su-25km scorpion(სუ-25კმ სკორპიონი)
მოერიშე თვითმფრინავი სუ–25კმ (სკორპიონი) ზოგადი ცნობები
შემმუშავებელი: Elbit Systems Ltd (ისრაელი), "თამ–თბილავიამშენი" (საქართველო).
სუ–25კმ (კომერციული ვარიანტი, მოდერნიზებული) ქარხნის მიერ იწარმოება 2001 წლიდან. პირველი თვითმფრინავი აფრინდა 2001 წლის 14 აპრილს. სულ მოდერნიზებულია 6 თვითმფრინავი.
სუ–25კმ შედის საქართველოსა და თურქმენეთის სამხედრო–საჰაერო ძალების შეიარაღებაში.
მოდერნიზაციის მიზნები
თვითმფრინავ სუ–25კ–ს მოდერნიზაცია ტარდება მისი საბრძოლო შესაძლებლობების ამაღლების და საბრძოლო გამოყენების სფეროს გაფართოების, ასევე საექსპლუატაციო ხარჯების შემცირების მიზნით.
NATO–ს სისტემებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
ICAO–ს სისტემებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
თვითმფრინავის გამოყენების უზრუნველყოფა ღამით და ცუდ მეტეოპირობებში;
განადგურების საავიაციო სისტემების (ავიაბომბები, ქვემეხები, არამართვადი რეაქტიული ჭურვები) გამოყენების სიზუსტის ამაღლება დაახლოებით 2,5 – 3–ჯერ;
საჰაერო ბრძოლაში გამოყენების ეფექტიანობის ამაღლება დაახლოებით 2,5 – 3–ჯერ;
ფრენის უსაფრთხოების ამაღლება ალგორითმებისა და სიტყვიერი გაფრთხილებების ხარჯზე;
მიზნის თავზე მდებარეობის დროის ამაღლება 20%–ით ფრენის მარშრუტის ოპტიმიზაციის ხარჯზე;
სავარჯიშო–სასწავლო თვისებების უზრუნველყოფა დასავლური კონცეფციის გამოყენების ხარჯზე (ფოტო და კინოკონტროლის აპარატურის ნაცვლად ვიდეოჩანაწერების გამოყენება);
საავიაციო საშუალებების გაფართოებული ნომენკლატურის გამოყენების უზრუნველყოფა;
სისტემების საიმედოობის ამაღლება;
პილოტზე დატვირთვის შემცირება კაბინაში გადამრთველების და ხელსაწყოების რაოდენობის შემცირების ხარჯზე, ფერადი დისპლეების და ციფრული ბარათების მეშვეობით;
ექსპლუატაციის დანახარჯების შემცირება დასავლური ტექნოლოგიების გამოყენებით;
თვითმფრინავის ფრენისათვის მომზადების დროის შემცირება.
ტაქტიკურ–ტექნიკური მახასიათებლები
ეკიპაჟი
1 კაცი
გეომეტრიული მახასიათებლები
თვითმფრინავის ზომები:
– სიგრძე, მ
15,53
– გაქანი, მ
14,36
– სიმაღლე, მ
4,80
ფრთის ფართობი, მ²
30,10
წონის მახასიათებლები
ცარიელი თვითმფრინავის წონა, კგ
9100
ასაფრენი წონა:
– ნორმალური, კგ
14520
– მაქსიმალური, კგ
17500
დასაჯდომი წონა:
– ნორმალური, კგ
11000
– მაქსიმალური, კგ
12100
მაქსიმალური საბრძოლო დატვირთვა, კგ
4500
შიდა ავზებში გამომუშავებული საწვავის მარაგი, ლ
3660
დამატებითი საწვავის ავზების ტევადობა ПТБ-800 (4 ცალი), ლ
820 (თითო)
დამატებითი საწვავის ავზების ტევადობა ПТБ-1150 (2 ცალი), ლ
1160 (თითო)
ძალოვანი დანადგარი
ძრავების ტიპი და რაოდენობა
2 ТРД Р-195
წევა საგანგებო რეჟიმში, კგძ
2 х 4500
საფრენ-ტექნიკური მახასიათებლები
პრაქტიკული ჭერი, მ
7000
მაქსიმალური სიჩქარე:
– მიწასთან, კმ/სთ
950
– სიმაღლეზე
М=0.82
ფრენის პრაქტიკული სიშორე:
– მიწასთან, კმ
495
– სიმაღლეზე, კმ
1000
– 4хПТБ-800–დან, კმ
1980
გაფრენისათვის გარბენის სიგრძე:
– ნორმალური ასაფრენი მასით, მ
500
– მაქსიმალური ასაფრენი მასით, მ
1050
დაფრენისათვის გარბენის სიგრძე:
– ნორმალური დასაჯდომი მასით, მ
550
– მაქსიმალური დასაჯდომი მასით, მ
750
მაქსიმალური საექსპლუატაციო გადატვირთვა
+6,5/-2,0
შეიარაღება
საქვემეხო შეიარაღება:
– ჩაშენებული საქვემეხო მოწყობილობა
ВПУ-17А, ორლულიანი 30-მმ ქვემეხით ГШ-30, მარაგი 250 ტყვია
– მოსახსნელი მოძრავი საქვემეხო მოწყობილობა (4 ცალი)
СППУ-22-01, ორლულიანი 30-მმ ქვემეხით ГШ-30, მარაგი 260 ტყვია თითოეულზე
სარაკეტო შეიარაღება:
– "ჰაერი–ჰაერის" ტიპის მართვადი რაკეტები
Р-60 (Р-60М), Р-73
– "ჰაერი–მიწა" ტიპის მართვადი რაკეტები
Х-25МЛ, С-25Л, Х-29Л
– უმართავი ჭურვები
С-5, С-8, С-13, С-24, С-25
ბომბარდირული შეიარაღება:
– საავიაციო ბომბები
100, 250, 500
– ამთები ავზები
ЗБ-500
– მცირე ტვირთების კონტეინერი
КМГУ-2
– ერთჯერადი საბომბე კასეტები
РБК-250, РБК-500
შეკიდების წერტილების რაოდენობა
10
მოკლე ცნობები ავიონიკის შესახებ
თვითმფრინავი სუ–25კმ აღჭურვილია თანამედროვე საავიციო რადიოელექტრონიკით, რომელიც შეიცავს ტექნოლოგიას «glass cockpit» , მოდერნიზებულ ნავიგაციურ სისტემას და შეიარაღების მართვის სისტემას.