გაუყმარჯოს jari. რავი რა, სენაკის 21-ე ბატალიონის ასეული რომ ჩამოვა მშვიდობით ეგ კი ვიცი მარა 3-ე ქვეითი ბრიგადის 33-ე ბატალიონი ავღანეთის სამხრეთ აღმოსავლეთ რეგიონში მიყავთ და იქ ყველაზე მწვავე ბრძოლები იმართება ხოლმე. ეგ რაიონი პაკისტანის საზღვრებთან მდებარეობს და ძაან სერიოზული შეტაკებები მიდის ხოლმე იქეთ.
რაც შეეხება ცხინვალში ოსმა პარტიზანებმა გაგვაჩერესო. ეგ არ მგონია მართალი, იქ რუსების სამშვიდობო ბატალიონი და 131-ე მოტომსროლელი პოლკის გაძლიერებული ასეული დახვდა ჩვენებს. პირველი ტალღა ქართველების ქალაქში რომ შევიდა ოსი პარტიზანები კისრისტეხით გარბოდენ მანდედან. ჩვენები კიდე რუსებმა გააჩერეს და ჩვენ ტაქტიკაშიც იყო უზუსტობა. რამაც პირველი შეტევა ჩააგდო და მერე მეორე დაგვჭირდა.