ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
ვეტერანები პრეზიდენტის გუშინდელი განცხადებით შეურაცხყოფილნი არიან

ვეტერანები პრეზიდენტის გუშინდელი განცხადებით შეურაცხყოფილნი არიან. ამის შესახებ დღეს გმირთა მემორიალთან შეკრებილმა ვეტერანებმა განაცხადეს.

"საქართველოს ლეგიონის" გამგეობის წევრის, ვალერიან ძებისაშვილის განცხადებით, ერთადერთი კომენტარი პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებაზე შეიძლება იყოს ის, რომ ვეტერანები არიან შეურაცხყოფილნი.

"ძალიან სამწუხაროა, რომ ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა აქ მოშარდვის პრობლემის გარდა სხვა პრობლემა ვერ დაინახა. ის ვერ ხედავს იმ პრობლემას, რამაც ეს ადამიანები აქ მოიყვანა", - განაცხადა ვალერიან ძებისაშვილმა.

ვეტერანების სამხედრო ექიმი, ამური რევიშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტის გუშინდელი განცხადება შეურაცხმყოფელია არა მხოლოდ ვეტერანებისთვის, არამედ ყველა ქართველისთვის.
"მთელი ცხოვრება ჩვენ ვემსახურებოდით და ვიცავდით ქვეყანას და ახლა გამოდის, რომ ჩვენ ვართ ხულიგანი და უღირსი ადამიანები, ვინც ვერ არჩევს სიწმინდეებს და სიმბოლოებს. ჩვენ ასეთი დამოკიდებულება არ დაგვიმსახურებია", - განაცხადა ამური რევიშვილმა.

პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გუშინ ტელეხიდისას -"ხალხის შეკითხვებს პასუხობს პრეზიდენტი" ვეტერანების აქციის დარბევას გამოეხმაურა და პოლიციის მოქმედება დადებითად შეაფასა.
როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, გმირთა მონუმენტი, რომლის საპატიო ყარაულში ჯარისკაცები დგანან და სადაც მარადიული ცეცხლი ანთია, ყველა ქვეყანაში უწმინდესი ადგილია.

"მიუხედავად ამისა, მივიდა იქ ექვსი კაცი, დააფარეს ამ ორ ჯარისკაცს თავზე საქართველოს ძველი დროშა; პატივს ვცემ ყველა დროშას, მაგრამ ეს დროშა არ არის ჩვენი ოფიციალური დროშა, მე ახალი დროშა მირჩევნია; ფეხებს შორის ჩაუდგეს თავისი საწოლები, გამოფინეს იქ თავისი საცვალი, ბოდიში და, მოშარდეს მარადიული ცეცხლის გვერდზე და ამათი პოლიციის მიერ გამოდევნა თურმე არის პოლიტიკური პრობლემა!", - აღნიშნა მან.

პრეზიდენტის განცხადებით, ეროვნული სომბოლოების პატივისცემა არც მთავრობის პრივილეგიაა და არც განსაკუთრებული ნიჭი. მისი თქმით, ეს არის ის, რაც თითოეულ ადამიანს, მიუხედავად პოლიტიკური მრწამსისა, უნდა ჰქონდეს.

"ინტერპრესნიუსი"

1) ავტორი: malkhazi malkhazi13
AmaT dedavtire Too Rogor Shiedzleba Veterani xalxis darbeva Zewola Fizikuri dapirispireba angry saakashvils m......

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja