WEB-ARMY.TK - The Best Army's Web



ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
საქართველოს სხვადასხვა რეგიონში რეზერვისტების გაწვევა დაიწყო

არც რეზერვის მომზადების ახალი პროგრამა არსებობს და არც ეროვნულ გვარდიას ჰყავს დღემდე სარდალი, მაგრამ 3 ოქტომბრიდან საქართველოს სხვადასხვა რეგიონში რეზერვისტების გაწვევა მაინც დაიწყო.

3 ოქტომბერს, დილით, "ლოკომოტივის" სტადიონზე შეგროვილი რამდენიმე ათასი რეზერვისტი ვაზიანში წაიყვანეს სამედიცინო შემოწმებისთვის, მაგრამ არაორგანიზებულობის გამო შემოწმება მხოლოდ მცირე ნაწილმა გაიარა, დანარჩენები კი მეორე დღეს დაიბარეს.

მანამდე რეზერვისტებს მუნიციპალიტეტების გამგეობების სამხედრო განყოფილებებმა უწყებები დაურიგეს ან უბრალოდ, დაურეკეს, თანაც შეახსენეს, რომ გამოუცხადებლობის შემთხვევაში, ჯერ ფულად ჯარიმას გადაიხდიდნენ და თუ მაინც არ გამოცხადდებოდნენ, კანონის წინაშე პასუხისგებაც მოუწევდათ.
სამხედრო-სარეზერვო სამსახური 2004 წლიდან მუდმივად იცვლება და უამრავი პრობლემა აქვს. რეზერვისტთა 18-დღიანმა სამსახურმა ფიასკო აგვისტოს ომის დროს განიცადა და მას შემდეგ მისი მომავალი გაურკვეველი ჩანდა.

2010 წლის 21 ივლისს პარლამენტმა ოთხი წლით ადრე მიღებული სამხედრო-სარეზერვო სამსახურის შესახებ კანონის ერთ-ერთ მუხლში ცვლილება შეიტანა, რომლის თანახმადაც სარეზერვო სამსახური 18 დღიდან წელიწადში არა უმეტეს 45 დღით შეიცვალა.

ჩვენ კომენტარისათვის დავუკავშირდით ასოციაცია "სამართალი და თავისუფლების" იურისტ ნინო თურმანიძეს, რომელმაც განგვიმარტა, რომ კანონში შესული ცვლილება ეხება 27-დან 40 წლამდე ასაკის ჯანმრთელ მამაკაცებს, რომლებიც წელიწადში არა უმეტეს 45 დღე-ღამისა შეიძლება გაიწვიონ სამხედრო-სარეზერვო სამსახურში, თუმცა აუცილებელი არ არის, მთელი ამ ხნის განმავლობაში ისინი რეზერვისტთა შეკრების ადგილზე იყვნენ. გაწვევები შეიძლება წელიწადში ორ ან სამკვირიან პერიოდზე გადანაწილდეს და რეზერვისტებს რამდენჯერმე მოუწიოთ შეკრების გავლამ.

ადვოკატმა ნინო თურმანიძემ ისიც გვითხრა, რომ კანონის თანახმად, რეზერვისტთა შეკრების წინ უნდა გამოქვეყნებულიყო თავდაცვის სამინისტროს არასაიდუმლო ბრძანება სამხედრო და სარეზერვო სამსახურში გასაწვევი ადგილების, თარიღებისა და რეზერვისტთა რაოდენობის შესახებ, თუმცა ასეთი ბრძანება ჯერჯერობით არ ჩანს.

რეზერვისტთა მალულად გამოძახება ჩვენი დღევანდელობის დამახასიათებელი კიდევ ერთი, რთულად ასახსნელი მოვლენაა.
რეზერვისტთა გეგმაზომიერი შეკრებები ჩვეულებრივი ამბავია ნებისმიერ ქვეყანაში და იგი არსად არის გასაიდუმლოებული, ჩვენთან კი ამის, ისევე როგორც ბევრი სხვა რამის (რაც სახელმწიფო საიდუმლო არ არის) გასაიდუმლოება საზოგადოებაში ათას ეჭვსა და ჭორს აჩენს და ეს ისევ ხელისუფლების თავსატეხი ხდება.

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja