WEB-ARMY.TK - The Best Army's Web



ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
სომ - სტრატეგიულ-ოპერატიული მასკირება (შენიღბვა)
სტილისტიკურ შეცდომებზე ბოდიშს ვიხდი. თუ რამე გაუგებრად მიგაჩნიათ, შევეცდები სხვანაირად ავხსნა. მადლობა წინასწარ.

სომ - სტრატეგიულ-ოპერატიული მასკირება (შენიღბვა). წარმოადგენს მშვიდობიან და საბრძოლო პერიოდში განსაკუთრებული მეთოდების, სამუშაოების და ქმედებების კომპლექსის სტრატეგიულ და სტრატეგიულ-ოპერატიულ მოწესრიგებას, რომელიც მოიცავს ერთეულების მდგომარეობის, მიზნების,მოდელების და დავალებების დაფარვას (კერძო შემთხვევებში მთლიანი არმიის ). ყველა ეს ქმედებები მიმართულია მტრის მხრიდან მდგომარეობის არასწორი შეფასების და მათი "მოტყუებისათვის". სომ თავისი არსით წარმოადგენს შეიარაღებული ბრძოლისათვის და უსაფრთხოებისათვის მომზადებას.

ცოტა დეტალურად განვიხილოთ :

ა) მშვიდობიან პერიოდში>

- იმ ობიექტების ლოკაცია ტერიტორიებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან თავდაცვისათვის (საწყობები, რადარული სადგურები, რადიო-სარელეო სადგურები, საკომანდო ადგილები და მსგავსი),
-ტერიტორიების მოწყობა,
-შეიარაღებული ძალების სამობილიზაციო განვითარება,
-შეიარაღება (უპირველესად უახლესი სახის იარაღი, ქვემეხები, პვო და მსგავსი),
-მორალურ-ფსიქოლოგიური მომზადება,
-ყველა სახის მეთოდის და აქტიურობების გათვალისწინება, რაც საომარ პირობებისთვის მომზადებას ითვალისწინებს.

ბ) ომის პირობებში>

-ოპერაციების მომზადება (ოპერაციის ხასიათი : შემტევი თუ თავდამცავი, დაწყების დრო, ყველაზე ცუდი მოულოდნელობების ამოცნობა და გათვალისწინება ოპერაციის ჩატარებამდე),
-მნიშვნელოვანი ობიექტები ( მათი მნიშვნელოვნობის დადგენა ხდება ომამდე),
-საკომანდო ადგილები და კავშირგაბმულობის ცენტრები,
-ძალების და საშუალებების მანევრირება.

სომ-ის დაგეგმარება

სომ-ის დაგეგმარებისთის აუცილებელია წინასწარ შეფასდეს რეალური საშუალებები, რითაც უნდა აღესრულოს სომ-ის დავალებების წარმატებით შესრულება. მოწინააღმდეგის შეცდომაში შეყვანა, მისი წასწრება და მსგავსი ქმედებების განსახორციელებლად აუცილებელი საქმიანობების ჩატარება, ოპერაციების ხასიათის დადგენა, ასევე ოპერაციისათვის აუცილებელი საშუალებების დადგენა, ოპერაციის ხანგრძლივობის და ჩატარების დროის დადგენა.

სომის დაგეგმარება შედის უმაღლესი კომანდის პრეროგატივაში, ასევე შეიძლება არსებობდეს წინასწარ განსაზღვრული სტრატეგიულ-ოპერატიული "გრუპირებები", რომელნიც პასუხისმგებელნი არიან სომის წარმატებით დაგეგმარება-აღსრულებისთვის. სომ-ის დაგეგმარება ხდება დაახლოებით ასეთი გეგმის მიხედვით:

1.ობიექტები და აქტიურობები, რომელთა მასკირებაც უნდა მოხდეს.
2.მასკირების მიზანი.
3.მასკირების მეთოდები, პრინციპები და საფუძვლები.
4.ვინ ასრულებს მასკირებას.
5. მასკირების შემსრულებელთა დავალებანი, მასკირებისათვის აუცილებელი ძალები და საშუალებები.
6.როდის და რა პირობებში ხდება მასკირება:
ა) მშვიდობიან პერიოდში,
ბ)კრიზულ სიტუაციებში,
გ)ომიანობის დროს.
7.მასკირების დაწყება და დამთავრება.
ა) ამ თარიღიდან ბ) ამ თარიღამდე.
8.ვინ ახდენს კონტროლს, რას აკონტროლებს, რა მიზნით და როდის.
9.შენიშვნები.

სანამ სომ-ის გეგმის შესრულებისათვის სამუშაოები დაიწყება, მეტად მნიშვნელოვანია დემასკირებადი ნიშნების განხილვა. ოპერაციის განხორციელების პროცესს ახლავს შემდეგი დემასკირებადი ნიშნები:

-საკომანდო და სამუშაო ტრანსპორტის მასიური მოძრაობა.
-საბრძოლო მატერიალის და მათი წარმოება-გადაადგილების სამზადისის შესამჩნევი გააქტიურება.
-ახალი საფრენი ბილიკების შენება, არსებულ ან დაზიანებულ აეროდრომებზე სარემონტო სამუშაოების ინტენსივობა.
-არტილერიის და პვო დანადგარების შესამჩნევი გადაადგილება საჭირო ადგილებზე.
-საბრძოლო ძალის აქტიური მოძრაობა მტრის ზურგში ან ასევე მტრის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
-სადაზვერვო ავიაციის აქტიურობის თვალშისაცემი გაზრდა.
-არსებული ხიდების გამაგრება და ინტენსიურად სხვა გამძლე ხიდების მშენებლობა.
-ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია.
-მატერიალად ღირებული და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტების დაცარიელება ან სხვაგან გადატანა.
-ასევე სხვა თვალშისაცემი ქმედებები, რომლებიც წინ უძღვის მოსალოდნელ საბრძოლო ქმედებებს.

ტაქტიკური მასკირების დაგეგმარებისგან განსხვავებით (* ტაქტიკური მასკირება განსხვავდება სომ-სგან და შემდეგში მოვიყვან დეტალურად) სომ-ს ესაჭიროება ოფიციალური დოკუმენტი, რომელსაც გასცემს საკომანდო შტაბი ანუ მმართველობა (*მაპატიეთ, თუ საქართველოში ასე არ არის და შემისწორეთ).

სომ-ის ამოცანების რეალიზაციისათვის საჭირო ძალები, მეთოდები და საშუალებები

მოწინააღმდეგე საომარ მოქმედებების დაწყებამდე ბევრად ადრე ეცდება მიაღწიოს სხვადასხვა მონაცემამდე, რასაც შემდგომში მისთვის სასარგებლოდ გამოიყენებს. ამას აღასრულებენ ძირითადად მტრული სადაზვერვო ძალები. ამიტომაც მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ,რომ მას მივართვათ ყალბი მონაცემები.

მასკირების პირდაპირი გაგების გარდა სომ-ის ერთერთი უმნიშვნელოვანესი მიზანია:

-დეზინფორმაცია.
-ცრუ ობიექტების აგება.
-ფსიქოლოგიურ-პროპაგანდისტული ღონისძიებები.
-სადაზვერვო და კონტრასადაზვერვო ორგანოების გააქტიურება.

მაგალითად, რა შეიძლება შედიოდეს სომ-ის გეგმაში (აღებულია სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილებიდან):

-ჯარის და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის ცრუ რაიონების შექმნა, მიზნით, რომ მოწინააღმდეგემ "დაიმზიროს" არასწორი ტერიტორია და შევიდეს შეცდომაში.
-დემონსტრაციული ქმედებების ორგანიზაცია და მისი აღსრულება, რათა მტერი შევიდეს შეცდომაში და სწორად ვერ განსაძღვროს საჭირო ზალების გამოყენების სიდიდე და აუცილებლობა.
-ცრუ ობიექტების შექმნა, როგორიცაა საკომანდო ადგილსამყოფელი, კავშირგაბმულობის ცენტრები, აეროდრომები, ხიდები, თავდაცვის ცრუ რაიონები.
-დაკონსერვებული ტექნიკის ამოქაჩვა და მისი საიმედო ადგილას გადატანა.
-ცრუ თვალშისაცემი საკონსერვოების აგება.
-ცრუ სატრანსპორტო გადაადგილების ორგანიზაცია და აღსრულება.
-სადაზვევო-საინფორმაციო ცრუ ცენტრების აქტიურობის ორგანიზება, იმ რაიონებში სადაც საერთოდ გაუთვალისწინებელია საბრძოლო აქტიურობა ჩვენი მხრიდან.
-ფიქტიურ ერთეულებში რადიო, სატელეფონო და სატელეგრაფო კავშირგაბმულობის მოწყობა არარსებულ შტაბთან ან სხვა ერთეულებთან (სპეცაურად "გატეხვადობით").
-რეზერვის განლაგების ცრუ რაიონების მოწყობა.
-ცრუ საარტილერიო-სარაკეტო და პვო ერთეულების მოწყობა.
-ცრუ ინფორმაციის მოგონება და გავრცელება , რომლებიც თითქოს მნიშვნელოვან საბრძოლო ტაქტიკას და სტრატეგიას ეხება, მაქსიმალურად უნდა იყოს ხელმისაწვდომი მტრისათვის,ასევე ცრუ დეტალები მოსალოდნელი ოპერაციების აღსრულების შესახებ.
-იმ სპეციალური ტექნიკური საშუალებების მაქსიმალური გამოყენება, რომლებიც მიმართულია მოწინააღმდეგის სადაზვერვო საშუალებების აღმოჩენა-ჩახშობისათვის (* აქ მნიშვნელოვანია ანტიელექტრონული მასკირება, რომელზედაც შემდგომში შევჩერდებით).

რა თქმა უნდა, ხშირად აუცილებელი ხდება სომ-ის გეგმის შეცვლა ან მასზე ამოცანების მიმატება, მით უფრო თუ უკვე საბრძოლო სიტუაციაში ვიმყოფებით, ამ დროს თავს იჩენს აგრეთვე მოულოდნელობები და მისი კორეგირებისათვის საჭირო ხდება სომ-ის გეგმის დანამატი.

სომ-ის გეგმის განსახორციელებლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნას შემდეგი ძალები:

-შემნიღბველი ერთეულები ( ხშირად აუცილებელია მასკირება მოხდეს პროფესიონალებისაგან).
-არ არის გამორიცხული ოპერაციის სიდიდის გამო ბრიგადების და პოლკების სიდიდის ერთეულების ძალების გამოყენება.
-სარეზერვო ერთეულების ნაწილი.
-უშიშროების ორგანოები და ერთეულები.
-ელექტრონული ჩახშობადობისათვის განკუთვნილი ერთეულები.
-ტექნიკური შეიარაღების ერთეულები.
-ასევე სხვა ნებისმიერი სახის ერთეული, რომლის გამოყენებასაც შტაბი საჭიროდ ჩათვლის.

იმ შესანიღბი საშუალებების გარდა, რომელიც აუცილებელია გამოყენებული იქნეს სომ-ის გეგმის აღსასრულებლად, საჭიროა რამდენიმე დამხმარე საშუალებაც, როგორიცაა:

-მაკეტების კომპლეტები, საარტილერიო-სარაკეტო და პვო-ს იმიტირებისათვის.
-ტანკების, ავტომობილების, ჯავშნოსნების, საფრენი აპარატების და სხვ. მაკეტების კომპლეტები.
-ასევე კვამლის გამოყენება, არა მხოლოდ კვამლით მასკირებისათვის, არამედ თვალისახვევის მიზნით.
-რადარსაწინააღმდეგო პასიური რეფლექტორები (*იხ. წინა გვერდები და ასევე თემა "რადარები").
-ანტიელექტორნული საშუალებები.
-სომ-ის გეგმაში არსებული საშუალებები, რომლებიც გათვალისწინებულია ოპერაციის მსვლელობის პერიოდისთვის.

სომ ხორციელდება საკმაოდ დიდ დროისა და ტერიტორიის მონაკვეთებში. ყველაფერ ამას დაგეგმარებასთან ერთად სჭირდება კონტროლი, ასევე მიმდინარე სამუშაოების მაქსიმალური გასაიდუმლოება, რომლის საიდუმლოების ხარიხს თავის მხრივ მკაცრად აკონტროლებს შესაბამისი ორგანოები.
* * *

ტაქტიკური მასკირება

წარმოადგენს მეთოდების, ხერხების და ქმედებების ერთიანობას, რომლებსაც ახორციელებენ ტაქტიკური ერთეულები გადაადგილების, განლაგების რაიონების
და საბრძოლო მოქმედებების შესანიღბად (გადაადგილება, საინჟინრო საქმიანობების წარმოება, თავდასხმა, თავდაცვა და მსგავსი). ყველაფერი ეს ძირითადად მიმართულია მოწინააღმდეგის დაზვერვის საწინააღმდეგოდ, რომელიც უწყვეტად უნდა განხორციელდეს მთელი საომარი მდგომარეობის დროს, მიუხედავად იმისა, თუ სად და რა სიტუაციაში იმყოფება ესა თუ ის შესაბამისი ერთეული.

საჭიროების შემთხვევაში ტაქტიკური მასკირების განხორციელების საშუალება ეძლევა ყველა სახის და დანიშნულების ერთეულს. ტაქტიკური მასკირების რეალიზაცია უპირველესად ხდება არსებული ბუნებრივი პირობების და საშუალებების გამოყენებით, შემდეგ კი ფორმაციულ საშუალებათა თუ სხვა ხელოვნური მასალის გამოყენებით. დემონსტრაციულად ხდება მოწინააღმდეგის თვალის ახვევა, სინამდვილეში კი მიმდინარეობს მკაცრად გასაიდუმლოებული დასახული ამოცანის შესრულება-განხორციელება. ექვემდებარება აგრეთვე მკაცრ დისციპლინას.

ტაქტიკური მასკირება, როგორც მოსალოდნელია, მიმართულია მტრის დაზვერვის შეცდომაში შეყვანისათვის, ეს ეფექტი კი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საბრძოლო ტაქტიკის წარმატებულ სრულყოფილებაზე.

მაგალითისათვის განვიხილოთ ტაქტიკური მასკირების ორგანიზაციული დაგეგმვა-კონტროლის მაგალითი:

1. მეთაური ვალდებულია შეისწავლოს და შეაფასოს კონკრეტული სიტუაციის ყველა მნიშვნელოვანი ფაქტორი ( მოწინააღმდეგის მიერი შესაძლო გავლენა, ბუნებრივი პირობები, არეალი და მმართველი ერთეულის შესაძლებლობანი ) უნდა დადგინდეს:

-მასკირების შესრულების მეთოდები.
-საჭირო საშუალებების მოცულობა და პერსონალის რაოდენობა.
-დასახული მასკირების ეფექტის მიღწევა და ზუსტი მიზნები.
-მოახდინოს ორგანიზება და განახორციელოს მასკირებული დაზვერვა.
-წარმოებული საქმიანობის მიმდინარეობის პერიოდში ფლობდეს სრულ კონტროლს და ა.შ.

2. დავალების შესწავლა და გაგება:

-როგორია ერთეულის როლი მოცემულ ტაქტიკურ სიტუაციაში.
-როგორ ტაქტიკურ სიტუაციაში უნდა მოხდეს მასკირების ორგანიზაცია და რეალიზაცია.
-რომელ ობიექტებზე ან რაიონებზე უნდა იქნას შესანიღბი სამუშაოები გამიზნული.

მდგომარეობის შეფასების საფუძველზე მმართველი ერთეული უნდა მივიდეს რაღაც განსაზღვრულ დასკვნებამდე, უნდა ფლობდეს შესაბამის მონაცემებს, ყველაზე უმთავრესია მოწინააღმდეგის სასურველ დონეზე შეფასება, ყიველივე ამისთვის აუცილებელია შემდეგი საკითხების ცოდნა:

-მოწინააღმდეგის სადაზვერვო აქტიურობების გამომჟღავნება: დრო, მეთოდები, მიმართულებები, მანძილები და სხვა.
-მოწინააღმდეგის სადაზვერვო ორგანოების აქტიურობების დადგენა , განსაკუთრებით სადაზვერვო ავიაცია.
-რომელ სადაზვერვო საშუალებებს და სისტემებს ფლობს მოწინააღმდეგე ( საფრენი აპარატების ტიპები, დაზვერვისათვის საჭირო ოპტოელექტრონული საშუალებები და მსგავსი).

მხოლოდ ზემოთ ჩამოთვლილ კითხვებზე მიღებული პასუხების შედეგად მეთაური ადგენს:

-მოცემული დავალების შესასრულებისთვის დამკვირვებლის რომელი საშუალებაა ყველაზე საშიში.
-სადაზვერვო საშუალებათა საწინააღმდეგოდ მასკირების რომელი სახეობები უნდა იქნეს გამოყენებული (ანტიელექტორნული, კვამლის თუ სხვა,რაც არსებობს).

მმართველი ძალის (ერთეულის) მიერი შეფასებისთვის ისმება შემდეგი საკითხები:

-მასკირებული დაზვერვის სრულყოფისათვის რომელი საშუალებები და ძალები უნდა იქნას გამოყენებული (ადგილობრივი თუ ფორმაციული).
-რა შესაძლებლობები გააჩნია ხელთარსებულ ძალებს (რაოდენობა, მომზადების დონე, შენიღბვის გამოცდილება, ჯანმრთელობის მდგომარეობა და ა.შ) და როგორ უნდა ვმართოთ ისინი.
-რა სახის საშუალებები უნდა იქნას დამატებით კომანდის ან ტერიტორიული თავდაცვის შტაბიდან მოთხოვნილი, რომლებიც მასკირების განსახორციელებლად ადგილზე ხელთ არ გვაქვს.

არეალის შეფასებისთვის კი საჭიროა შემდეგის გათვალისწინება, დადგენა და ცოდნა:

- რა შესაძლებლობებია ბუნებრივი საშუალებების გამოსაყენებლად, ამის დადგენა და შესწავლა ხდება >
ა) რუკის საშუალებით.
ბ) აეროფოტოსურათებით, სტერეოტიპული აეროფოტოებით.
გ)ასევე ყველა აღსრულებული მეთოდის ერთიანი კომბინაციით, რომლებიც მოიცავენ სრულყოფილ მონაცემთა ერთობლიობას.

რუკის მიხედვით არეალის შეფასებისას ძირითადად კეთდება დასკვნა , რომელი ადგილებია მტრის თვალისთვის შეუმჩნეველი. ეს ძირითადში გრაფიკული მეთოდის გამოყენებით ხორციელდება ანუ ტოპოლოგიური ელემენტების გამოყენებით. დადგენილი უხილავი ადგილები წარმოადგენს ე.წ. "რადარულ ჩრდილებს" (*იხ. წინა გვერდებზე ანტირადარული მასკირების დეტალური მიმოხილვა). ასევე TV და IR (infrared ინფრაწითელი სხივებით) გადამღები სადაზვერვო მოწყობილობების ბარიერს.

აეროფოტოსურათების დეშიფრირებისას მიიღება არეალის დეტალური მონაცემები:
-ტყეების გაუვალობის ხარისხი და მათი მასკირებადი თვისებები.
-არეალის რომელი რაიონებია მტრისთვის ყველაზე თვალმისაწვდომი.
-მოწინააღმდეგის სათვალთვალო ადგილების შესაძლებელი გამოაშკარავება და ა.შ.

ზემოთჩამოთვლილის საფუძველზე ხდება შემდეგის შესახებ დასკვნის გამოტანა:

-ძალების და საშუალებების განლაგების შესაძლებლობა, ერთეულის გადაადგილება ბუნებრივი ნიღბის საზღვრებში.
-საბრძოლო მოქმედებების რაიონებში მიწიდან, ზღვიდან და ჰაერიდან დაკვირვებების წარმოება არსებული მასკირებადი სამუშაოების გაგრძელების მიზნით.
-უკვე მიმდინარე და აღსრულებული მასკირების საიდუმლოდ შენახვისათვის აუცილებელი ღონისძიებების ჩატარება.

დროის შეფასება ხდება შემდეგნაირად:

-დრო როგორც სივრცე ( რამდენი დროა საჭირო მასკირების სრულყოფისათვის, მათ შორის რამდენი დღის და რამდენი ღამის პირობებში).
-დრო , როგორც წელიწადის დროები, დღის ხანგრძლივობა და მეტეოროლოგიური მოვლენები (ამ უკანასკნელზე ინფორმაციის მოპოვება ხდება საბრძოლო საჰაერო სანაოსნოს და ჰაერსაწინააღმდეგო საავიაციო თავდაცვის ქვეშ არსებული საშუალებების შედეგად მიღებული მონაცემების საფუძველზე), არსებული საამინდო პირობების მასკირებისთვის საჭიროებისამებრ გამოყენება.

ყველაფერი ამის შეჯამებით ხდება შემდეგის დადგენა:

-მასკირებისათვის ყველაზე ხელსაყრელი დროის დადგენა (დღე, ღამე, ამინდი თუ სხვა).
-როდის,სად და რისი მასკირება უნდა მოხდეს.
-საჭიროებს თუ არა მოქმედი ერთეული დავალების შესრულებისათვის რაიმე ცვლილებებს.

თუ კი, მაშინ:

-როდის, ვისგან, რა და რამდენი უნდა იქნას მოთხოვნილი.

როდესაც სიტუაციის შესაფასებელი ყველა საჭირო მონაცემი ხელთაა, ხდება მასკირების საბოლოო გეგმის შემუშავება და მისი განხორციელება. ამის დატანება ხდება სამუშაო რუკაზე:

-ყველა უხილავი ზედაპირის შრაფირება.
-ყველა ბუნებრივი ნიღბის ნუმერირება, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია.
-ადგილების აღნიშვნა, სადაც ხელოვნური მასკირებაა დაგეგმილი (მაგ. გზების ის მონაკვეთები, სადაც საჭიროა H -ჰორიიზონტალური თუ V -ვერტიკალური ნიღბების გამოყენება *მაგალითები იხ. წინა გვერდებზე ).
-ადგილობრივი ხელმისაწვდომი, შესანიღბად გამოყენებადი მასალის აღნიშვნა-დატანება, მათ მისაწოდებლად მიმართულებების დადგენა.
-შესანიღბი სამუშაოების სახეობების და მოცულობის აღწერა, სანიღბავი საშუალებების საჭიროების მითითება (განსაკუთრებით ფორმაციული) და სხვა.

ყველა ეს მონაცემი აღინიშნება წინასწარ შეთანხმებული ტაქტიკური ნიშნებით, რომელთა განმარტებები ლეგენდაზეა დატანებული.

ტაქტიკური მასკირების გეგმა არ წარმოადგენს აუცილებელ საბრძოლო დოკუმენტს. ძირითადად ეს გეგმა მოცემულია ტაბელარული სახით.

ტაქტიკური მასკირების მიმდინარეობა-განხორციელების კონტროლი ხდება უწყვეტად და საჭიროების შემთხვევაში ხდება მისი შეცვლა ან დავალებების დამატება. თვით პროცესი კი აღესრულება მეთაურის პირადი ზედამხედველობით. სისრულის და მიღწევის ხარისხის შემოწმებაც ასევე უწყვეტად მიმდინარეობს მიწიდან, ზღვიდან თუ ჰაერიდან დაკვირვებების საშუალებით.

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja