WEB-ARMY.TK - The Best Army's Web



ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
სამხრეთ კორეის დაზვერვის ინფორმაციით, ჩრდილოეთი განმეორებით თავდასხმას ამზადებს
სამხრეთ კორეის დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, არსებობს დიდი საფრთხე, რომ ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეის საზღვრისპირა ტერიტორიებზე განმეორებითი სამხედრო შეტევა განახორციელოს.
"BBC News"-ის ინფორმაციით, აღნიშნული განცხადება დღეს სამხრეთ კორეის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა, ვონ სეი ჰუნმა გააკეთა.

დაზვერვის გამაფრთხილებელი განცხადება დაახლოებით ორ საათში გაკეთდა, მას შემდეგ, რაც სამხრეთ კორეისა და აშშ-ის სამხედრო ფლოტის ხელმძღვანელი პირები ყვითელ ზღვაში მიმდინარე ერთობლივი წვრთნების კიდევ რამდენიმე დღით გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ.

ერთობლივი წვრთნები ყვითელ ზღვაში უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. წვრთნების დაწყებამდე ორი დღით ადრე ჩრდილოეთ კორეის მხრიდან გაკეთდა განცხადება, რომ ყვითელ ზღვაში საწვრთნელი მანევრების ჩატარებით სამხრეთ კორეა სიტუაციას ომის ზღვრამდე მიიყვანდა.

23 ნოემბრის შემდეგ სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეას შორის ურთიერთობები განსაკუთრებით დაიძაბა. ამის მიზეზი ჩრდილო კორეელების მიერ განხორციელებული თავდასხმა გახდა. მათმა არტილერიამ სასაზღვრო ზოლთან ახლოს, სამხრეთელების კუნძული დაბომბა. აფეთქებებისა და ნგრევის შედეგად, 4 ადამიანი, მათ შორის ორი სამხედრო მოსამსახურე და ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ჩრდილოელების დაბომბვას სამხრეთმა საპასუხო ცეცხლით უპასუხა.

სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეას შორის 3-წლიანი ომის (1950-1953) დასრულების შემდეგ, სამშვიდობო ხელშეკრულება არ გაფორმებულა. ომის შემდგომ პერიოდში, საზღვარზე სიტუაცია მუდმივად დაძაბული იყო თუმცა, ამ მასშტაბის ინციდენტი არ მომხდარა.

"ინტერპრესნიუსი"

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja