ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
42-ე ბატალიონში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

მეოთხე ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, მეოთხე ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონში შეიარაღების საწყობში მორიგი აღრიცხვიანობის დროს, სერჟანტმა აღმოაჩინა ერთი ავტომატური იარაღის დანაკლისი. აღნიშნულ ფაქტს რამდენიმე კაპრალს შორის შელაპარაკება და დაპირისპირება მოყვა. ამ დროისთვის ინციდენტი ამოწურულია, მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

საქმე ეხება ჯარისკაცების ცემასთან დაკავშირებით დღეს გავრცელებულ ინფორმაციას. "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ვაზიანის სამხედრო ბაზაზე მდებარე ტერიტორიაზე ამ ინფორმაცის გავრცელებისთანავე მივიდა. ბაზასთან მისულები იყვნენ ერთ-ერთი ჯარისკაცის ახლობლები და ოჯახის წევრები.

როგორც ჯარისკაცის დედამ "ინტერპრესნიუსთან" საუბარში განაცხადა, მის შვილს დღეს დასვენების დღე ჰქონდა, უნდა შეხვედროდნენ, 08:00 საათიდან ელოდებიან, თუმცა შეხვედრა ამ დრომდე ვერ ხერხდება.
მისივე განცხადებით, ეუბნებიან, რომ ჯარისკაცი სავარჯიშოდ წაიყვანეს. თუმცა, როგორც ჯარისკაცის დედა აღნიშნავს, ყაზარმული რეჟიმის დროს ჯარისკაცები სავარჯიშოდ არ მიჰყავთ.

ჯარისკაცის დედა ეჭვობს, რომ მისი შვილი შესაძლოა, ნაცემი იყოს. მასაც აქვს ინფორმაცია წუხელ სამხედრო ნაწილში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. მისივე განმარტებით, ფლობს ინფორმაციას, რომ ჯარისკაცები ყაზარმულ რეჟიმზე არიან.

"ინტერპრესნიუსმა" მოახერხა მე-4 ბრიგადის ჯარისკაცებთან გასაუბრება. როგორც ისინი პირად საუბრებში ყვებიან, 42-ე ბატალიონში ჰყავთ მეგობრები და ფლობენ ინფორმაციას, რომ ბატალიონის მთელი ასეული ყაზარმულ რეჟიმზეა. მათივე განმარტებით, ყაზარმულ რეჟიმს საფუძვლად დაედო სამხედრო ნაწილში იარაღის დაკარგვა. თუმცა, ისინი სამხედრო ნაწილში წუხელ ჯარისკაცების ცემის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ.

დღეს დილით "ინტერპრესნიუსს" "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის" ხელმძღვანელმა, ნანა კაკაბაძემ მიაწოდა ინფორმაცია 42-ე ბატალიონის ალფა ასეულში ჯარისკაცების ცემის ფაქტზე.

როგორც ნანა კაკაბაძემ განაცხადა, აღნიშნული ინფორმაცია მიიღო სამხედრო ნაწილიდან ჯარისკაცების მხრიდან. მას გამოუგზავნეს SMS-ები, სადაც საუბარია, რომ ნაცემია გორელი ჯარისკაცი, კაპრალი ჩოჩელი, რომელიც შვებულებიდან სამხედრო ნაწილში დაბრუნდა და იარაღი დაკარგული დახვდა. ამისთვის მოსთხოვეს პასუხი და სცემეს.

კაკაბაძის ინფორმაციით, სცემეს სერჟანტი, გვარად კიკნაძეც, რომელმაც შეურაცხყოფის გამო ვენები გადაიჭრა. ნაცემია ასევე, გვარად ნადირაძე, სულ 15 ჯარისკაცი.
ნანა კაკაბაძის ინფორმაციით, ჯარისკაცების SMS-ებში, ასევე, აღნიშულია, რომ გუშინ საღამოს, 19:00-დან 05:00 საათამდე გარეთ ჰყავდათ, სიცივისგან ხელები და ფეხები ეყინებოდათ, მუცელში ფეხებს ურტყამდნენ.

"ინტერპრესნიუსი"

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja