ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
ამერიკულმა X-47B-მ პირველი გამოცდა წარმატებით გაიარა

ამერიკული კომპანია Northrop Grumman-ის მიერ შექმნილმა გემბანის უპილოტო საფრენმა აპარატმა X-47B-მ პირველი საგამოცდო ფრენა წარმატებით განახორციელა. ამის შესახებ საფრენი აპარატის დამკვეთი - აშშ-ის სამხედრო-აჰაერო ძალების სარდლობა იუწყება.

X-47B პირველად ჰაერში აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების ედვარდსის ბაზიდან (კალიფორნიის შტატი) 4 თებერვალს ადგილობრივი დროით 14:00 სთ-ზე აფრინდა. პირველი ფრენა 1,5 კმ-ის სიმაღლეზე 29 წუთს გაგრძელდა. გამოცდამ წარმატებით ჩაიარა, პირველი ფრენის ფარგლებში X-47B-ის მიერ შესრულებული მანევრები "სტანდარტებს შეესაბამებოდა".

კომპანია Northrop Grumman-მა აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების მიერ გამოცხადებულ ტენდერში 2007 წელს გაიმარჯვა და X-47B-ების წარმოება დაიწყო. კონტრაქტის ღირებულება 636 მლნ დოლარს შეადგენდა.

უპილოტო X-47B-ში გამოყენებული ტექნოლოგიები აპარატს რადიოლოკაციური სპექტრისთვის შეუმჩნეველს ხდის. ის რეაქტიული ძრავითაა აღჭურვილი. პროექტის თანახმად, X-47B ჰაერში საწვავის მარაგის შევსების სისტემით, დაზვერვის აპარატურით, რადიოელექტრონული კომპლექსებით და მართვადი რაკეტებით აღიჭურვება.

მომზადებულია afp.com-ის მიხედვით.


სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლო, რუსული სამხედრო ბაზის სომხეთში ყოფნის საკითხს განიხილავს

სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლო რუსული სამხედრო ბაზის სომხეთში ყოფნის საკითხს განიხილავს. კერძოდ, სასამართლომ უნდა დაადგინოს, რამდენად შეესაბამება სომხეთის ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ბაზების ყოფნის ვადის გახანგრძლივების შეთანხმება ქვეყნის ძირითად კანონს. ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს პრესმდივანმა ოვანეს პაპიკიანმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, შეთანხმებას წერილობითი საპროცესო წესით განიხილავენ.

სომხეთის პრეზიდენტმა 2010 წლის 24 დეკემბერს საკონსტიტუციო სასამართლოში სომხურ-რუსული შეთანხმება გააგზავნა. შეთანხმება სომხეთის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ბაზების ყოფნის 49 წლით გახანგრძლივების შესახებ, 2010 წლის აგვისტოში დადეს. საერთაშორისო შეთანხმებები დამტკიცებამდე სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა განიხილოს.

თუკი შეთანხმება სომხეთის მთავარ კანონთან წინააღმდეგობაში არ იქნება, ის რატიფიკაციისთვის რესპუბლიკის ნაციონალურ კრებას გადაეგზავნება.

ქალაქ გიუმრიში რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზაა განთავსებული. რუსეთის ბაზა სომხეთში, დსთ-ის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის გაერთიანებული სისტემების ფარგლებში იმყოფება. ამ შეთანხმებას ხელი 1995 წელს მოეწერა. ახალი დოკუმენტის მიხედვით, რუსეთის სამხედრო ბაზის სომხეთში ყოფნის ვადა 49 წლამდეა გაზრდილი.

მომზადებულია rian.ru-ს მიხედვით.

აზერბაიჯანი ახალი ნაღმმტყორცნების წარმოებას დაიწყებს

2011 წლიდან აზერბაიჯანი ახალი თაობის 120 მმ-იანი ნაღმმტყორცნების წარმოებას დაიწყებს. ახალი იარაღის წარმოებისთვის ტექნოლოგიური ხაზი უკვე შექმნილია. აზერბაიჯანული ნაღმმტყორცნები უნივერსალური იქნება, რადგან ყუმბარის ტყორცნის შესაძლებლობაც ექნება და ნაღმებისაც. იარაღის გამოცდა რამდენიმე თვეში დასრულდება, რის შემდეგაც ის შეიარაღებაში ჩაეშვება.

ნაღმმტყორცნების ინდექსი და სახელწოდება ჯერჯერობით უცნობია. გარდა ამისა, 2011 წლის მარტიდან M-5 Asirim ტიპის 82 მმ-იანი ნაღმმტყორცნების მასობრივი წარმოება დაიწყება. გავრცელებული ინფორმაციით, ამ იარაღის ექსპორტი ერთ-ერთ მეზობელ ქვეყანაში განხორციელდება.

მომზადებულია ru.apa.az-ს მიხედვით.

"რესპუბლიკელი" სენატორები რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის რადარის საქართველოში განთავსების ინიციატივით გამოდიან

აშშ-ის "რესპუბლიკელი" სენატორები რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის რადარის საქართველოში განთავსების ინიციატივით გამოდიან. პორტალ "ნიუსრუს" ინფორმაციით, შესაბამისი წინადადებით ბარაქ ობამას უკვე მიმართეს "რესპუბლიკელმა" სენატორებმა ჯონ კაილმა, ჯეიმს რიშმა, მარკ კირკმა და ჯეიმს ინჰოფომმა.

სენატორებმა წერილი თავდაცვის მდივან რობერტ გეიტსსაც გაუგზავნეს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, აშშ ეფექტური რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების მოკავშირეებთან განლაგებით, ქვეყნის ტერიტორიის, სხვადასხვა ქვეყნებში განლაგებული ამერიკის ჯარებისა და მათი მოკავშირეების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

ამასთან, Foreign Policy-ს მიმომხილველ ჯოშ როგინის აზრით, თავდაცვის მინისტრის მხრიდან ბარაქ ობამასთვის ამ ინიციატივის წარდგენას აზრი არ აქვს, რამდენადაც ალბათობა იმისა, რომ ნატო ან ამერიკის ადმინისტრაცია რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებას დათანხმდებიან, წარმოუდგენლად დაბალია.
"უპირველეს ყოვლისა, საქართველო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი არ არის, რითაც მსგავსი განზრახვის მოტივირება იქნებოდა შესაძლებელი. მეორეც, რუსეთ-საქართველოს შორის არსებული დაძაბული ურთიერთობის გათვალისწინებით, მსგავსი ნაბიჯის გადადგმა მოსკოვ-ვაშინგტონს შორის დაწყებულ ურთიერთობების "გადატვირთვას" კატასტროფულ შედეგებს მოუტანს", - წერს როგინი.

რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის რადარის საქართველოში განთავსების ინიციატივით "რესპუბლიკელი" სენატორები მას ... კითხვის გაგრძელება »

ვეტერანები პრეზიდენტის გუშინდელი განცხადებით შეურაცხყოფილნი არიან

ვეტერანები პრეზიდენტის გუშინდელი განცხადებით შეურაცხყოფილნი არიან. ამის შესახებ დღეს გმირთა მემორიალთან შეკრებილმა ვეტერანებმა განაცხადეს.

"საქართველოს ლეგიონის" გამგეობის წევრის, ვალერიან ძებისაშვილის განცხადებით, ერთადერთი კომენტარი პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებაზე შეიძლება იყოს ის, რომ ვეტერანები არიან შეურაცხყოფილნი.

"ძალიან სამწუხაროა, რომ ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა აქ მოშარდვის პრობლემის გარდა სხვა პრობლემა ვერ დაინახა. ის ვერ ხედავს იმ პრობლემას, რამაც ეს ადამიანები აქ მოიყვანა", - განაცხადა ვალერიან ძებისაშვილმა.

ვეტერანების სამხედრო ექიმი, ამური რევიშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტის გუშინდელი განცხადება შეურაცხმყოფელია არა მხოლოდ ვეტერანებისთვის, არამედ ყველა ქართველისთვის.
"მთელი ცხოვრება ჩვენ ვემსახურებოდით და ვიცავდით ქვეყანას და ახლა გამოდის, რომ ჩვენ ვართ ხულიგანი და უღირსი ადამიანები, ვინც ვერ არჩევს სიწმინდეებს და სიმბოლოებს. ჩვენ ასეთი დამოკიდებულება არ დაგვიმსახურებია", - განაცხადა ამური რევიშვილმა.

პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გუშინ ტელეხიდისას -"ხალხის შეკითხვებს პასუხობს პრეზიდენტი" ვეტერანების აქციის დარბევას გამოეხმაურა და პოლიციის მოქმედება დადებითად შეაფასა.
როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, გმირთა მონუმენტი, რომლის საპატიო ყარაულში ჯარისკაცები დგანან და სადაც მარადიული ცეცხლი ანთია, ყველა ქვეყანაში უწმინდესი ადგილია.

"მიუხედავად ამისა, მივიდა იქ ექვსი კაცი, დააფარეს ამ ორ ჯარისკაცს თავზ ... კითხვის გაგრძელება »

რუსული "ტოჩკისთვის" წერტილოვანი მიზნები მთელ საქართველოშია...

რუსულმა მედიამ თავის გენერალიტეტზე დაყრდნობით კიდევ ერთი საახალწლო "საჩუქრით" გაგვახარა - ოკუპირებულ ცხინვალთან შექმნილი მე-4 რუსული სამხედრო ბაზის არსენალში ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების Точка-У-ს ტიპის სარაკეტო კომპლექსების დივიზიონი გამოჩნდა.

თუმცა ეს მოულოდნელი არც ყოფილა, რადგან აფხაზეთში С-300 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემებისა, ხოლო ცხინვალთან ჩვტჰხ-ის ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების ცალკეული დივიზიონის განთავსების შემდეგ ლოგიკური ჩანდა რუსული ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტების შემოტანა ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

სიმართლე რომ ითქვას, პირველი რუსული Точка-У-ები ქართულ მიწაზე ჯერ კიდევ 2007 წლის შემოდგომაზე გამოჩნდა. აგვისტოს ომამდე ათიოდე თვით ადრე რუსულმა მხარემ ოჩამჩირესთან მალულად განათავსა Точка-У-ს ბატარეა, რომელმაც 2008 წლის 10 აგვისტოს სამი კასეტურქობინიანი რაკეტა გაისროლა ფოთის მიმართულებით. ასევე არსებობს ვიდეო და ფოტომასალა, თუ როგორ გადაადგილდება Точка-У-ს გასაშვები დანადგარი როკის გვირაბის სიახლოვეს აგვისტოს ომის დღეებში, ამიტომ არ არის გამორიცხული, ეს სარაკეტო კომპლექსები მაშინაც ყოფილიყო შემოყვანილი.

რატომ იყო სამხედრო თვალსაზრისით აუცილებელი, რომ მოსკოვს თავისი "ტოჩკები" უშუალოდ ოკუპირებულ ქართულ მიწებზე შემოეყვანა?
აგვისტოს ომის დროს რუსეთმა საქართველოს 25 ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტა ესროლა, მათგან ორი Искандер-ი და 23Точка-У გახლდათ. ამ 23 "ტოჩკიდან", როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სამი ოჩამჩირიდან იქნა გაშვებული ფოთისაკენ, დანარჩენი ... კითხვის გაგრძელება »

ოცნებებში დანახული ამერიკიდან გამოგზავნილი იარაღი

რუსულმა მასმედიამ აიტაცა ზოგიერთი რუსი პოლიტიკოსის მოსაზრება, რომ აშშ აპირებს საქართველოს მიაწოდოს ზოგიერთი ამერიკული იარაღი, მათ შორის - საზენიტო "პეტრიოტები" და ტანკსაწინააღმდეგო მართვადი "ჰელფაირ-2"-ები...

ეს რომ აბსურდია, ზოგიერთი რუსი სამხედრო ექსპერტიც აღიარებს, რადგან თავისი მნიშვნელობისა და სირთულის გამო საზენიტო-სარაკეტო სისტემების - "პეტრიოტების" საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის გადაცემა ფანტასტიკის სფეროა. რაც შეეხება ტანკსაწინააღმდეგო "ჰელფაირ-2"-ებს, მათ გასაშვებად ამერიკული შვეულმფრენების შეძენაც დაგვჭირდებოდა, რაც დღეს (ისევე როგორც უახლოეს მომავალში) ასევე დაუჯერებელი ჩანს.

უფრო რეალური შეიძლება იყოს გადასატანი საზენიტო-სარაკეტო "სტინგერებისა" და ტანკსაწინააღმდეგო "ჯაველინების" შეძენა (მით უმეტეს, რომ "ჯაველინებისადმი" ინტერესი უკვე რამდენიმე წელია, არსებობს, თუმცა უფრო დაწვრილებით ამ თემას ვერ შევეხებით), მაგრამ აქ სხვა პრობლემა იჩენს თავს.

შეიძლება აშშ-ის ხელისუფლება საჯაროდ მიესალმება საქართველოში დემოკრატიის გაძლიერებას თუ კორუფციასთან ბრძოლას, მაგრამ თავიანთი სპეცსამსახურებიდან მიღებული ინფორმაციების გაანალიზების შემდეგ თეთრ სახლში გარკვეული ეჭვი უჩნდებათ. იქ შიშობენ, რომ ქართული არმიისთვის დღეს მიწოდებული შედარებით კომპაქტური და

ადვილად გადასატანი "სტინგერები" თუ "ჯაველინები" შეიძლება ხვალ ჩრდილო კავკასიაში აღმოჩნდეს. თუკი ერთი "სტინგერი" მაინც სადმე გროზნოს თავზე რუსულ შვეულმფრენს ან თვითმფრინავს ჩამო ... კითხვის გაგრძელება »

რუსეთის სამხედრო საზღვაო ფლოტი "მისტრალების" განსათავსებლად ადგილებს ეძებს

რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტმა "მისტრალის" ბაზირებისთვის ადგილის ძებნა დაიწყო. ამის შესახებ "ინტერფაქსი" სამხედრო-საზღვაო ფლოტის მთავარი შტაბის წყაროზე დაყრდნობით წერს. სამხედრო-საზღვაო ფლოტის მთავარი კომიტეტის წევრები ჩრდილოეთის და წყნარი ოკეანის ფლოტს ესტუმრნენ და ვერტმფრენმზიდების ბაზირების პირობები შეისწავლეს.

სამხედროების მონაცემებით, რუსეთი "მისტრალის" განთავსებას ვლადივოსტოკში და სევერომორსკში შეძლებს. თუმცა ამისთვის ბაზების სპეციალური მომზადება იქნება აუცილებელი. ვერტმფრენმზიდების მისადგომად ამ ადგილებში სპეციალური ბურჯები არ არის. საბოლოო გადაწყვეტილება ამ პორტებში "მისტრალების" ბაზირებასთან დაკავშირებით ჯერ მიღებული არ არის. წყაროს მონაცემებით, ხომალდებისთვის აუცილებელი იქნება ყინულსაწინააღმდეგო და საჰაერო თავდაცვის უზრუნველყოფა.

რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მთავარი შტაბის მეთაურის თქმით, "მისტრალებს" სამშვიდობო და სამაშველო ოპერაციებისთვის, ასევე ინდოეთის ოკეანეში მეკობრეების წინააღმდეგ გამოიყენებენ.

2010 წლის 24 დეკემბერს რუსეთი და საფრანგეთი ორი "მისტრალის" აგების შესახებ შეთანხმდნენ. თითო "მისტრალის" ასაგებად დაახლოებით 36 თვეა საჭირო. გარიგების თანხა 1.4 მლრდ ევროს შეადგენს.

მომზადებულია interfax.ru-ს მიხედვით.

პენტაგონმა საქართველოსთვის იარაღის მიყიდვის შესახებ ინფორმაცია უარყო

აშშ-ის მიერ საქართველოსთვის იარაღის მიყიდვის თაობაზე ინფორმაცია პენტაგონმა უარყო. როგორც "გაზეტა.რუ" იუწყება, რუსულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა სიცრუე უწოდა.

რუსეთის სპეცსამსახურებისა და სამხედრო წრეების წყაროზე დაყრდნობით გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს საქართველოსთვის ათობით მილიონობით დოლარის იარაღის მიყიდვას პენტაგონი მესამე ქვეყნის საშუალებით გეგმავს. საუბარია ჰაერსაწინააღმდეგო და ტანკსაწინააღმდეგო თავდაცვით იარაღზე.

მათივე ინფორმაციით, ასეთი დაპირება საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილე ალექსანდრ ვერშბოუსა და "რესპუბლიკელი" სენატორის, ჯონ მაკკეინისგან სახელმწიფო მდივანმა, გიორგი ბარამიძემ ვაშინგტონში ვიზიტისას მიიღო.

"ინტერპრესნიუსი"

ახალი დაჭრილები ავღანეთში?

"კვირის პალიტრისთვის" არაოფიციალური წყაროებით ცნობილი გახდა, რომ ავღანეთში გასული წლის დეკემბრის შუა რიცხვებში კიდევ სამი ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა, მათგან ერთი, სამწუხაროდ, მძიმედ და მას ორივე ქვედა კიდური მოჰკვეთეს.

ამ ინფორმაციის გადამოწმება თავდაცვის სამინისტროში შეუძლებელია, რადგან იქ, როგორც წესი, კომენტარს არ აკეთებენ.

სხვათა შორის, თავის დროზე თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობამ ჩვენს კითხვაზე, თუ რატომ იმალება ავღანეთში ქართველი სამხედროების დაჭრის ფაქტები, გვიპასუხა - არ ელოდოთ ჩვენგან ასეთი ფაქტების გამოქვეყნებას, თუკი ჟურნალისტები ხართ, თავად მოიპოვეთ ინფორმაციაო... ჰოდა, ჩვენც მოვიპოვეთ ინფორმაცია ავღანეთში ქართველი სამხედროების დაჭრის ახალ ფაქტზე. მაგრამ ასეთ არაოფიციალურ ინფორმაციას, რომელმაც შეიძლება ავღანეთში მყოფი ქართველი სამხედროების ახლობელთა განერვიულება გამოიწვიოს, არ სჯობს, თავად თავდაცვის სამინისტრომ გააკეთოს ოფიციალური განცხადება?!

ყველა ხვდება, რომ ავღანეთში ნამდვილი პარტიზანული ომი მიმდინარეობს და იქ შეიძლება საბრძოლო დანაკარგიც იყოს. ამის დამალვასა და მიჩქმალვას აზრი არ აქვს, რადგან ადრე თუ გვიან ყველაფერი ცხადი ხდება.

განა არ მოუწია თავდაცვის სამინისტროს ბოლოს და ბოლოს იმის აღიარებამ, რომ 31-ე ბატალიონს ავღანეთის მისიის დროს გაცხადებული ხუთი დაღუპულის და ერთი დაჭრილის გარდა კიდევ 11 დაჭრილი ჰყავდა? არადა, ამ ბატალიონის წევრთა დაჭრის შესახებ ადრევე ვწერდით.

არც ერთი ნორმალური ქვეყანა ... კითხვის გაგრძელება »

« 1 2 ... 5 6 7 8 9 ... 193 194 »
ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja