პირველი მსოფლიო ომისას პირველად გამოჩნდა ახალი იარაღი, ტანკი... რომელიც საკმაოდ პერსპექტიული მანქანა აღმოჩნდა დასახული მიზნების განხორციელებისთვის.. მისმა გამოჩენამ თავდაყირა დააყენა მთელი ომის სტრატეგია ტაქტიკა და ხედვა..
განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომმა ნათლად გვაჩვენა ეს.. ჰიტლერის ''ელვისებური ომის'' ხერხემალი სატანკი ნაწილები იყო.. ტანკის გამოჩენის თანავე დაიწყო მუშაობა მისი განადგურების ხერხებზე, ტაქტიკაზე და ეფექტურ იარაღზე რომელიც იაფი, ადვილი გამოსაყენებელი, მანევრირებადი და ეფქტური იქნებოდა..
ტანკსაწინააღმდეგო იარაღი იყოფა რამდენიმე კლასად:
1. ტანკსაწინააღმდეგო იარაღები.. (შაშხანის კალიბრისა და უფრო მსხვილი სპეც. იარაღები)
2. ნაღმები და ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობები (იგულისხმება, როგორც მოლოტოვის კოკტეილი, ხელნაკეთი კრობადი ნაღმები ასევე თანამედროვე IED ები)
3. სპეციალური არტილერია .. (ტანკსაწინააღმდეგო არტილერია)
4. დინამო-რეაქტიული ქვემეხები(უკუცემის არმქონე ქვემეხები) და რეაქტიული ყუმბამტყორცნები (ერთჯერადი, მრავალჯერადი)
5. მართვადი ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსები
P.S ვინც არ იცის РПГ-7 -ი ითარგმნება როგორც, ხელის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი (ручной противотанковый гранатомёт) და მოქმედებს აქტიურ-რეაქტიულ პრინციპზე , ხოლო РПГ-18 (და მისი თანამოძმეები) ითარგმნება, როგორც რეაქტიული ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარა (Реактивная противотанковая граната)და მოქმედებს რეაქტიულ პრინციპზე... ეს ხშირად ეშლებათ ხოლმე ..
--------------------------------------------
არ ვილაპარაკებ 1,2,3 კლასებზე .. და დავწერ პირდაპირ ხელის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბამტყორცნების გამოჩენაზე..
1942 წელს ამერიკის შეიარაღებაში გამოჩნდა 58მმ-იანი ტ.ს.ხ.ყ M-1 Bazooka (სასულე ინსტრუმენტის სახელია, მიიღო გასროლისას სპეციფიური ხმის გამო) (პირველად გამოჩნდა ბაზუკა მაგრამ მისგვარ იარაღზე ომამდე მიდიოდა ბევრ ქვეყანაში მუშაობა, თუმცა სრულ ''ჭკუამდე'' მიყვანა ამერიკელებმა მოასწრეს პირველი )
მონაცემები (1942 წლის მოდელი):
კალიბრი(გამშვებისა და ყუმბარის) : 58მმ
სიგრძე:1380 მმ..
წონა : 6,8 კგ
სამიზნე მანძილი : 200მ
ყუმბარის საწყ. V : 90მ.წმ
ჯავშანგამტანობა : 90მმ (90 გრადუსიანი კუთხით მოხვედრისას)
P.S (II)
შემდეგში გავაგრძელებ გერმანული და ბრიტანული ყუმბარმტყორნებით (+ M1 ის ვარიანტებით)
(ჯერ მეორე მსოფლიო ომი)