ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
სანაპირო დაცვის დეპარტამენტი
სანაპირო დაცვის დეპარტამენტი

საქართველოს სანაპირო დაცვის შექმნა 1998 წელს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტში საზღვაო განყოფილების დაარსებას უკავშირდება. იმავე პერიოდში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტმა ფოთსა და ბათუმში საზღვაო დივიზიონების ჩამოყალიბება დაიწყო.
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის საზღვაო მონაკვეთის პატრულირება საქართველოს სანაპირო დაცვამ პირველად 1998 წლის 16 ივლისს დაიწყო.
გატარებული რეფორმების შედეგად საქართველოს სანაპირო სამსახურის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მისი სტატუსი გაიზარდა და სანაპირო დაცვის მთავარ სამმართველოდ გარდაიქმნა.
2005 წელს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტი შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაში შევიდა, რამაც სანაპირო დაცვის სტატუსისა და მისი უფლებამოსილებების გაზრდა განაპირობა. სანაპირო დაცვაში ორი სამმართველო ჩამოყალიბდა, რომელთაგანაც ერთი საზღვრის დაცვის ოპერაციების დაგეგმვაზე იყო პასუხისმგებელი, ხოლო მეორე ამ ოპერაციების უზრუნველყოფაზე. სამსახური სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეს დაექვემდებარა. ახლად ჩამოყალიბებულ სტრუქტურას აშშ-ის სანაპირო დაცვის ექსპერტების რეკომენდაციები დაედო საფუძვლად.
2006 წელს საზღვრის დაცვის დეპარტამენტი (გასამხედროებული სამსახური) გარდაიქმნა სამართალდამცავ ორგანოდ სპეციალური სამსახურის ფუნქციებით. მას სასაზღვრო პოლიცია დაერქვა. შესაბამისი ცვლილებები სანაპირო დაცვასაც შეეხო. უწყებაში განხორციელებული სტრუქტურული რეორგანიზაციის შედეგად სანაპირო დაცვა დეპარტამენტის სახით ჩამოყალიბდა. დეპარტამენტის დირექტორს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილის სტატუსი მიენიჭა.
“საქართველოს თავდაცვის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” 2008 წლის 19 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე შსს სასაზღვრო პოლიციაში და საქართველოს შეიარაღებული ძალებში განხორციელებული სტრუქტურული რეორგანიზაციის შედეგად, სანაპირო დაცვის დეპარტამენტისა და სამხედრო-საზღვაო ძალების გაერთიანებით, შსს სასაზღვრო პოლიციის შემადგენლობაში ჩამოყალიბდა ქვეყნის ერთიანი საზღვაო სამსახური სანაპირო დაცვის დეპარტამენტის სახით, რომელსაც დაეკისრა, როგორც საზღვაო-თავდაცვითი, ასევე კანონაღსრულებითი ამოცანები და ფუნქციები.
დღეისათვის ჩამოყალიბებული სტრუქტურული მოდელი პროგრესულად ხასიათდება საერთაშორისო ექსპერტების მიერ და მისი ეფექტური ფუნქციონირება სრულიად პასუხობს საქართველოს საზღვაო სივრცეში ქვეყნის სახელმწიფო ინტერესების დაცვასთან დაკავშირებულ ამოცანათა შესრულების მოთხოვნილებებს.

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის დირექტორი, რომელიც ამავე დროს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილეა. დეპარტამენტის შემადგენლობაში შედის ოპერაციების მართვის მთავარი სამმართველო, რესურსების მართვის მთავარი სამმართველო და სანაპირო დაცვის პოლიტიკის უზრუნველყოფის სამმართველო.

სანაპირო დაცვის დეპარტამენტის საქმიანობის სფეროა საქართველოს სუვერენიტეტის, სუვერენული უფლებების, სახელმწიფო საზღვაო საზღვრის დაცვა და საზღვაო უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
საზღვაო სივრცეში საქართველოს სახელმწიფო დროშის დემონსტრირება; საქართველოს საზღვაო სივრცეში სამართლებრივი რეჟიმის დაცვის კონტროლი; საქართველოს საზღვაო სივრცეში სამართალდარღვევათა პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა; საქართველოსა და უცხო ქვეყნის გემების საქმიანობის მონიტორინგი; ზღვაოსნობისა და ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ზღვაზე ძებნა-გადარჩენის ოპერაციების განხორციელება; ნავსადგურის დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფის ღონისძიებათა კონტროლი; ზღვის მხრიდან სტრატეგიული ობიექტების დაცვა.

სანაპირო დაცვის დეპარტამენტი მასზე დაკისრებულ ამოცანებს ასრულებს ზღვაზე რადიოტექნიკური დაკვირვების სისტემების და სხვადასხვა ტიპისა და კლასის მცურავი საშუალებების მეშვეობით.

P-108

P-108, ისევე, როგორც "სოხუმი", თურქეთშია დამზადებული თანამედროდე ტექნოლოგიებით. "სოხუმი" KAAN33-ის კლასისაა. P-108 KAAN-20-ის პროექტის მიხედვითაა დამზადებული.
მისი წყალწყვა 21 ტონას აღწევს. სიგრძით 22,5 მ-ია, სიგანით - 4,7 მ, ხოლო წყალმჯდომარეობა - 1,3 მ-ია.
P-108-ის მთავარი უპირატესობა დიდი სიჩქარეა - 60 კვანძზე მეტი, რაც დაახლოებით 100კმ/სთ-მდეა.
ასეთი დიდი სიჩქარის განვითარების საშუალებას კატარღაზე დაყენებული ორი მძლავრი დიზელის ძრავა იძლევა. თითოეულის სიმძლავრე 1200 ცხ.ძ.-ზე მეტია. P-108-ს 5-კაციანი ეკიპაჟი ჰყავს. საწვავის მარაგი საშუალებას აძლევს, 300 მილი გაცუროს ან 2 დღე-ღამე იყოს მორიგეობაზე. 60 კვანძზე მეტი სიჩქარით მცურავ სანაპირო დაცვის ამ კატარღას მეტი შანსი აქვს, დაეწიოს და გზა გადაუჭრას იმ გემებსა და კატარღებს, რომელთა კაპიტნები არღვევენ საქართველოს სახელმწიფო კანონს და უნებართვოდ შედიან ნაოსნობისაგან დახურულ აფხაზეთის სანაპირო წყლებში.
საჭიროების შემთხვევაში P-108-ს შესაბამისი პასუხის გაცემაც შეუძლია ტერიტორიული წყლების დამრღვევებისთვის. მასზე დისტანციურად მართვადი სტაბილიზებული საიარაღო მოდულიც მონტაჟდება, რომელშიც მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევის დაყენება შეიძლება.

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja