WEB-ARMY.TK - The Best Army's Web



ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
სტალინგრადის ბრძოლა

რატომ იყო გერმანელებნისთვის ქალაქის აღება მნიშვნელოვანი

1 ) სტალინგრადი იყო მთავარი ინდუსტრიული ქალაქი ვოლგის სანაპიროზე

2 ) აქ გადიოდა მნიშვნელოვანი მარშუტი, რომელიც აერთებდა კასპიის ზღვას ჩრდილოეთ რუსეთთან.

3 )ქალაქის დაპყრობით ჰიტლერი უზრუნველყოფდა მარცხენა ფლანგის უსაფრთხოებას A დაჯგუფების ჯარებისათვის, რომლებიცკავკასიის მიმართულებით ახორციელებდნენ შეტევას.

4 )გარდა ამ სტრატეგიული მნიშვნელობისა, სტალინგრადის დაპყრობა ჰიტლერს სურდა იმიტომაც, რომ ქალაქს სტალინის სახელი ერქვა.

ომის დასაწყისი

სტალინგრადის ფრონტი შეიქმნა 1942 წლის 12 ივლისს, ხოლო 17 ივლისს კი დაიწყო პირველი შეტევა ქალაქზე გენერალ ფონ ვეიხსის მეთაურობით. ამ შეტევაში გერმანელთა მხრიდან მონაწილეობდა 250 ათასი მებრძოლი, ხოლო სტალინგრადის დაცვას ხელმძღვანელობდა გენერალი გორდოვი 187 ათასი კაცით. დონისა და ვოლგის შესართავთან ბრძოლები მთელი თვე გაგრძელდა.ივლისის ბოლოს გერმანელებმა საბჭოთა ჯარები მიიმწყვდიეს დონთან. ამ დროისათვის გერმანელებმა დასახმარებლად გამოიყენეს იტალიის, უნგრეთისა და რუმინეთის არმიები. მე-6 არმია რამდენიმე ათეული კილომეტრით იყო დაშორებული ქალაქიდან. სტალინგრადს აღმოსავლეთიდან იცავდა ვოლგა, მეორე მხარეს კი თავმოყრილი იყო დამატებითი ძალები ქალაქის დასაცავად, რომელსაც მეთაურობდა ვასილი ჩუიკოვი.

ქალაქი ომის წლებში

იოსებ სტალინმა აუკრძალა მაცხოვრებლებს ქალაქის დატოვება, იმ საბაბით, რომ მათი ყოფნა ქალაქში ჯარისკაცებს გაამხნევებდა და ძალას შემატებდა. ქალაქის მოსახლეობა, მათ შორის ქალები და ბავშვები, მუშაობდნენ სანგრებისა და დამატებითი თავდაცვითი ნაგებობების მშენებლობაზე. 28 ივლისს სტალინმა გამოსცა ბრძანებულება, რომლის მიხედვითაც ყველას, ვინც უკან დაიხევდა და ფრონტს მიატოვებდა - დახვრეტდნენ! ქალაქის მისადგომებს გერმანელები 23 აგვისტოს მიადგნენ და იმ დღესვე დაბომბეს ქალაქი, რასაც ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა. პირველი დარტყმა მიიღო 1077-ე საზენიტო პოლკმა, რომელიც ძირითადად ახალგაზრდა მოხალისე ქალებით იყო დაკომპლექტებული. მათ არ ჰქონდათ გამოცდილება მიწაზე მდებარე სამიზნეების დაზიანების. მიუხედავად ამისა ისინი ბოლომდე ებრძოდნენ გერმანელთა მე-16 სატანკო დივიზიას, მანამ, სანამ პოლკის 37-ვე ბატარეა არ განადგურდა. ქალაქის მოსახლეობისა სა მუშებისაგან შეიქმნა მოხალისეთა ბატალიონები. სტალინგრადში მდებარე სატრაქტორო ქარხანა გადაკეთდა და დაიწყო ტანკების მშენებლობა. ქარხნის მუშებს შორის იყვნენ ქალებიც. ტექნიკა ქარხნიდან პირდაპირ ფრონტზე მიდიოდა, ისე, რომ ზოგჯერ შეღებვასა და სამიზნე მოწყობილობის დაყენებასაც ვერ ასწრებდნენ.

ბრძოლა ქალაქში

13 სექტემბერს გერმანელებმა დაიწყეს სტალინგრადის შტურმი. თუ ადრე საბჭოთა ჯარები ქალაქგარეთ იბრძოდნენ, ახლა უკვე გაჩაღდა ბრძოლები ყველა ქუჩაზე, ყველა შენობისა და სართულისთვისაც კი.ქალაქის ცენტრალური ვაგზალი ცამეტჯერ გადავიდა ხელიდან ხელში.სექტემბრის ბოლოსთვის გერმანიამ შეტევაში ჩართო მე-6 არმიისა და მე-4 სატანკო არმიის მთელი ძალები, მაგრამ დასახულ მიზანს მაინც ვერ მიაღწია. ამავე დროს A დაჯგუფების შეტევაც შეჩერებულ იქნა კავკასიის მისადგომებთან. გერმანული არმიის სამხედრო გეგმა დამყარებული იყო სხვადასხვა ტიპის არმიების: ქვეითის, არტილერიისა და ავიაციის ურთიერთშეთანხმებულ მოქმედებაზე. ამის საწინააღმდეგოდ სსრკ-ს ჯარმა მარტივი გზა მონახა - ისინი ცდილობდნენ ფრონტის ხაზები რაც შეიძლება ახლოს ყოფილიყო (მანძილი დაახლოებით 30 მეტრზე ნაკლები). საკუთარი ქვეითი ჯარის განადგურების შიშით გერმანელები ვერ იყენებდნენ არტილერიასა და ავიაციას. ამ ომს გერმანელები ”ვირთხის ომს” უწოდებდნენ.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიმაღლის დასაპყრობად, რომელსაც ”მამაის ყორღანი” ჰქვია, გაიმართა სისხლისმღვრელი ბრძოლა. სსრკ ჯარებმა ერთ დღეს დაკარგეს მთელი დივიზია 10000 კაცის მეთაურობით.
ქალაქის ცენტრში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გამაგრდა ოცეული - იაკობ პავლოვის მეთაურობით. მისმა მებრძოლებმა სახლი ციხე-სიმაგრედ აქციეს და სამი კვირის განმავლობაში იგერიებდნენ გერმანელთა შეტევებს. ამ სახლის ნახვე დღესაც შეიძლება ვოლგოგრადში - მას პავლოვის სახლი ეწოდება და მუზეუმადაა გადაკეთებული.
გერმანელებმა 14 ოქტომბერს ახალი შტურმი დაიწყეს, მაგრამ მათ ვერაფრით ვერ შეძლეს ვოლგის მეორე სანაპიროზე გადასვლა. ბრძოლის გაჭიანურებამ საბჭოთა მხედართმთავრობას საშუალება მისცა სტალინგრადთან თავი მოეყარა მთელი რეზერვისათვის.
მათ სტალინგრადში გადაიყვანეს მთელი საჰაერო ძალები. 14 ნოემბერს გერმანელებმა უკანასკნელად სცადეს ქალაქის დაპყრობა. მათ სამთვიანი ბრძოლის შედეგად როგორც იქნა მიაღწიეს მდინარის ნაპირს და დაიპყრეს ქალაქის თითქმის 90%. მდინარესთან მიმწყვდეული ქალაქის ჯარები ორ ნაწილად იქნა გახლეჩილი. ქალაქში მიმდინარე ბრძოლებში ორივე მხრიდან თითქმის 1,4 მილიონი ადამიანი დაიღუპა.

ოპერაცია ურანუსი

საბჭოთა მხედართმთავრობამ გაითვალისწინა, რომ ვერმახტის B დაჯგუფებაში იდგა ნაკლებად ბრძოლისუნარიანი იტალიისა და რუმინეთის ჯარები და სწორედ მათ წინააღმდეგ მოუყარეს თავი ჯარების 1000000-იან დაჯგუფებას. სტალინმა შეიმუშავა ოპერაცია სახელწოდებით ”ურანუს”, რომელიც ითვალისწინებდა პაულიუსის მე-6 არმიის ალყაში მოქცევას, მის ორად გახლეჩასა და სათითაო ნაწილების განადგურებას. ეს ოპერაცია დაიწყო 19 ნოემბერს და 23 ნოემბერს უკვე ალყაში მოექცა პაულიუსის არმია, მაგრამ ვერ მოხერხდა მისი ორ ნაწილად გახლეჩვა, როგორც ამას ოპერაცია ითვალისწინებდა. მე-6 არმია იზოლირებულ იქნა თავისი რეზერვებისაგან - აღარ მიეწოდებოდა ტყვია-წამალი და სურსათი. ამ სიტუაციაში ფედ-მარშალი მანშტეინი შეეცადა მიხმარებოდა ალყაში მოქცეულ პაულიუსის ჯარებს. მათ შეტევა დაიწყეს 12 დეკემბერს, რომელიც მოგერიებულ იქნა მე-2 გვარდიული არმიის მიერ - მალინოვსკის მეთაურობით. ამ მოვლენების შემდეგ ფრონტის ხაზი დროებით სტაბილური გახდა, რადგან ვერცერთმა მხარემ ვერ შეძლო მოწინააღმდეგის დაცვის გარღვევა.

ოპერაცია ”რგოლი”

27 დეკემბერს სტალინისა და ჟუკოვის მიერ შემუშავებული იქნა შეტევის ახალი გეგმა - ”რგოლი”, რომელიც ოპერაცია ურანის გაგრძელებას წარმოადგენდა. 10 იანვარს დაიწყო სსრკ ჯარების შეტევა და 26 იანვარს მე-6 არმიის A დაჯგუფება ორ ნაწილად იქნა გახლეჩილი. მისი სამხრეთ ნაწილი განადგურებულ იქნა 31 დეკემბერს. ტყვედ ჩავარდა ფედ-მარშალი პაულიუსი მთელი თავისი შტაბით. ხოლო ჩრდილოეთმა ნაწილმა 2 თებერვალს კაპიტულაცია გამოაცხადა. ამ ოპერაციის შედეგად მთლიანობაში ტყვედ ჩაბარდა 90000 კაცი, რომელთა შორის 24 გენერალი იყო.

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja