ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
წყალბადის ბომბი

წყალბადის ბომბი

აგვისტოს, 50 წლის წინათ, სემიპალატინსკის პოლიგონზე ააფეთქეს პირველი საბჭოური წყალბადის ბომბი, რომლის სიმძლავრე 400 კილოტონის ეკვივალენტი იყო, ანუ შეეძლო, გაენადგურებინა 300 ხიროსიმა და ჰქონდა 40 ათასი ყველაზე დიდი ავიაბომბის ეფექტი. ამ მიღწევით საბჭოთა მეატომეებმა მიიჩნიეს, რომ ცივი ომის მნიშვნელოვანი რაუნდი მოიგეს, თუმცა ამ საკითხში ამერიკელი კოლეგები არ ეთანხმებოდნენ.

წყალბადის ბომბი მოათავსეს 40 მეტრის სიმაღლის ანძაზე. 7 კილომეტრის დიამეტრზე უამრავი მიწისზედა და მიწისქვეშა ნაგებობა ააგეს. ყველგან განალაგეს სხვადასხვა სახის საბრძოლო ტექნიკა. ცოცხალი ძალის როლს ცხვრები ასრულებდნენ. აფეთქებას თან ახლდა ძლიერი გამოსხივება და ჰაერის ტალღა. 80 მილიონი ტონა გრუნტი აორთქლდა. ორმოს სიღრმე თითქმის კილომეტრი იყო, ხოლო დიამეტრი – სამ კილომეტრამდე. “სოკოს” თავმა 13 კილომეტრს მიაღწია, 45 კილომეტრის სიმაღლეზე ავიდა. გამოცდას ცნობილი სწავლული, კურჩატოვი, ხელმძღვანელობდა. ახალგაზრდა მეცნიერთა შორის სახაროვიც იყო.

ატომურ იარაღს თავისი პროლოგი აქვს: 1913 წელს უელსის ფანტასტიკური რომანი – “განთავისუფლებული მსოფლიო” – გამოვიდა ლონდონში. მასში დაწვრილებით არის გადმოცემული, როგორ დაბომბეს გერმანელებმა პარიზი ატომით XX საუკუნის შუა ხანებში. უელსმა იმის ზუსტი სურათი აღწერა, რაც მოხდა ხიროსიმაში, ნაგასაკასა და ჩერნობილში. წიგნის დასასრულს მწერალმა ხაზგასმით აღნიშნა, ეს მხოლოდ დასაწყისია უფრო დიდი საშინელებისაო. რომანის კითხვისას გულიანად დასცინოდნენ დილეტანტ მწერალს მსოფლიოს ყველაზე ტიტულოვანი მეცნიერები. ატომური ბომბისადმი ირონიული დამოკიდებულება გაგრძელდა 30-იანი წლების ბოლომდე, მანამ გერმანიაში ოტო განმა არ აღმოაჩინა ურანის დაშლის კანონზომიერება, ხოლო საფრანგეთში ფრედერიკ ჟოლიო-კიურიმ არ დაამტკიცა ურანში ჯაჭვური რეაქციის შესაძლებლობა.

მეცნიერები სახტად დარჩნენ: ურანის აფეთქების შედეგად გამოიყოფოდა მილიონჯერ მეტი ენერგია, ვიდრე ამას ამავე მასის დინამიტი იძლეოდა. ეს შესაძლებლობა გერმანელებმა თავის დროზე სათანადოდ ვერ შეაფასეს და არ იზრუნეს ფაუ-2-ის ქობინების შექმნაზე. გერმანელთა და ამერიკელთა ატომური შეჯიბრება დამთავრდა იაპონიის ორი ქალაქის განადგურების დემონსტრირებით. ხიროსიმა 4,5-ტონიანი ბომბით დაწვეს, რომელიც 100 კილოგრამზე ნაკლებ ურანს შეიცავდა და მისი აფეთქების ძალა 12,5 ათასი ტონა ტროტილის აფეთქების ეკვივალენტური იყო. რაც შეეხება ნაგასაკას, ის ამავე მასის პლუტონის ბომბმა დაანგრია, რომელსაც 20 ათასი ტონა ტროტილის სიმძლავრე ჰქონდა.

წყალბადის ბომბის შექმნის იდეა გერმანიაში დაიბადა 1938 წელს. მეცნიერთა ვარაუდით, მისი ძალა მილიონ ტონა ტროტილს გაუტოლდებოდა. იდეას საფუძვლად დაედო ბუნებრივი ვარსკვლავური პროცესი – წვისას წყალბადი ჰელიუმად გარდაიქმნება და გამოიყოფა გაცილებით მეტი ენერგია, ვიდრე ურანის ან პლუტონის დაშლისას. ეს პროცესი მარტივად ასე ახსნეს: ატომური ბომბი ასრულებდა “ასანთის თავის” როლს, ხოლო დეიტერია – “ასანთის ღეროს” როლს, რომელსაც ცეცხლს უკიდებს ატომური თავი.

წყალბადის ბომბში ჩაიდო დიზელის ძრავას პრინციპი: თერმობირთვულ ძრავაში საწვავი ჯერ უნდა შეკუმშულიყო და მერე განხორციელებულიყო წვის პროცესი, მაგრამ დიზელის ძრავაში საწვავი რამდენჯერმე იკუმშება, ხოლო თერმობირთვულ ძრავაში 100 გრამი ერთ კუბურ სანტიმეტრში უნდა მოექციათ, თანაც წნევა უნდა ყოფილიყო ათასი მილიარდი ატმოსფეროს ფარგლებში! ისიც გასათვალისწინებელი იყო, რომ დეიტერიის საწყისი სიმკვრივე წყალზე ხუთჯერ ნაკლებია და დედამიწაზე ვარსკვლავური ნივთიერება მყისიერად, წამის მემილიარდედ დროში უნდა შეექმნათ!

რუსებსა და ამერიკელებს შორის ფარული შეჯიბრება გაიმართა წყალბადის ბომბის შექმნაში. რუსულმა ტექნოლოგიამ იმარჯვა. მისი უპირატესობა ის იყო, რომ დეიტერია მინუს 250 გრადუსზე გაყინეს და ფხვნილის სახით მიიღეს. ამ ფაქტს ამერიკელები შურით შეხვდნენ და მწარედ ხუმრობდნენ: ჩვენ ვეებერთელა სათლით რძეს ვიყენებთ, რუსები კი რძის ფხვნილსო.

1961 წლის 30 ოქტომბერს ახალ მიწაზე ააფეთქეს სახაროვის ხელქმნილი 100 მეგატონის სიმძლავრის წყალბადის 20-ტონიანი ბომბი, რომელიც სტრატეგიული ბომბდამშენიდან ჩამოაგდეს. ამ დროისთვის ამერიკელებს 24-მეგატონიანი ბომბი ჰქონდათ და ისინი პირველად განალაგეს სტრატეგიულ B-52 ბომბდამშენებზე, რომლებსაც ზედმეტ სახელად “დიდი კეტი” უწოდეს. წყალბადის ბომბით აღიჭურვა წყალქვეშა ატომური “პოლარისები” და “ტრაიდენტის” ტიპის რაკეტები. საბჭოეთმა მათ დაუპირისპირა ზემძლავრი წყალბადის ბომბის ქობინებიანი, 700-ტონიანი “პროტონები”.

საბედნიეროდ, გონიერებამ გაიმარჯვა და ქობინებიანი ზემძლავრი რაკეტები მოიხსნა შეიარაღებიდან, როგორც გენოციდის ბარბაროსული იარაღი. დღეს თითზე ჩამოსათვლელი სახელმწიფოები ფლობენ ატომურ იარაღს და ის ჯერჯერობით დაშინების იარაღი უფროა, ვიდრე რეალურ ბრძოლაში გამოსაყენებელი, მაგრამ ეშმაკს არ სძინავს.

თანამედროვე ტექნოლოგიები მიმართულია იქითკენ, რომ შეიქმნას პრაქტიკული დანიშნულების ბირთვული იარაღი. როდესაც პენტაგონი იუგოსლავიის არმიას “წერტილოვან” დარტყმებს აყენებდა, თვალწინ ბირთვული შემოტევის საფრთხე ედგა, რადგან იუგოსლავიის არმიის შენაერთები ბრძოლისუნარიანობით სერიოზულად აშინებდა NAთO-ს. პენტაგონელი სტრატეგები მიიჩნევენ, რომ სამხედროები მცირე სიმძლავრის ბირთვული დარტყმებით უფრო იოლად გადაწყვეტდნენ დასახულ ამოცანას ავღანეთსა და ერაყში.

პენტაგონი დიდ იმედებს ამყარებს 10 კილოტონის ეკვივალენტურ ქობინაზე, რომელსაც მოათავსებენ სპეციფიკური ფორმის ზემტკიცე კორპუსში. ის შეძლებს, ჩააღწიოს ათობით მეტრის სიღრმეში და ააფეთქოს ზემძლავრი ბუნკერები. ნებისმიერ მიწისქვეშა ნაგებობას აფეთქების შედეგად შეუქმნას ვაკუუმი და თავზე დაამხოს ასობით ტონა გრუნტი. პერსპექტივაში შესაძლებელია, შეიქმნას მინიატიურული ბირთვული იარაღი საბრძოლო ტექნიკის გასანადგურებლად და ისინი ათასჯერ უფრო სუფთა იქნება, ვიდრე მათი წინამორბედი. ძველი ჭეშმარიტება კვლავ ძალაშია: “თუ გინდა მშვიდობა, მოემზადე ომისთვის”.

წყალბადის ბომბის მიწის ქვესჰ აფეთქება

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja