანკის ჯავშნის ზემოთ დაყენებულ დინამიკური დაცვის ელემენტებს აფეთქებს, მეორე კი, ძირითადი ქობინი, 1200მმ სისქის მონოლითურ ფოლადის ჯავშანს ხვრეტს.

ჩანს, 6 დეკემბერს არაბების ნასროლი რუსული "კორნეტი" ებრაულ "მერკავაზე" მოხვედრისას მხოლოდ ნაწილობრივ ამოქმედდა: პირველმა ქობინმა "მერკავას" ჯავშანი გაარღვია (სავარაუდოდ, "მერკავას" არ ჰქონდა დინამიკური დაცვის ელემენტები), მეორე კი, ძირითადი კუმულაციური ქობინი, არ ამოქმედდა.

რუსული "კორნეტების" "ჰეზბოლაჰის" შეიარაღებაში მომრავლების შემდეგ ნაქები ებრაული "მერკავების" ეპიკაჟები არცთუ სახარბიელო სიტუაციაში აღმოჩნდებიან (ეტყობა, ამიტომაც ჩქარობენ ებრაელი სამხედროები "მერკავა 4"-ებზე აქტიური თავდაცვის სისტემების დამონტაჟებას). იქნებ ამის შემდეგ მაინც მიხვდეს ისრაელის ხელისუფლება, თუ რამდენად სანდო არიან რუსი პარტნიორები და განაგრძონ საქართველოსთვის თავდაცვის საშუალების - საზენიტო შეიარაღების მოწოდება.

ირაკლი ალადაშვილი

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja