ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
მოსალოდნელ ყარაბაღის ომში საქართველოს უკვე ითრევენ?!

სომხური მასმედია ავრცელებს ინფორმაციას, ბაქოდან ჩასული ემიგრანტები მარნეულელ აზერბაიჯანელებს ყარაბაღის ომისთვის აგროვებენო. მარნეულში ამას კატეგორიულად უარყოფენ და მორიგ სომხურ პროვოკაციად მიიჩნევენ.

ასეა თუ ისე, უკვე გამოჩნდა იმის ნიშნები, რომ ყარაბაღის ომი, განახლების შემთხვევაში, მეტ-ნაკლებად საქართველოსაც შეეხება.
აშკარაა, რომ ყარაბაღთან დაკავშირებით სიტუაცია უახლოეს პერიოდში ძალზე დაიძაბება. აზერბაიჯანი გამალებულ შეიარაღებას განაგრძობს და მას არც სომხეთი ჩამოუვარდება.

4 თებერვალს სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა აგდერინისა და ტერტერის რაიონებში, რომელთაც ბაქოში სომხეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად მიიჩნევენ, სამხედრო სწავლება დაიწყეს.

14 თებერვალს კი სამეთაურო-საშტაბო სწავლებებს უკვე თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის არმია შეუდგა. უეჭველია, ეს ორი სწავლება ერთმანეთთან არის დაკავშირებული და ერთი სცენარით მიმდინარეობს. გასაგები მიზეზების გამო, ერევანი თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე სომხეთის შეიარაღებული ძალების სწავლებას ოფიციალურად არ ჩაატარებს, თუმცა არც ის არის ვინმესთვის საიდუმლო, რომ ყარაბაღის არმიაში მთელი სომხეთიდან გაწვეული ჯარისკაცებიც მსახურობენ.

ძალიან ბევრი ნიშანია იმისა, რომ ზაფხულისთვის სამხრეთ კავკასიის ამ რეგიონში სიტუაცია უკიდურესად დაიძაბება. თუკი ყარაბაღის ომი განახლდა, ის სულ სხვა მასშტაბის იქნება, ვიდრე 17 წლის წინ, რადგან ორივე მხარის შეიარაღებაში გამოჩნდა ბევრად უფრო მ ... კითხვის გაგრძელება »

პენტაგონმა 2012 წლისთვის 671 მლრდ დოლარი მოითხოვა

აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ 2012 წლის სამხედრო ბიუჯეტის წინასწარი პროექტი წარმოადგინა. თუკი კონგრესში შეტანილი ეს დოკუმენტი უცვლელად დამტკიცდება, მომავალ წელს პენტაგონის მთლიანი ხარჯი 670.6 მლრდ დოლარი იქნება. ამ თანხიდან 117.6 მლრდ დოლარი უცხოეთის სამხედრო ოპერაციებზე დაიხარჯება.

სამხედრო ბიუჯეტის წინასწარ ვერსიაში, 113 მლრდ დოლარი სამხედრო ტექნიკისა და ახალი ტიპის შეიარაღების ყიდვისთვის არის გათვალისწინებული. 75.3 მლრდ დოლარი განკუთვნილია სადაზვერვო სამუშაოს შესრულებისთვის, ახალი ტიპის საბრძოლო იარაღის გამოცდა-შეფასებისთვის. გარდა ამისა, 204.4 მლრდ დოლარის დახარჯვა სამხედრო ოპერაციების ჩატარებაზე და უკვე არსებული შეიარაღების მომსახურებაზე იგეგმება. 13.1 მლრდ - სამხედრო მშენებლობებზე, 142.8 მლრდ - სამხედრო პერსონალისთვის თანხის გადახდაზე და 1.7 მლრდ სამხედრო მოსამსახურეების საბინაო მშენებლობაზე დაიხარჯება.

პენტაგონის საიტზე გამოქვეყნებული სამხედრო ბიუჯეტიდან ჩანს, რომ 2012 წელს პენტაგონი გააგრძელებს უპილოტო საფრენი აპარატების (დაფინანსება 4.8 მლრდ დოლარი), ვერტმფრენების (10 მლრდ დოლარი), გამანადგურებლების (9.7 მლრდ ) და ასევე ახალი ხომალდების (19.9 მლრდ) მშენებლობას.

უნდა აღინიშნოს, რომ აშშ-ის 2011 წლის სამხედრო ბიუჯეტი კონგრესს ჯერ არ დაუმტკიცებია. 2011 წლის სამხედრო ბიუჯეტის თავდაპირველ ვარიანტში პენტაგონი 678 მლრდ დოლარს ითხოვდა, თუმცა კონგრესმა თანხა 667.7 მლრდ დოლარამდე შეამცირა. ხარჯების ნაწილობრივი შეკვეცა, სამხედრო პროგრამ ... კითხვის გაგრძელება »

First Chinese Aircraft Carrier Is Almost Completed- პირველი ჩინური ავიამზიდი თითქმის დასრულდა.

2С7 Пион

თვითმავალი ქვემეხი 2С7 Пион -ი განკუთვნილია ფრონტის ხაზიდან სიღრმეში მტრის ზურგში მნიშვნელოვანი სამიზნეების გასანადგურებლად და იგი დღესდღეობით ითვლება ყველაზე მძლავრ თვითმავალ საარტილერიო დანადგარად მსოფლიოში. მისი დამუშავება დაიწყო 50 -იან წლებში საბჭოთა კავშირი აშკარად ჩამორჩებოდა აშშ-ს მძიმე საარტილერიო დანადგარების სისტემებში. . ИСУ-152 შემდეგ მათ არ მიუღიათ არცერთი საარტილერიო თვითმავალი დანადგარი შეიარაღბაში .1967 წლის 16 დეკემბერს ამ ჩამორჩენის აღმისაფხვრავად გამოიცა ბრძანება МОП 801 და დაიწყო სამუშაოები საარტილერიო სისტემის ”Пион”-ის შესაქმნელად. თავიდან არ იყო დაგეგმილი არც კალიბრი და არც არტსისტემის ტიპი,განსაზღვრული იყო მხოლოდ სროლის მანძილი 25 კმ. კონსტრუქტორებისაგან იყო შემოთავაზება რამოდენიმე მუხლუხოებიანი შასის ვარიანტისა.

1) ბუქსირებად ქვემეხზე С-23 180-მმ-იანი ლულის დამონტაჟება (ჭურვის წონა 88 კგ და სროლის მანძილი ჩვეულებრივი ჭურვით 30 კმ. და АРС-ით — 45 კმ. ამ პროექტმა მიიღო დასახელება “Пион-1″.
2) С-72 ქვემეხზე 210-მმ ლულის დამონტაჟება (ჭურვის წონა133 კგ, სროლის მანძილი ჩვეულებრივი ჭურვით 35 კმ. და АРС-ით — 50 კმ. ) შასიზე “объект 429А”;
3) სანაპიროს ქვემეხზე МУ-1 180-მმ -იანი ლულის დამონტაჟება (Бр-402)

დიდი კამათის შემდეგ გადაწყდა 203-მმ კალიბრის მიღება. 1969 წელს ლენინგრადის კიროვის სახელობის ქარხანამ წარადგინა თვითმავალი საარტილერიო დანადგარი “Пион” Т-64 -ის შასის ბაზაზე,ხოლო ქარხანამ “Баррикады” — “объект 429″ -ის შასის ბაზაზე.შედეგად დამტკიცებულდა მიღებულ იქნა თვითმავალ ... კითხვის გაგრძელება »

T72 SIM 1 AV B1

Т-72 „ურალი“ – ძირითადი საბრძოლო ტანკი, შექმნილი სსრკ-ში. მეორე თაობის ყველაზე მასიური ძირითადი საბრძოლო ტანკი. სსრკს შეიარაღებაში შევიდა 1973 წელს. Т-72 შექმნილია Уралвагонзавод-ის მიერ ქვემო ტაგილში. ეს ტანკი შედის დსთ-ს ქვეყნების შეიარაღებაში, ვარშავის შეთანხმებით ექსპორტირდებოდა ფინეთში, ინდოეთში, ერაყში და სირიაში. Т-72-ის მოდიფიკაციები გამოდიოდა იუგოსლავიის(M-84), პოლონეთის, ჩეხოსლოვაკიისა და ინდოეთის (აჯეია) ლიცენზიებით, რომლებიც ამ მოდიფიკაციებსაც უკეთებდნენ ექსპორტირებას. 1940-50 წლებისთვის საბჭოთა სატანკო ნაწილებს არ ჰყავდათ ძირითადი ტანკი რომლითაც მთლიანად შეიარაღებული იქნებოდა რომელიმე ნაწილი,ისინი შეიარაღებულნი იყვნენ როგორც მსუბუქი ისევე საშუალო და მძიმე ტანკებით,ამას კი თავისი პრობლემები ჰქონდა ჭურვების მომარაგებაში ბრძოლის დროს სწორედ ეს იყო მიზეზი რომ შეექმნათ ერთი სტანდარტული ტანკი რომლითაც უმეტესი ჯავშანსატანკო ნაწილები იქნებოდნენ შეიარაღებულები,ამის განხორციელება კი დაევალა ალექსანდრ მოროზოვს რომელმაც დიდი ხნის განმავლობაში გამოუშვა რამოდენიმე Т-72 – ის ვერსია თუმცა შეიარაღებაში ის 1973 წელს მიიღეს. არსებობს ტ-72 ის შემდეგი მოდიფიკაციები ტ-72კ – სამეთაურო ვარიანტი ტ-72ა – გაუმჯობესებული ცეცხლის მართვის სისტემით და კვანტური მანძილმზომით ტ-72ავ – იგივე ტ-72ა ზედ დამაგრებული დინამიური დაცვის კონტეინერებით ტ-72აკ – ტ-72ა ს სამეთაურო ვარიანტი ტ-72მ – ტ-72ა ს საექსპორტო ვარიანტი ტ-72მ1 – ტ-72მ ის მოდერნიზებული ვარიანტი, შუბლა ჯავშანი გაიზარდა 16 მმ ით. ტ-72ბ – 840 ცხენის ძალიანი ძრავით В-84, შესაძლებე ... კითხვის გაგრძელება »

RM-70

ამ პოსტში მოგითხრობთ სისტემაზე რომელიც აქტიურად გამოვიყენეთ აგვისტოს ომში...

... კითხვის გაგრძელება »

საზენიტო არტილერია

С-60 საზენიტო ქვემეხი

კალიბრი-57მმ
გათვლა-7 კაცი
სიგრძე-8.5მ
წონა-4.8ტ
სროლის მანძილი- 4000მ(ოპტიკური სამიზნით) 6000მ (რადიოლოკაციური სამიზნით)
სროლის სიმაღლე-4000მ
სროლის ტემპი- 105-120 გასროლა წუთში

... კითხვის გაგრძელება »

ქართული არმია: ძირითადი დისლოკაციის ადგილი - ავღანეთი?

თუკი საქართველოს ხელისუფლებამ ასე გააგრძელა, მალე ქართული არმიის ძირითადი დისლოკაციის ადგილი საქართველოში კი არა, ორი ათასი კმ-ის მოშორებით, ავღანეთის სამხრეთით, ჰილმენდის პროვინციაში აღმოჩნდება. რა თქმა უნდა, ეს ცოტა გაზვიადებულია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ავღანური მისიის გამო წელიწადში ორჯერ როტაციის პერიოდში ქართული არმია ყველაზე მეტად სუსტდება.

ამჟამად ავღანეთში თითქმის ათასი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება, რაც საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების საბრძოლო დანაყოფების 5%-მდე შეადგენს. შეიძლება მკითხველს ეს ციფრი არცთუ ისე საგანგაშოდ მოეჩვენოს, მაგრამ აუცილებლად გასათვალისწინებელია ერთი სერიოზული გარემოება - ყოველ ნახევარ წელიწადში ავღანეთის ქართულ სამხედრო მისიაში პირადი შემადგენლობის როტაცია მიმდინარეობს. ექვსი თვე რთულ ანტიპარტიზანულ ომში მყოფი ქართული სამხედრო კონტინგენტი სამშობლოში მოემგზავრება, მათ ადგილს კი დასვენებული თანამებრძოლები იკავებენ.

მართალია, ეს ერთ დღეში არ ხდება (პროცესი ორი-სამი კვირა მაინც გრძელდება), მაგრამ დროის გარკვეულ მონაკვეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად მზად არ არის თითქმის ორი ათასი სამხედრო მოსამსახურე (არ დაგვავიწყდეს, რომ ავღანეთიდან დაბრუნებულები აუცილებლად მოითხოვენ დასვენებასა და ერთთვიან ადაპტაციას), ეს კი სახმელეთო ჯარების (რომელიც საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ჯარების ერთადერთ სახეობად დარჩა სამხედრო-საზღვაო და სამხედრო-საჰაერო ძალების გაუქმების შემდეგ) საბრძოლო დანაყოფების თითქმის 10%-ია.

როდ ... კითხვის გაგრძელება »

ანტისარაკეტო რადარი საქართველოში - ჯერჯერობით არარეალური, თუმცა...

დასავლურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აშშ-ის ოთხმა რესპუბლიკელმა სენატორმა თავდაცვის მინისტრ რობერტ გეითსს გაუგზავნა წერილი, რომელშიც მოუწოდებენ, რომ პენტაგონმა რადიოლოკაციური სადგური თურქეთის ნაცვლად საქართველოში განათავსოს.

ამერიკელი სენატორების ინიციატივას ერთი მიზეზი აქვს - ანკარამ პირობა წაუყენა თეთრ სახლს, რომ თურქეთში ამერიკული სარადარო სისტემა განთავსდება იმ შემთხვევაში, თუ პენტაგონი ამ რადარით მიღებულ ინფორმაციას ისრაელს არ მიაწვდის.

ეს როგორც პრაქტიკულად, ისე თეორიულად წარმოუდგენელია, რადგან ერთიან რადიოლოკაციურ ველში აშშ ისრაელთან ერთად ერთვება, რათა ანტისარაკეტო თავდაცვის შტაბს მუდმივად ჰქონდეს ოპერატიული ინფორმაცია ირანის ჩრდილოეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით საჰაერო სივრცეში არსებულ სიტუაციაზე. მხოლოდ ამ შემთხვევაში იმოქმედებს ეფექტურად ის ანტისარაკეტო სისტემები, რომელთა შექმნაც აშშ-ს აღმოსავლეთ ევროპაში, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროებთან, თურქეთის ტერიტორიაზე და ისრაელში სურს.

ლაპარაკია თურქეთში ფაზირებულანტენიანი რადიოლოკაციური სადგურის ამოქმედებაზე, რომელიც დროულად აღმოაჩენდა ირანის ტერიტორიიდან გაშვებულ ბალისტიკურ რაკეტებს (ასევე თვითმფრინავებსა და შვეულმფრენებს) და ამ ინფორმაციას უსწრაფესად გადასცემდა ანტისარაკეტო თავდაცვის მართვის ცენტრს, რომელიც, თავის მხრივ, ზუსტ კოორდინატებს მიაწოდებდა ანტისარაკეტო სისტემებს (მაგალითად THHAD-ის ტიპის სახმელეთო მობილურ სარაკეტო დანადგარებს ან ხმელთაშუა ზღვის აღ ... კითხვის გაგრძელება »

ჩინეთმა ხმელეთზე ბეტონისგან პირველი ავიამზიდი ააგო

ჩინეთში პილოტებისა და ეკიპაჟის წვრთნებისთვის ავიამზიდის ბეტონის მოდელი ააგეს. ბეტონის ხომალდი, რომელსაც საკუთარი კაპიტნის ხიდი, დასაფრენი ზოლი და კატაპულტი აქვს, ქალაქ ვუხანთან ახლოს ზღვის სანაპიროზე აღმართეს.

ბეტონის "ავიამზიდი" ჩინეთის სამხედრო-საზღვაო ავიაციის პილოტებს აუცილებელი უნარ-ჩვევების გამომუშავებაში, მსგავსი ტიპის ხომალდიდან აფრენისა და დაშვების შესწავლაში დაეხმარება და შეუცვლელ პერსონალს აუცილებელი პრაქტიკის მიღების შესაძლებლობას მისცემს.

გავრცელებულ ფოტოებზე ჩანს, რომ გემბანზე სუ-33 ტიპის გამანადგურებლები და სამხედრო-საზღვაო ავიაციის ვერტმფრენები დგას.

ანალიტიკოსების აზრით, ჩინეთმა გადაწყვიტა მძლავრი სამხედრო-საზღვაო ზესახელმწიფო გახდეს და წყნარ ოკეანეში ლიდერობისთვის იბრძოლოს.

მომზადებულია telegraph.co.uk-ის მიხედვით.

« 1 2 ... 4 5 6 7 8 ... 193 194 »
ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja