ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
საემიროები "ოსპრეიებით" დაინტერესდნენ

გაერთიანებულ არაბთა საემიროებში, გამოფენა Dubai Air Show-ზე ცნობილი გახდა, რომ გამოფენის მასპინძელი სახელმწიფო V-22 Osprey-ს ტიპის ამერიკული კონვერტოპლანებით დაინტერესდა. ამჟამად მხარეები წინასწარ მოლაპარაკებებს აწარმოებენ და მომავალი კონტრაქტის შესაძლო პირობებს განიხილავენ.

საფრენი აპარატის მწარმოებელი კომპანია Bell Helicopter-ის პრეზიდენტ ჯონ ჰარისონის თქმით, დაინტერესება ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებმაც გამოხატეს. მისი აზრით, V-22-ის პირველი იმპორტიორი სწორედ ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფო იქნება.

მსოფლიო ბაზარზე 1999 წლიდან მოყოლებული, ამ კონვერტოპლანის გატანის და გაყიდვის ყველა მცდელობა წარუმატებლად სრულდებოდა. შესაბამისად, დღეს აშშ მისი ერთადერთი ოპერატორია. სხვასდასხვა დროს "ოსპრეით" დიდი ბრიტანეთი, ისრაელი და ნორვეგია დაინტერესდნენ. მაგრამ მოლაპარაკებების იქით საქმე არ წასულა.

კომბინირებული ძალური დანადგარის საშუალებით, კონვერტოპლანებს თვითმფრინავისა და შვეულმფრენის შერწყმული შესაძლებლობები გააჩნია. 1981 წელს აშშ-ს თავდაცვითი უწყების ინიციატივით, ამერიკელმა სპეციალისტებმა პროექტ JVX-ზე დაიწყეს მუშაობა. პროექტი სახელად - "ვერტიკალური აფრენა-დაფრენის ექსპერიმენტული აპარატი" - აშშ-ს არმიის ჯიბიდან ფინანსდებოდა.


მალევე კონკურსი გამოცხადდა, რომელშიც მონაწილეობის სურვილი ექვსმა ავიამშნებელმა კომპანიამ გამოთქვა. მათგან რეალური კონვერტოპლანის შექმნის გამოცდილება მხოლოდ Bell-ს გააჩნდა (ექსპერიმენტული XV-15). მაგრამ დასახული ამოცანა მისთვისაც რთული აღმოჩნდა. ამიტომაც ახალი საფრენი აპარატის შესაქმნელად, მან "ბოინგთან" ალიანსი ჩამოაყალიბა და 1983 წლის 17 თებერვალს ერთობლივი ძალებით შექმნილი მაკეტის პრეზენტაცია მოეწყო.

ორი წლის შემდეგ, JVX-ის ფარგლებში შექმნილმა საფრენმა აპარატმა ნიშნული V-22 და სახელწოდება Osprey მიიღო. ამასობაში საკმაოდ უცნაური იერის მქონე საფრენ აპარატს თვალი აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსმაც დაადგა - უნიკალური შესაძლებლობების წყალობით, მისი გამოყენება შვეულმფრენმზიდებიდან თავისუფლად შეიძლებოდა.

1986 წელს პროექტს "მწვანე შუქი" მიეცა და "ოსპრეის" პროექტირება დაჩქარებული ტემპებით დაიწყო. მის სატვირთო-სატრანსპორტო ნაკვეთურში 24 სრულად ეკიპირებული ჯარისკაცის ან 9070 კგ ტვირთის განთავსება შეიძლება. იმ შემთხვევაში თუ ტვირთი მსხვილგაბარიტულია, მისი გადატანა გარე საკიდარზე ხდება. ასეთი სახით V-22-ს 6805 კგ მიაქვს.

პროექტის ავტორებმა საზღვაო ქვეითების მოთხოვნაც გაითვალისწინეს - ავიამზიდის გემბანზე ნაკლები ადგილის დასაკავებლად, მისი ფრთა 90 გრადუსით ტრიალდება და ფიუზელაჟის თავზე თავსდება.

განსაკუთრებულ სირთულეს ფრთის ბოლოებზე არსებული ძრავების მობრუნების მექანიზმის შექმნა წარმოადგენდა. აფრენ-დაფრენას "ოსპრეი", ძრავების ვერტიკალურ მდგომარეობაში ყოფნისას ახდენს. როდესაც ფრენის სიჩქარე 180-200 კმ/სთ-ს უტოლება, ეკიპაჟს როტორები ჰორიზონტალურ მდგომარეობაში გადაყავს და ისინი წინ 98 გრადუსზე ტრიალდებიან. ეს პროცესი 12 წმ-ს საჭიროებს.


ხრახნების დიამეტრიდან გამომდინარე (11,6 მ), დაჯდომის წინ ძრავების ვერტიკალურ მდრომარეობაში გადაყვანის მექანიზმმა თუ არ იმუშავა, ნიჩბები ისეა დაპროექტებული, რომ მიწასთან შეჯახებისას, მათი ნამსხვრევები, ფიუზელაჟისგან საპირისპირო მხარეს იფანტება.

V-22 ჰაერში პირველად 1989 წლის 19 მარტს აფრინდა. მაგრამ 1990-91 წლებში მეოთხე და მეხუთე პროტოტიპების დამტვრევის გამო, გამოცდები მხოლოდ 1993-ში განახლდა. გეგმით კონვერტოპლანი სერიულ წარმოებაში 1999 წლის დასაწყისში უნდა ჩაეშვათ. მაგრამ 2000-ში მომხდარმა ორმა კატასტროფამ, რომელმაც 19 ამერიკელი საზღვაო ქვეითის სიცოცხლე შეიწირა, "ოსპრეის" პროგრამა კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.

მიუხედავად ამისა, საზღვაო ქვეითები მაინც განაგრძობდნენ პროექტის ლობირებას. მათმა ძალისხმევამ ნაყოფი გამოიყო და აპარატში ცვლილებების შეტანის შემდეგ, პენტაგონმა V-22-ის ექსპლუატაციის ნება დართო.

არსებობს კონვერტოპლანის შემდეგი მოდიფიკაციები:
V-22A - საბაზო ვარიანტი;
HV-22 - ვარიანტი სამხედრო-საზღვაო ფლოტისთვის. მისი გამოყენება სამაშველო ოპერაციებში ხდება;
MV-22B - ვარიანტი აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსისთვის;
CV-22A - ვარიანტი აშშ-ის არმიის სპეც-დანიშნულების დანაყოფებისთვის.

დღეისთვის ამერიკელი საზღვაო ქვეითები "ოსპრეების" ყველაზე აქტიური მიმხმარებლები არიან. უახლოეს მომავალში, მათი შვეულმფრენმზიდების ბორტზე კონვერტოპლანები შვეულმფრენებს სრულად ჩაენაცვლებიან.


რეალურ საბრძოლო პირობებში V-22 პირველად 2007 წელს გამოიყენეს. მაშინ საზღვაო ქვეითთა კორპუსმა ერაყში 10 ცალი გაგზავნა. სხვათა შორის, 2008-ში წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ჯერ კიდევ პრეზიდენტობის კანდიდატის სტატუსში მყოფი ბარაქ ობამა ერაყში სწორედ "ოსპრეით" დაფრინავდა.

"ოსპრეის" სირთულის მიუხედავად (ამავე დროს მას მართვის თავისებური სპეციფიკა გააჩნია), სოლიდური ტვირთამწეობისა და ფრენის მანძილის წყალობით, სადესანტო ოპერაციებისას ის შეუცვლელი საშუალებაა. ფრენის 565 კმ/სთ-ის ტოლი მაქსიმალური სიჩქარის წყალობით კი, შვეულმფრენებთან შედარებით, V-22-ის გამოყენება საგრძნობლად ზრდის საჰაერო გადაზიდვების მობილურობას.

დღეისთვის, მწარმოებლებს ხელთ არსებული შეკვეთების ოდენობა 167 კონვერტოპლანით განისაზღვრება. ამათგან 109 ცალი უკვე გადასცეს დამკვეთს. წელს აგვისტოში აშშ-ის თავდაცვის უწყებას მწარმოებლებმა დამატებითად 122 "ოსპრეის" შეძენა შესთავაზეს. მაგრამ ამ საკითხზე შეთანხმება ჯერ არ მიღწეულა. არ არის გამორიცხული, რომ გარიგება არ შედგეს. ბოლო დროს პენტაგონი თავაცვითი ხარჯების შემცირებას ცდილობს.

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja