ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
ვანო მერაბიშვილი: "ვამაყობ, რომ საქართველო პოლიციური სახელმწიფოა"

საქართველოს შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა სააგენტო ”რია ნოვოსტის” ინტერვიუ მისცა.

- მომეჩვენა, რომ თქვენი პოლიციელები, განსაკუთრებით აკადემიის კურსანტები, ისე გამოიყურებიან, როგორც ევროპელები, ჯერ კიდევ არაევროპულ საქართველოში...

- გამოდის, რომ ამაოდ არ გვიშრომია. მაგრამ არც ერთი მათგანი უცხოეთიდან არ ჩამოფრენილა. ისინი ჩვეულებრივი ქართველები არიან, მათგან 99%-ს პოლიციაში საერთოდ არ უმუშავია.

ყველაზე მთავარი ის არის, რომ რეფორმები ყველა სფეროში ერთდროულად დაიწყო. შედით საქართველოს ნებისმიერ სამინისტროში და ნახავთ, როგორი სერიოზული ცვლილებებია. ცვლილებებია ფინანსურ სფეროში, პენიტენციურ სისტემაში, განათლებაში... საქართველოს ბიუჯეტი შვიდი წლის განმავლობაში 25-ჯერ გაიზარდა. შეუძლებელია ერთი სისტემის რეფორმირება და სხვების - არა. კორუმპირებული სფეროები შსს-ზე მაინც იმოქმედებდა. ეს ისევეა, როგორც დაავადებული ადამიანი, რომელმაც მთელს ორგანიზმს უნდა უმკურნალოს.

- როგორ გაჩნდა საპატრულო პოლიციის შექმნის იდეა და გაამართლა თუ არა?

- ამერიკაში იგივე სისტემაა, როგორც ჩვენთან, მაგრამ მთავარი ის კი არ არის, სახელმწიფო ავტოინსპექციას (ГАИ) სახელი გადაარქვა და პატრული უწოდო, და არც ის, რომ მილიცია პოლიციად მონათლო. ჩვენ ყველა ძველი "გაიშნიკი" სახლში გავუშვით იმიტომ, რომ ლპობადი სისტემის გამოსწორება უფრო რთულია, ვიდრე მისი მთლიანად შეცვლა. მათ ნაცვლად ახალი კადრები ავიყვანეთ, რომლებსაც სჯეროდათ, რომ კარგი პოლიციელები გახდებოდნენ. ახლა საზოგადოების 82% პოლიციას ენდობა.
ადრე პოლიციელებს "ძაღლებს" ეძახდნენ, როგორც რუსეთში "მენტს". ახლა ასეთი რამ დიდი ხანია არ გამიგონია. ჩვენ დამნაშავეთა სატელეფონო საუბრებს ფარულად ვისმენთ, ისინიც კი აღარ მოიხსენიებენ პოლიციელებს "ძაღლებად".

- თქვენ საკმაოდ რისკიანი ნაბიჯი გადადგით და ფსონი აბსოლუტურად ახალ ხალხზე დადეთ. არ გაითვალისწინეთ გამოცდილება, პროფესიონალიზმი, კანონების ცოდნა... პოლიციის აკადემიაში კურსანტები 7-8 კვირა სწავლობენ, ძველებური 4 წლის ნაცვლად.

- შეცდომების არ უნდა გვეშინოდეს. თუ შენი განზრახვა პატიოსანია, ყოველთვის შეძლებ შეცდომის გამოსწორებას. რაც შეეხება პროფესიონალიზმს, ეს მითია. კორუმპირებულ სისტემაში პროფესიონალიზმი არ არსებობს! თუ ადამიანი სამუშაოზე ნაცვლად იმაზე ფიქრობს, როგორ გამოკვებოს ოჯახი და უფროსს ქრთამი როგორ მისცეს, მისი პროფესიონალიზმი ნულის ტოლია. საგზაო მოძრაობის რეგულირება ავტომოყვარულსაც შეუძლია... საჭიროა საქმის გულით კეთება, განათლება და ინტელექტი. ასეთი ადამიანი 10-ჯერ უფრო ეფექტიანად იმუშავებს, ვიდრე კარგად გაწვრთნილი და პროფესიონალი გარეწარი.

- პოლიციის თანამშრომლის საშუალო ასაკი?

- 23-24 წელი, დეპარტამენტის ხელმძღვანელისა - 31-32.

- თქვენი უფროსი ვაჟი 10 წლის არის, ამ ასაკს მალე მიაღწევს, სამსახურში აიყვანდით?

- სანამ გაიზრდება, პოსტიდან წავალ. თქვენი ნურგალიევი კი არ ვარ, სამუდამოდ რომ დავრჩე. სანამ მინისტრი ვარ, ჩემი შვილი შსს-ში ვერ იმუშავებს. არც ერთი ჩემი ნათესავი ჩემთან არ მუშაობს.

- თქვენ რომ დაგიჯეროთ, ქართულ პოლიციაში იდილია სუფევს. როგორ აკონტროლებთ, რომ მან დეგრადაცია არ განიცადოს? ამას გენერალური ინსპექცია აკონტროლებს?

- ამისთვის ცვლილებები შეუქცევადი უნდა გახდეს. თუ რამის შემოწმება გინდა, იოლია. 25 ათას პოლიციელზე 47 გენინსპექტორი მოდის. არ მახსოვს შემთხვევა, რომ სერიოზული სამართალდარღვევა მომხდარიყო და ინსპექციას არ სცოდნოდა. როგორ ვახერხებთ ყველაფრის გაკონტროლებას, ამაზე საუბარი დიდ დროს წაგვართმევს, მაგრამ მარტო შემოწმება კი არა, ნდობაც არის საჭირო. როცა ადამიანს ენდობი და გადაწყვეტილების მიღების უფლებას ანიჭებ, მას პასუხისმგებლობის გრძნობაც ემატება... გენინსპექცია მთავარი არ არის. მთავარი ის არის, რომ პოლიციელს ღირსება და სიამაყე აქვს. სანამ ქრთამს აიღებს, ათჯერ დაფიქრდება, მისთვის ქრთამი სტრესია. როცა ქრთამს იღებ, თავს იმცირებ. ვინც ქრთამს გაძლევს, ზემოდან გიყურებს...

- ამ 25 ათასიდან სამართალდარღვევათა გამო, რამდენი გაათავისუფლეთ...

- დაახლოებით 2-3 ათასი, ზოგი გავათავისუფლეთ, ზოგი თავისით წავიდა. 300 დავაპატიმრეთ. აქედან წელს - 35 ადამიანი. კვირა არ გადის, გენინსპექციამ ვინმე არ დაიჭიროს. ამას საჯაროდ ვაშუქებთ. თუ ინფორმატორი გყავთ და მას ინფორმაციისთვის პრემიას აძლევთ, ეს ინფორმაცია თქვენამდე ძალიან სწრაფად მოაღწევს.

- თვითონ გენინსპექციიდან ვინმე დაგიჭერიათ?

- გავაგდეთ ერთი-ორი, ეჭვების საფუძველზე. ვინაიდან შსს-ს გენინსპექცია არ უყვარს, ნებისმიერ დარღვევას იოლად ვიგებთ.

- გამოდის, ქრთამს ვერავინ აიღებს, მაგრამ ვინ აკონტროლებს, რომ თავად მინისტრმა არ აიღოს ქრთამი?

- როგორც ნებისმიერ დემოკრატიულ საზოგადოებაში, პარლამენტი, საზოგადოებრივი აზრი, თავისუფალი პრესა. თუ ქმნი სისტემას, სადაც ქრთამს არავინ იღებს, ეს ქმნის გარანტიას, რომ ხელმძღვანელიც ვერ იქნება მექრთამე. მინისტრი ვერ მიიღებს ქრთამს სამინისტროს დახმარების გარეშე.

- საპარლამენტო ოპოზიციას შევხვდი, ქრისტიან-დემოკრატებს. ისინი ამბობენ, რომ საქართველო პოლიციურ სახელმწიფოდ იქცა. ოპოზიციურ მიტინგებს შლიან, ციხეები სავსეა.

- მზად ვარ კონკრეტულ ბრალდებებს ვუპასუხო. აბა, ჰკითხეთ მოსახლეობას – თბილისის პოლიციის ხელმძღვანელი ვინ არის? არავინ იცის. არადა ყოველთვის იცოდნენ. მოსკოვშიც იციან, ვინ არის მოსკოვის შსს-ს ხელმძღვანელი.

- რევოლუციის შემდეგ 5-ჯერ გაიზარდა პატიმრების რაოდენობა...

- და ხუთჯერ შემცირდა დანაშაული. საქართველოში არ არსებობს რეკეტის მცნება, არ იტაცებენ ხალხს, მანქანებს. 4-5 წლის განმავლობაში არ ყოფილა არც ერთი შეკვეთილი მკვლელობა. თუ ამას პოლიციური სახელმწიფო ჰქვია, ვამაყობ რომ საქართველო პოლიციური სახელმწიფოა. თუ საზოგადოების ყველაზე კარგ წევრებს პოლიციელობა სურთ, ტარდება დიდი კონკურსი, 1000 კაციდან ერთი იმარჯვებს და შემდეგ ის ქრთამს არ იღებს, თუ ამას ჩავთვლით პოლიციურ სახელმწიფოდ, მაშინ ვამაყობთ, რომ ასეთი სახელმწიფო გვაქვს.

- როგორ განვითარდება ქართული პოლიცია მომავალში?

- რეფორმა ერთი ნაბიჯი არ არის. ეს მუდმივი გაუმჯობესებაა. ბოლო 5-6 წლის განმავლობაში ახალი იდეები ზემოდან კი არა, ქვემოდან მოდის. ახლა რიგითმა პოლიციელმა უკეთ იცის, რა უნდა გაუმჯობესდეს. განათლების პროცესი უწყვეტი უნდა იყოს, კვალიფიკაციის ამაღლება - ნახევარ წელიწადში ერთხელ. საჭიროა ენების და კომპიუტერის შესწავლა, სისტემის ავტომატიზაცია...

გაისად გვინდა მართვის მოწმობის ტარება სავალდებულო აღარ იყოს. პატრული მძღოლს სახელსა და გვარს ჰკითხავს და კომპიუტერში გადაამოწმებს... რაც ნაკლებად ჩაერევა სახელმწიფო ადამიანის პირად ცხოვრებაში, საზოგადოებისთვის უკეთესია. შსს-ში ყველა დოკუმენტისა და ინფორმაციის გაცვლა, არა წერილობითი, არამედ ელექტრონული ფორმით ხდება.

- არ გეშინიათ, რომ ქსელში რუსი ჰაკერები შემოძვრებიან და გატეხავენ?

- ინფორმაციის დამალვის საუკეთესო გზა, მისი გახსნაა. იმიტომ, რომ მილიონი ინფორმაციიდან იმის არჩევა, რაც მზვერავს სჭირდება, ძალზე რთულია...

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja