ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
ცივი ომი - ამერიკული ბირთვული რაკეტები
MGM-31 Pershing



1975 წელს ბირთვული შეიარაღების თვალსაზრისით ნატომ დაკარგა უპირატესობა საბჭოთა კავშირზე ( იხილეთ გრაფიკი )ხოლო საბჭოთა კავშირის შეიარაღებაში პიონერის ტიპის რაკეტებს გამოჩენით საქმე უფრო გართულდა. ნატოს პასუხმაც არ დააყოვნა და 1979 წლის 12 დეკემბერს ნატომ ევროპაში დამატებით 572 ბირთვული რაკეტა განათავსა. 464 ხომალდებზე, ხოლო 108 პერშინგ 2 ტიპის რაკეტები (MGM-31 Pershing) კი ხმელეთზე. სახომალდო რაკეტებიდან 160 განთავსდა ინგლისში, 96 დასავლეთ გერმანიაში, 112 იტალიაში, 48-48 კი ბელგიასა და ჰოლანდიაში. ასრვავე პერშინგის რაკეტა დასავლეთ გერმანიაში იყო დისლოცირებული.

პირველი პერშინგის ტიპის რაკეტა (საცდელი ეგზემპლარი) გაისროლეს 1960 წლის 25 თებერვალს, ხოლო ფრენის 2-ივე საფეხური 1962 წლის იანვარიში გამოიცადეს. ტრანსპორტირებისათვის გამოიყენებოდა M474 ტიპის მუხლუხოებიანი მანქანა. თითოეულ ოცეულში შედიოდა 4 ასეთი მანქანა. რაკეტის დასამიზნებლად გამოიყენებოდა AN/TRC-80 ტიპის სისტემა, რომელიც კომპანია Collins Radio Company-იმ პერშინგისათვის დაამზადა. რაკეტის ძირითადი ამოცანა ბირთვული ომის დაწყების შემთხვევაში დროულად საპასუხო დარტყმის მიყენება იყო. პიონერის მსგავსად
პერშინგიც მოძრავ შასიზე იყო დაყენებული მაგრამ მას თავისი საბჭოთა ანალოგეისაგან განსხვავებით ერთი მინუსი ჰქონდა. მისი მოქმედების რადიუსი მხოლოდ 740 კილომეტრი იყო, რაც საშუალებას იძლეოდა საბჭოთა კავშირის მიმართ გასროლა მხოლოდ მასთან ახლოს მყოფი ტერიტორიიდან, ანუ ევროპიდან მომხდარიყო. ეს მაშინ როდესაც საბჭოთა რაკეტების ევროპასაც "ფარავდნენ" და ამერიკასაც წვდებოდნენ.
1969 წელს პერშინგის მოდერნიზებული ვერსიები Pershing IA გამოჩნდა ამერიკის არმიაში. მას ახალი საკომუნიკაციო სისტემები ჰქონდა, შემცირებული იყო სტარტისათვის მოსამზადებელი დრო . ყველა ბატალიონში რაკეტების რაოდენობა ძველთან შედარებით რამდენჯერმე გაიზარდა (ადრე 8 - 36 შემდგომ). საბოლოო ჯამში სულ დამზადდა 754 რაკეტა, აქედან 180 ევროპაში განთავსდა. ევროპაში განთავსუბულ რაკეტებს იმ ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეები მართავდნენ, მაგრამ ბირთვულ ქობინები ამერიკის საკუთრება იყო და პირთვული ქობინებით დატვირთული რაკეტების გაშვება ამერიკის ნებართვის გარეშე აკრძალული იყო.

1973 წელს მუშაობა დაიწყო პერშინგ-2-ზე. მისი მთავარი ამოცანა პირველის მსგავსი იყო, მაგრამ ქობინი სხვანაირი უნდა ჰქონოდა. საპასუხო დარტყმებისათვის გათვლილი 400 კილოტონიანი რაკეტა დიდი სიმძლავრის იყო. სამხედროებს სჭირდებოდათ უფრო მცირე სიმძლავრის, მაგრამ ზუსტი ბირთვული რაკეტა. ახალ რაკეტას W86 ტიპის ქობინი დაუყენეს, რომელის აფეთქების ძალა 5-50 კილოტონებში მერყეობდა. გაიზარდა მოქმედების რადიუსიც. მართალია იგი პიონერსა და ტოპოლს ვერ უტოლდებოდა, მაგრამ 740 კილომეტრთან შედარებით მოქმედების 1400 კილომეტრიანი რადიუსი რაკეტის ამოცანიდან გამომდინარე სრულიად დამაკმაყოფილებელი იყო.
SALT II - ის გამო (სტრატეგიული იარაღის შემცირება, მოლაპარაკება, რომელიც მიმდინარეობდა აშშ-სა და სსრკ-ს შორის) ბირთვული იარაღსათვის ახალი გამშვები დანადგარის შექმნა აკრძალული იყო და ამიტომ გამშვებ მანქანად კვლავ M474 რჩებოდა.

სწორედ ეს რაკეტები განათავსა აშშ-მ ევროპაში.



1) ავტორი: Army.ge
ვითანამშრომლოთ. დამეკონტაქტეთ skype: army.ge facebook: army.ge

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja