ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
ცხინვალში ტყვეობის 10-დღიანი კოშმარი და რუსი ჯარისკაცის სულგრძელობა

რუსეთ-საქართველოს ომმა ქვეყნის უახლესი ისტორია შეცვალა, უამრავი ცოცხალი გმირი დაგვიტოვა, ასობით მეომრისა და მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა... ჩვენი რესპონდენტი ცხინვალის ომის დროს სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა: ის მოწინააღმდეგის ალყაში მოხვდა, დაიჭრა და სეპარატისტებს ტყვედ ჩაუვარდა. მათთან გატარებული რამდენიმე კოშმარული დღის შემდეგ, დაჭრილი ქართველი მეომარი რუსი სამშვიდობოების ინიციატივით, ვლადიკავკაზში გადაიყვანეს. მის ოჯახს ზაზა გარდაცვლილი ეგონა, მაგრამ ერთ დღეს მათ მოსკოვიდან დაურეკეს და ქართველი სამხედროს გადარჩენის შესახებ აცნობეს...

ზაზა კავთიაშვილი:
- მეოთხე ქვეითი ბრიგადის 43-ე ბატალიონში ვმსახურობდი, მაგრამ ომამდე ერთი თვით ადრე 41-ე ბატალიონში გადავედი, რადგანაც ამ ბატალიონის ბიჭები 2008 წლის სექტემბერში ერაყში აპირებდნენ გამგზავრებას და მათთან ერთად წასვლა მინდოდა... როცა საყოველთაო მობილიზაცია გამოცხადდა, სახლში ვიყავი და ვინაიდან არ დამიკავშირდნენ, თავად გამოვცხადდი ვაზიანის სამხედრო ბაზაში. სამხედრო ნაწილიდან 7 აგვისტოს, ნაშუადღევს გავედით. იმავე დღეს ქარელის რაიონიდან ზნაურში შევედით. გზადაგზა ხალხი გვხვდებოდა, გზას გვილოცავდა და გვამხნევებდა, - ნუ გეშინიათ, ბიჭებო, ჩვენ გავიმარჯვებთო!.. მოწინააღმდეგეს უკვე ცეცხლი ჰქონდა გახსნილი. ერთ-ერთ ადგილას, სადაც ღამით ჩვენმა კოლონამ გაიარა, ორივე მხარეს ვაშლის ბაღები იყო, შუაში კი ვიწრო გზა გადიოდა. როგორც მერე გავიგეთ, ორივე მხარეს ოსები ყოფილან ჩასაფრებული, ჩვენ კი იქაურობა უბრძოლველად გავიარეთ... 8 აგვისტოს ჩვენი ბატალიონი სოფელ ხეთაგუროვოში შევიდა. ამ სოფლიდან ცხინვალი ხელისგულივით მოჩანს. იმავე დღეს რუსეთის ავიაციამ 42-ე ქართული ბატალიონის პოზიციები დაბომბა და ბრძოლის ველიდან პირველი დაჭრილები გაიყვანეს.

ორი "ჰაელუქსი" და რეანიმობილი გორში უსაფრთხოდ რომ ჩასულიყო, ტყეების გავლით მიდიოდნენ, ჩვენ კი სამხედრო მანქანით, უკან მივყვებოდით... იმ ღამეს სოფლის ნაძვნარს შევაფარეთ თავი. მთელი ღამე სროლის ხმა ისმოდა, რამდენიმე ქართული ქვედანაყოფი ბრძოლას განაგრძობდა... 8 აგვისტოს, დილით იქიდან გამოვედით, მაგრამ 9-ში ისევ დავბრუნდით, პოზიცია ზემო ნიქოზში დავიკავეთ - ეს არის ბოლო ქართული სოფელი, შემდეგ ცხინვალი იწყება. დაახლოებით ორსაათიანი ბრძოლის შემდეგ ცხინვალში შევედით და გზაჯვარედინზე გავჩერდით, მეთაურმა რუკა გაშალა. ზუსტად ამ დროს მოპირდაპირე მხრიდან რუსების ჯავშანკოლონა წამოვიდა. ისეთ ადგილას ვიდექით, სანამ ახლოს არ მოვიდნენ, ვერც დავინახეთ და ბოლოს, მათთან სულ რაღაც 200 მეტრის სხვაობით, პირისპირ აღმოვჩნდით. იმანაც დაგვაბნია, რომ რუსების ჯავშანტრანსპორტიორებზე თეთრი დროშები იყო დამაგრებული.

- ვერ მიხვდით, რომ რუსები იყვნენ?
- წინ მომავალ ჯავშანტექნიკას ÌÑ ეწერა, მაგრამ თეთრი დროშები რისთვის ჰქონდათ, ვერ გავიგეთ... რუსების კოლონა ჩვენი დანახვისთანავე გაჩერდა. ეტყობა, არც ისინი გველოდნენ. დაახლოებით ხუთი წუთი ასე ვიდექით - ჩვენ ისინი გვყავდა მიზანში ამოღებული, იმათ კი ჩვენ. მერე ხუთი თუ ექვსი ერთეული რუსული БМП გავატარეთ და ისინი ზემო ნიქოზის მიმართულებით, ჩვენი პოზიციებისკენ წავიდნენ, მაგრამ 10-15 წუთის შემდეგ უკან მობრუნდნენ და ცეცხლი გაგვიხსნეს, ალყაში მოგვაქციეს... არადა, მათთვის ცეცხლი ჩვენ რომ გაგვეხსნა, შესაძლოა, მთლიანი კოლონა ვერ გაგვენადგურებინა, მაგრამ დიდ ზარალს მივაყენებდით. 58-ე არმიის ძირითადი კოლონა იყო, მაგრამ როგორც ჩანს, ჩვენი მეთაური სამშვიდობოების ინიციალების დანახვამ დააბნია. ნაბრძანები გვქონდა, მათთვის არ გვესროლა, მაგრამ როცა ცეცხლი გახსნეს და ალყაში მოგვაქციეს, მართვა, ორგანიზება და კავშირი მოიშალა, ყველა დამოუკიდებლად მოქმედებდა. ჩვენ რამდენიმეკაციან ჯგუფებად დავიშალეთ და ისე ვუწევდით წინააღმდეგობას.

- ბრძოლაში ოსებიც იყვნენ ჩართული თუ მხოლოდ რუსებს ებრძოდით?
- ოსებიც იყვნენ... ბრძოლა დაახლოებით, ერთ საათს გაგრძელდა, მოწინააღმდეგე ჩვენგან სულ რაღაც, 50-100 მეტრში იყო. მახსოვს, მესამე სართულის ფანჯრიდან ტყვიამფრქვევს გვესროდნენ და როცა იმ შენობისკენ დავიძარით, სწორედ მაშინ დამჭრეს ფეხში... ტყვიამ კუნთში გაიარა და ჩავიჩოქე. ვიფიქრე, როგორმე ალყას გავარღვევთ და მერე ლახტს გადავიჭერ-მეთქი, მაგრამ წამოდგომა რომ მოვინდომე, ფეხი ვერ გადავდგი, მუხლს ქვემოთ მოწყვეტილი მქონდა. ბიჭებმა რაღაც შენობაში შემიყვანეს. ჩვენ უკან დაახლოებით, რუსების 20-კაციანი ჯგუფი იდგა და ფეხდაფეხ მოგვდევდა. ტყვიების წვიმაში ერთი შენობიდან მეორეში გადავდიოდით. მოკლედ, მოწინააღმდეგეს დიდი წვალებით დავაღწიეთ თავი და ის-ის იყო, შენობის ერთ-ერთ ოთახში შევედით, ჭრილობა ბინტით გადავიხვიე, რომ რუსებიც შემოცვივდნენ. როცა ცეცხლი გავუხსენით, იყვირეს, - აქ ქართველები არიანო და გაიქცნენ. ჩემმა თანამებრძოლებმა გადაწყვიტეს, გზა ტყის მასივისკენ გაეკვლიათ და დაეზუსტებინათ, საით უნდა წასულიყვნენ, მერე კი მობრუნდებოდნენ და მეც წამიყვანდნენ... ოთახში დარჩენილი ვფიქრობდი, - შესაძლოა, რუსები ისევ შემობრუნდნენ-მეთქი და ავტომატი გადავტენე.

- თქვენი ბატალიონის ბიჭები აღარ გამოჩნდნენ?
- არა... ვიფიქრე, სარდაფამდე ხოხვით ჩავალ და როცა დაღამდება, იქნებ როგორმე ამოვიდე, ტყისკენ შევძლო გაქცევა-მეთქი. გაჭირვებით ჩავხოხდი და თავი სამშვიდობოს დავიგულე, მაგრამ მალევე ვიგრძენი, როგორ დამადო ვიღაცამ ზურგზე ავტომატის ცივი ლულა. თურმე, სარდაფში ოსები იმალებოდნენ. ჩემ გარდა, მათ ათამდე ქართველი ჯარისკაცი ჰყავდათ დატყვევებული. ბიჭებმა მითხრეს, - როცა თქვენ ისროდით, ამათ ეგონათ, ქართული სპეცრაზმი შემოვიდა და პანიკაში იყვნენო... იარაღის წართმევისას თავის აფეთქება ვცადე, მაგრამ ხელყუმბარის გახსნა ვერ მოვასწარი - მკლავზე ავტომატის კონდახი დამარტყეს და გამაგდებინეს (მაჯა გადამტვრეული მქონდა). ის ღამე სარდაფში დავრჩით, მეორე დღეს კი სხვა შენობაში გადაგვიყვანეს - თუ არ ვცდები, ცხინვალის მეხუთე საშუალო სკოლა იყო.

- ოსები როგორ გექცეოდნენ?
- კარგად-მეთქი, - ვერ ვიტყვი, მაგრამ სხვა ტყვეებისგან განსხვავებით, მინდობდნენ, იმდენს არ მცემდნენ, რადგან ძალიან ვიყავი დაშავებული, ხელ-ფეხი გამისივდა და ზოგჯერ, გონებასაც ვკარგავდი... თუ ვინმე გიჟი, მთვრალი და გაბოროტებული შემოვარდებოდა, დაჭრილს და მთელს არ დაეძებდა, ყველას ერთნაირად გვისწორდებოდა. სიკვდილს ვნატრობდი და არ ვკვდებოდი, სისხლისგან თითქმის დაცლილი ვიყავი... ერთმა ოსმა მითხრა: სხვა დროს და სხვა ვითარებაში რომ მოსულიყავი, კარგ სუფრას გაგიშლიდი, კარგად გაქეიფებდიო. ვუპასუხე, - იქნება ეს დროც მოვიდეს-მეთქი, - არა, ეს დრო აღარასოდეს დადგებაო... ორი-სამი დღის შემდეგ ოსებმა ჩვენი თავი რუსებს გადასცეს და ამოვისუნთქეთ. მედიცინის მუშაკებმა ცხინვალის საავადმყოფოში ჭრილობები დამიმუშავეს, იქ ორი დღე დამტოვეს, შემდეგ კი ვლადიკავკაზში გადამაფრინეს.

- ალბათ, დაგკითხეს კიდეც, არა?
- რა თქმა უნდა, როგორც კი გონს მოვიდოდი, მაშინვე დამადგებოდნენ თავს და ძირითადად, ერთსა და იმავეს მეკითხებოდნენ, - რომელი ქვედანაყოფის წევრი ვიყავი და რა დავალება გვქონდა. აინტერესებდათ, საბრძოლო მოქმედებებში ამერიკელები თუ მონაწილეობდნენ... სხვადასხვა რუსული ტელეარხის ჟურნალისტებიც მოდიოდნენ და ისინიც მსგავს კითხვებს გვისვამდნენ. ვლადიკავკაზის საავადმყოფოში, სადაც შედარებით ნორმალური ვითარება იყო და ოპერაციაც გამიკეთეს, რამდენიმე დღე გავატარე. გამიმართლა და ქართველი ექიმი შემხვდა, თბილისელი ბიჭი.

- ვლადიკავკაზში საავადმყოფოში ბევრი ქართველი სამხედრო იწვა?
- ორი ქართველი იყო და ისინიც ჩემთან ერთად გადაცვალეს.

- ოჯახში ალბათ, დაკარგულად მიგიჩნევდნენ...
- 10 დღის განმავლობაში ჩემ შესახებ არაფერი იცოდნენ... ვიდრე ვლადიკავკაზში გადამიყვანდნენ, რამდენიმე საათით ჯავაში გაგვაჩერეს, სადაც რუსების სამედიცინო ბატალიონი იყო განლაგებული. მათ ჭრილობებზე ფოტოები გადაგვიღეს. ერთ-ერთმა რუსმა სამხედრომ მკითხა, - შენებმა თუ იციან, ცოცხალი რომ ხარო? - არა, ოჯახში არც კი იცოდნენ, ომში რომ მოვდიოდი. დავიბარე, სწავლება გვაქვს, ტელეფონები ჩამოგვართვეს, ვერ დაგირეკავთ და არ შეშინდეთ-მეთქი... მითხრა, - შენი სახლის ნომერი მიკარნახე, შენებს შევატყობინებ, რომ ცოცხალი ხარო. მან ჩემებთან დაკავშირება მართლაც სცადა, მაგრამ ვერ დარეკა, მერე კი შემპირდა, - მოგვიანებით კიდევ ვცდიო. როგორც მოგვიანებით გავიგე, იმ სამხედროს მოსკოვში, ცოლთან დაურეკავს, მისთვის ჩემი ნომერი მიუცია და უთხოვია: ამ ნომერზე დარეკე და სამხედროს ოჯახს შეატყობინე, რომ ზაზა კავთიაშვილი ცოცხალიაო...

- საოცარია!..
- დიახ, არადა, ის ბიჭიც იბრძოდა, ცხადია - პოზიციის მეორე მხარეს...

- იმ ბიჭებზე, ვინც შენობაში თქვენთან ერთად იყვნენ, არაფერი გსმენიათ?
- როგორც ვიცი, იქ მყოფთაგან ერთ-ერთი - ჩვენი ბატალიონის შტაბის უფროსი გარდაიცვალა, სხვები კი გადარჩნენ... არაფერს ვნანობ - ომში ვიღაც დაიჭრება, ვიღაც დაიღუპება, სხვაგვარად წარმოუდგენელია.

- იგოეთიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაგიყვანეს?
- არა, ჯერ ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში ვიყავი, შემდეგ კი თავდაცვის სამინისტროს დახმარებით, მკურნალობისა და რეაბილიტაციის კურსი ჯერ თურქეთის სამხედრო კლინიკა "გათაში" გავიარე, მოგვიანებით კი ლატვიაში გავემგზავრე. ტერფის ძვალიც დაზიანებული მაქვს. მიუხედავად ამისა, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ისევ ვირიცხები.

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja