ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
tow-2b

საბრძოლო ეფექტურობის ამაღლების მიზნით გასული საუკუნის 80-იან წლებში მოხდა სარაკეტო კომპლექსი ”თოის” მოდერნიზაცია. შეიქმნა ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტა D გაუმჯობესებული ძრავით, უფრო მძლავრი საბრძოლო თავით და ახალი ინფრაწითელი ტრასერით; დამიზნების აპარატურას დაუმატეს თბოხედვის სამიზნე AN/TAS-4, რის შემდეგაც კომპლექსს ეწოდა Tow-2. მოგვიანებით კომპლექსისთვის შეიქმნა რაკეტა Tow-2A ტანდემურ-კუმულაციური საბრძოლო თავით, შემდეგ კი - რაკეტა Tow-2B, ქვევით დახრილი შეწყვილებული საბრძოლო თავით, რომელიც აზიანებდა მიზნებს ზევიდან. კომპლექსის საბრძოლო რაკეტას გააჩნია ორმაგი ფუნქციიის მქონე ამფეთქებელი. მას მიზნის იდენტიფიკაციის კარგი უნარი გააჩნია; კერძოდ, ანსხვავებს ნამდვილ ტანკს მაკეტისაგან, რომელიც ხისგან ან ბრეზენტისგან შეიძლება იყოს დამზადებული. სარაკეტო კომპლექსი Toy-2 E/F ლიცენზიით გამოდის დიდ ბრიტანეთში, იაპონიაში, ეგვიპტეში, პაკისტანსა და შვეიცარიაში.
კომპლექსი დაყენებულია თვითმავალ ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექს M 901-ზე, რომელიც შექმნილია მცურავი მუხლუხებიანი ჯავშანტრანსპორტიორი M 113A1-ის ბაზაზე. მას აქვს მოძრავი დაჯავშნული პლატფორმა. ეკიპაჟი მას ხელით გადატენის, რისთვისაც პლატფორმა ეშვება ქვევით (იკეცება), ხოლო მიმართულების მიმცემი იხრება უკან. ამას დაახლოებით 40 წამი სჭირდება.
საბრძოლო კომპლექტი შედგება 12 ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტა Tow-2-ისგან. ეკიპაჟში შედის 4-5 ადამიანი. მას სიჩქარის მაღალი მახასიათებლები აქვს. მოძრაობის მაქსიმალური სიჩქარეა 68 კმ-სთ. მანქანას შეუძლია ცურვა. ჯავშანი გაძლიერებულია და ეკიპაჟს იცავს ცეცხლსასროლი იარაღისგან, საარტილერიო ჭურვებისა და ნაღმების ნამსხვრევებისგან.
Tow-2E/F-ის ტაქტიკურ-ტექნიკური დახასიათება:
რაკეტის კალიბრი - 152 მმ;
რაკეტის მაქსიმალური სიჩქარე - 200 მმ-წმ;
საბრძოლო თავის ტიპი - ტანდემურ-კუმულაციური;
ჯავშანგამჭოლუნარიანობა - 100 მმ-ზე მეტი;
სროლის მანძილი: მაქსიმალური - 3 750 მ, მინიმალური - 65 მ.

Tow-2
როგორც აღვნიშნეთ, ამერიკული Tow-2E/F ლიცენზიით მზადდება შვეიცარიაშიც და მას ასევე Tow-2 ჰქვია. იგი შვეიცარიის არმიის შეკვეთით მზადდება. ეს თვითმავალი ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსი შექმნილია ჯავშანმანქანა ”პირანას” ბაზაზე, რომლის სადესანტო განყოფილებაში განთავსებულია წრიულად მოძრავი ერთადგილიანი კოშკურა. კოშკურაში დაყენებულია სამიზნე-გამშვები მოწყობილობა თბოხედვის სამიზნით, რომელიც უზრუნველყოფს სროლის წარმოებას ღამის პირობებში. გადატენვის დრო 45 წამზე მეტია. საბრძოლო კომპლექტი ათი ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტისგან შედგება. საბრძოლო მანქანა მოძრაობის კარგი უნარით გამოირჩევა, გზატკეცილზე იგი 100 კმ-სთ სიჩქარეს ავითარებს.

Tow-2-ის ტაქტიკურ-ტექნიკური დახასიათება:
კომპლექსის საბრძოლო მასა - 11 ტონა;
რაკეტის კალიბრი - 152 მმ;
რაკეტის მაქსიმალური სიჩქარე - 200 მ-წმ;
საბრძოლო თავის ტიპი - ტანდემურ-კუმულაციური;
ჯავშანგამჭოლუნარიანობა - 100 მმ-ზე მეტი;
სროლის მანძილი: მაქსიმალური - 3 750 მ, მინიმალური - 65 მ.

2) ავტორი: paata mirckhulava falcona
ძაან მაგარი რამ არის.–ჯოისტიკის გამო.

1) ავტორი: giorgi jari
biggrin biggrin biggrin cool cool cool heart

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja