WEB-ARMY.TK - The Best Army's Web



ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
უჩინარი ტანკები


სულ მალე ბრძოლის ველზე შენიღბვის ახალი საშუალებების მქონე ტექნიკა გამოჩნდება. გარემოსთან შეხამების განსაკუთრებული შესაძლებლობების გამო, მისი აღმოჩენა პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება.

ბრძოლის ველზე, სამხედრო ტექნიკის გამოყენების დღიდან, მისი შენიღბვის თემატიკა, აქტუალურობას არ კარგავს. ტანკის ან ჯავშანმანქანების სწორედ შერჩეული შეფერილობა, ანუ კამუფლაჟი, მის ეკიპაჟს გადარჩენის დამატებით შანსს აძლევს. მაგრამ კამუფლაჟის დატანა, ლაქების ფერების და მათი ფორმის შერჩევა, ამა თუ იმ ტექნიკის გამოყენების ადგილმდებარეობისა და რელიეფის გათვალისწინებით ხდება.

თავისი არსებობის განმავლობაში, სამხედრო კამუფლაჟმა, ევოლუციის დიდი გზა გაიარა - ტანკებსა და ჯავშანტრანსპორტიორებზე უბრალო ფუნჯით დატანილი საღებავიდან, ყველაზე თანამედროვე და სრულყოფილ ტექნოლოგიებამდე. გაგიკვირდებათ და სამხედრო ტექნიკის შენიღბვის თანამედროვე საშუალებებს, თავად ტექნიკაზე არანაკლები ყურადღება ეთმობა. ამ მიმართულებით მსოფლიოს წამყვანი თავაცვითი კომპანიები მუშაობენ და ახალ პროექტებში მილიონობით დოლარს აბანდებენ.

ამ სფეროში ცნობილი ბრიტანული თავდაცვითი მრეწველობის კომპანია BAE Systems-იც მუშაობს. პროექტი, რომელზეც ამჟამად გამოცდას გადის, კამუფლირების სფეროში ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვეა. ის მაღალტექნოლოგიურ ელექტრონული კამუფლაჟის სისტემას წარმოადგენს, რომელიც E-LNK-ის ტიპის ელექტრონული მელნის ტექნოლოგიებზეა დაფუძნებული. მისი გამოყენებით, ჯავშანტექნიკის გარშემო მყოფი გარემოს გამოსახულების დაკოპირება, თავად ჯავშანტექნიკის ზედაპირზე ხდება. რაც ტანკსა თუ ქვეითთა საბრძოლო მანქანას მოწინააღმდეგისთვის პრაქტიკულად უხილავს გახდის.

მსგავსი სისტემის ხილვა, ბონდიანას ერთ-ერთ ფილმში "მოკვდი, ოღონდ სხვა დროს" შეიძლებოდა. სადაც აგენტი 007, თავისი "ასტონ მარტინის" შენიღბვისთვის მხოლოდ ღილაკს აჭერს თითს. მანქანა კი გარემოს გამოსახულების ფერი ხდება. როგორც ჩანს, ჰოლივუდური ფანტაზიები ნელ-ნელა რეალობად იქცევა.

ბრიტანული კომპანიის გამოგონების შემთხვევაში, ტანკის კორპუსის ყველა მხარეზე, მრავალი ვიზუალური მიკრო კამერისა და ინფორმაციის შემგროვებლების დაყენება ხდება. მათი გამოყენებით, სისტემა ტანკის გარშემო მყოფ გაერმოს, სრულ პანორამულ სურათს იღებს. შემდგომ კი ელექტრონული მელნის ტექნოლოგიის საშუალებით კამერებიდან მიღებული გამოსახულების პროვოცირება ტანკის კორპუსზე ხდება. ანუ ტანკი სრულად ეხამება მის გარშემო მყოფ ლანდშაფტს.

ყოველივე ეს რეალურ დროში ხდება. შესაბამისად აქტიური კამუფლაჟის სისტემას, ტანკის შენიღბვა მისი მოძრაობის პირობებშიც შეუძლია. მართალია მოძრავი ტანკის "დამალვა" უფრო ძნელია, ვიდრე გაჩერებულის. ისეთ ფაქტორებს როგორიცაა ძრავას ხმაური, გამონაბოლქვი და მუხლუხოებისგან წარმოქმნილი მტვერი, ვერაფერს ვერ უზამ. თუმცა რამდენიმე კილომეტრის დისტანციიდან, ხმაურის გაგონება პრაქტიკულად შეუძლებელია. მტვერი და გამონაბოლქვი კი მალე იფანტება.


ჯერჯერობით ასეთი სისტემა მხოლოდ მასშტაბური მოდელების სახით არსებობს, მაგრამ BAE Systems-ის სპეციალისტები დაწრმუნებულნი არიან მისი სრული რეალიზაციის შესაძლებლობაში. პირველივე წარმატების შემთხვევაში სისტემას გამოსაცდელად ავღანეთში, რეალურ საბრძოლო პირობებში გამოცდიან. სხვათა შორის ამგვარი "ცოცხალი" კამუფლაჟის იდეა სწორედ ავღანეთიდან მოდის. ბრიტანული ჯავშანტექნიკის უდაბნოს ფერის შეფერილობა მაშინვე კარგავს თავის ეფექტს, როდესაც ტექნიკა გამწვანებულ რაიონებში, ბაღებისა და ხეების ფონზე აღმოჩნდება.

BAE Systems ტანკების შენიღბვის კიდევ ერთ მიმართულებაზე მუშაობს. ჯავშანტექნიკის ვიზუალური აღმოჩენის გარდა, არსებობს ინფრაწითელი ანუ სითბური კვალი. მისი მეშვეობით ტანკის პოვნა განსაკუთრებით კი ღამით ძალიან მარტივია. ყველა თანამედროვე დამრტყმელ შვეულმფრენს სამიზნის აღმოჩენის ასეთი სისტემები გააჩნია. ტანკის შემთხვევაში, სითბოს მუშაობისას მისი ძრავა გამოყოფს.

ახალი ტექნოლოგია, სახელად Adaptiv, ინფრაწითელი სისტემების ეკრანებიდან გაქრობისა და გარემოსთან შეხამების საშუალებას იძლევა. გარდა ამისა, ტანკს თავისი სითბური კვალი ისე შუძლია შეცვალოს, რომ მტრის სითბოვიზორზე ის სატვირთო ავტომობილს ან მზისგან გახურებულ კლდეს დაემსგავსება.

Adaptiv-ის ტიპის ტექნოლოგიებს, საფუძვლად ექვსკუთხა პანელები უდევს. ისინი სპეციალური მასალისგან არიან დამზადებულნი და ზომით მხოლოდ რამდენიმე სანტიმეტრს შეადგენენ. თუმცა ტემპერატურის ცვლილება ძალიან სწრაფად შეუძლიათ. ამგვარი ექვსკუთხედებით მთელი ტანკის დაფარვის შემთხვევაში კი, საჭიროების შემთხვევაში უკეთ შესანიღბად, შესაბამისი პანელების გათბობა ან პირიქით, გაციება მოხდება.

ერთი ტანკის დასაფარად, დაახლოებით ათასი ასეთი ტემპერატურული პანელია საჭირო. მაგრამ ინფრაწითელ დიაპაზონში, შენიღბვის გარდა, ამ სისტემის მეშვეობით, ეკიპაჟს ტანკის სითბური "ხელწერის" გადაკეთება და მისი სრულიად "უწყინარ" საგნად გადაქცევა შეუძლია.

რა თქმა უნდა, ადრე თუ გვიან, ამგვარი კამუფლაჟის სისტემები, იქნება ეს E-LNK თუ Adaptiv, მართლაც იქნებიან რეალიზირებულნი. მაგრამ ეს არც ისე იაფი სიამოვნება იქნება. თუმცა თუ გავითვალისწინებთ თანამედროვე ტანკების ფასს, მაგალითად ბრიტანული "ჩელენჯერ 2", 6 მილიონ დოლარზე მეტი ღირს, ამგვარი სისტემის გამოყენება სავსებით გამართლებული იქნება.

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja