ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
ისრაელ-პალესტინის ომი

ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი ღაზას სექტორში სახელმწიფოთა შორის ომად შეიძლება იქცეს. ბოლო მონაცემებით, მეზობელი ლიბანის ტერიტორიიდან ისრაელის ტერიტორია რუსული ”კატიუშებით” დაიბომბა. ლიბანური ”ჰამასის” ლიდერმა რააფატ მორამ ეს აქცია ლიბანში მოქმედ პალესტინურ დაჯგუფებებს გადააბრალა.

ამან ვერ შეაჩერა ისრაელი და აგრესიაზე აგრესიით ეპასუხა. ისრაელის მთავრობა უარს ამბობს ყოველგვარ მორატორიუმებზე და პალესტინელი ტერორისტების ბოლომდე განადგურებას აპირებს, რომელ ქვეყანასაც არ უნდა აფარებდენ ისინი თავს.

ღაზას კრიზისის საქართველო-რუსეთის ომის გაგრძელებად წარმოდგენა საკითხის უტრირება იქნებოდა, მაგრამ ისრაელისა და პალესტინის მხარდამჭერი ბანაკები რომ იმავე სახითაა წარმოდგენილი, როგორც აგვისტოს ომის დროს, ფაქტია. ირანმა და ”ჰასბოლამ” ისრაელთან ერთად აგრესიაში აშშ-ც დაადანაშაულეს, ხოლო უგო ჩავესმა ისრაელის ელჩი ვენესუელიდან გააძევა.

მომრიგებლის მანტია კიდევ ერთხელ მოიხდინა სარკოზიმ და სარკოზი-მედვედევის სამშვიდობო გეგმის ანალოგიურად, სარკოზი-მუბარაკის პალესტინური გეგმა გამოჩნდა დღის სინათლეზე. პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ფიქრობს, რომ ისრაელმა საქართველოს ომის შედეგები გაითვალისწინა და ამიტომ არ მიიღო მსგავსი ინიციატივა.

- ”როგორც ჩანს სარკოზის მოეწონა კონფლიქტების დამრეგულირებელი როლი, მას ალბათ აქვს პირადი აზარტი და მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთი აღარაა ევროკავშირის თავჯდომარე ქვეყანა, იგი მაინც აქტიურობს”.

თუმცა, საქართველოს მაგალითმა ისრაელს აჩვენა, რომ ასეთი მორატორიუმები პრობლემის გადაწყვეტა არაა. ისრაელს პრობლემის გადაჭრა სურს და არა დროებითი ზავი, ან შერიგება. სარკოზის გეგმა კი, კონფლიქტის მიზეზებს ვერ აღმოფხვრის, ის მხოლოდ დაკონსერვდება მომავალ ესკალაციამდე, ისე როგორც საქართველოში მოხდა”.

რამაზ საყვარელიძე შიშობს, რომ არის საფრთხე კონფლიქტი ღაზაში მხარეების დიდ შეჭიდებად გადაიქცეს.

- ”მსოფლიოს აგრესიულმა ფრთამ ძალზე სწრაფი რეაგირება მისცა. ცივილიზებული დასავლეთი და ისლამისტური აღმოსავლეთი, პლიუს აგრესიული რუსეთი დიდი ხანია რიტორიკულ დონეზე ებრძვიან ერთმანეთს. რუსეთის შეფარულმა მხარდაჭერამ და ბოლოდროინდელმა კუნთების თამაშმა კი შეიძლება ღია კონფლიქტისაკენ უბიძგოს პალესტინის მხარდამჭერებს. ეს კი კატასტროფა იქნება”.

რუსეთი საბჭოთა დროიდან ეხმარება არაბულ სამყაროს არა მარტო სამხედრო იარაღით, არამედ სპეციალისტებითაც, მათ შორის სამხედრო საქმეშიც. ამაზე თვალნათლივ მიუთითებს ის ფაქტიც, რომ ღაზაში ყველაზე მეტი ე.წ. ტურისტი სწორედ რუსეთს ”აღმოაჩნდა” და მათი გამოყვანა რამდენიმე ეტაპად ხორციელდება.

ექსპერტ პაატა ზაქარეიშვილის აზრით, კონფლიქტის ესკალაციის ინიციატორი ამ ეტაპზე, აშკარად ჩანს, რომ ისრაელია, რომელიც ცდილობს აშშ-ში ობამას მოსვლამდე გადაჭრას პრობლემები პალესტინასთან.

- ”ეს დაპირისპირება ცალსახად არ შეიძლება განვიხილოთ დასავლეთ-რუსეთის კონფლიქტად. მოსკოვის პირდაპირი დადანაშაულებაც არ იქნებოდა სწორი, მაგრამ მას აწყობს მსოფლიოს ყურადღება უშუალოდ რუსული კონფლიქტებიდან სხვაგან გადანაწილდეს”.

მოძველებული იარაღის პალესტინელებზე გასაღების გარდა, რუსეთი სხვა მოგებასაც იღებს. ამ დაპირისპირებამ მსოფლიო ნავთობის ფასი შედარებით ასწია, რამაც რუსეთი ბოლო დროის ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ოდნავ ამოასუნთქა”.

საინტერესოა, რომ ღაზას სექტორში, სადაც კონფლიქტი უკვე სამოცი წელია მიმდინარეობს და რომელსაც ჰამასის ტერორისტები აკონტროლებენ, რუსეთის არაბულენოვანი ტელევიზია ”რუსია ალ-იაუმი” მაუწყებლობდა. როგორ უწყობდა რუსული ტელევიზია მშვიდობას რეგიონში, ძნელი წარმოსადგენი არაა.

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja