ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
FBI Paranormal Cases-ARM [PC/2010/ENG]

ინფორმაცია თამაშზე:
დასახელება: FBI – Paranormal Cases
წელი: 2010
ჟანრი: Strategy / Puzzle
პლატფორმა: PC
ენა: ინგლისური
წამალი: არ ჭირდება
R.G.: ARM
გამომცემელი: Mastertronic
შემქმნელი: Anuman Interactive

აღწერა:
ჯეიმს არის FBI-ს აგენტი, ახლახანს დააწინაურეს დეპარტამენტის დახურული საქმეთა მასალებიდან. დროთა განმავლობაში ის აღმოაჩენს დაუჯერებელ საერთაშორისო შეთქმულების შესახებ ინფორმაციას, რომელიც მალავს ბოროტ საიდუმლოს ... დაეხმარე ახალგაზრდა აგენტს დაასრულოს გამოძიება წარმატებით ამ სახიფათო გზაზე და გადაარჩინე ქვეყანა შეთქმულებას... იპოვეთ ამ შეთქმულების დამადასტურებელი საბუთი და გახსენი სასიკვდილო საიდუმლო პარანორმალურ მოვლენებთან ერთად...

მინ. სისტემური მოთხოვნები:
ოპერაციული სისტემა: Windows XP / Vista
პროცესორი: 1.2 GHz
ოპერატიული მეხსიერება: 512 MB
DirectX: 9.0

... კითხვის გაგრძელება »

გიორგი VII
ძალოან მომწონს ეს მეფე. პარტიზანულად იბრძოდა ლენგ-თემურის წინააღმდეგ.
გიორგი VII-ის მეფობის პერიოდი საქართველოში თემურ-ლენგის გამანადგურებელ ლაშქრობებს დაემთხვა. გიორგი მეფის მოვალეობას ასრულებდა ჯერ კიდევ ბაგრატ V-ის ტყვეობის დროს. იგი იყო ორგანიზატორი იმ ჩასაფრებისა, რომელიც ბაგრატის წინამძღოლობით საქართველოში შემოსულ თემურის ჯარს მოუწყვეს ქართველებმა.
გიორგის გამეფებიდან მეორე წელს (1394) თემურ-ლენგი მესამედ შემოიჭრა საქართველოში. რატომ დაბრუნდა თემური 1394 წელს საქართველოში, ამის შესახებ მემატიანეები არაფერს ამბობენ. თემურ-ლენგის მეხოტბე ისტორიკოსო შერეფ ად-დინი თავისი მბრძანებლის საგმირო საქმეების აღწერისას ყოველთვის აცხადებს, რომ თემურს მიზნად მაჰმადიაობის გავრცელება ჰქონდა დასახული. ამიტომ ლაშქრობათა ნამდვილი და კონკრეტული მიზეზის დასახელებას იგი ადვილად არიდებს თავს.
თემურის სარდლები პირველად ახალციხის მიდამოებს შეესივნენ, იქაური ციხეები დაანგრიეს და დიდი ნადავლით დატვირთულნი დაბრუნდნენ კოლაში, სადაც თემურს ბანაკი ჰქონდა მოწყობილი. ამიტომ ფიქრობდა ივ. ჯავახიშვილი, რომ სამცხეში თემური მის წინააღმდეგ დაწყებული აჯანყების ჩასაქრობად უნდა შეჭრილიყო. რამდენიმე ხნის შემდეგ თემური არაგვის ხეობისაკენ დაიძრა. აქ მან “შემუსრნა მთიულნი და სიმაგრენი მოაოხრა, არამედ ავნებდნენ დიდსა მთიულნი და სპანი მეფისანი მუნ მყოფნი სპათა თემურისათა, რომელთა ვერარაი ტყვე-ჰყვეს და უკუ მოიქცნენ” (ვახუშტი). ივ. ჯავახიშვილი თემურ-ლენგის მიერ არაგვის ხეობის დალაშქვრას უკავშირებს შერეფ ად-დინის ცნობას, რომ დარუბანდის გზით თოღთამიში ყივჩაღთა ულუსის ლაშქრითურთ შირვანში შეიჭრა და ზოგი ... კითხვის გაგრძელება »

შამქორის ბრძოლა 1195

შამქორის ბრძოლა 1195 წლის 1 ივნისს, საქართველოს სახელმწიფო ლაშქრის ბრძოლა ირანის აზერბაიჯანის ათაბეგის აბუ ბაქრის (1191-1210) წინააღმდეგ შამქორის (ახლანდელი აზერბაიჯანი) მახლობლად.

აზერბაიჯანის ილდეღიზიდი ათაბეგის უძეო ყიზილ-არსლანის (1186-1191) სიკვდილის შემდეგ ხელისუფლებისათვის ბრძოლა მის ძმისშვილებს შორის ატყდა. შუათანა ძმამ აბუ ბაქრმა დაამარცხა უფროსი ძმა ხუტლუ ინანჩი და მიიტაცა ათაბეგობა. უმცროსი ძმა ამირ მირანი შირვანშაჰ აღსართან I-ს (ახსითან I) დაესიძა. აბუ ბაქრმა მალე ისინიც დაამარცხა. იმავე ხანს მიწისძვრამ დააქცია შირვანის მთავარი ქალაქი შემახა და ბევრი ადამიანი იმსხვერპლა. შირვანშაჰმა და ამირ მირანმა შემწეობა სთხოვეს საქართველოს მეფეს თამარს, რომელმაც დახმარება აღუთქვა მათ.

ამის შემდეგ აღსართანი და ამირ მირანი პირადად ეახლნენ თამარს. საქართველოში მათ საზეიმო მიღება გაუმართეს და ლაშქრობის თადარიგიც დაიჭირეს. ათაბეგი აბუ ბაქრიც შეუდგა მზადებას და მეზობელ მუსლიმან გამგებლებსაც უხმო საომრად. ბაღდადის ხალიფამ მას თავისი დროშა და ათასი ოქრო გამოუგზავნა. აბუ ბაქრმა ქალაქი განძა მიატოვა, დასავლეთისკენ დაიძრა მოწინააღმდეგის შესახვედრად და ციხე-ქალაქ შამქორთან დაბანაკდა. საქართველოს ლაშქარს დავით სოსლანი სარდლობდა. შამქორს რომ მიუახლოვდნენ, მან ორად გაჰყო ლაშქარი. შედარებით მცირე ნაწილმა ქალაქის კართან გამართა ბრძოლა, უფრო დიდი ნაწილით კი დავით სოსლანმა შამქორი მარჯვნივ მოიტოვა და ღრმა რეიდი განახორციელა მტრის ზურგში. ცუდი და უვალი გზის გამო მის ლაშქარს შეაგვიანდა და ქალაქის კართან მებრძოლ რაზმს ერთხანს გაუ ... კითხვის გაგრძელება »

Leclerc

ძირითადი საბრძოლო ტანკი-Leclerc

70-იანი წლების ბოლოს ფრანგი და გერმანელი სპეციალისტები ერთობლივად შეუდგნენ ახალი ტანკის შემუშავებას (პროგრამები «ნაპოლეონ-1» და КРг-3 ),მაგრამ 1982 წელს ერთობლივი სამუშაოები შეწყდა.მე-3-ე თაობის ტანკის პროექტზე მუშაობა განაგრძო მხოლოდ საფრანგეთმა. ტანკის, რომელმაც მიიღო სახელწოდება «LECLERC» (ფრანგი გენერლის გვარი ) მწარმოებელი არის სახელმწიფო გაერთიანება . «LECLERC»-ის სერიულ წარმოებას ახორციელებს სახელმწიფო არსენალი,ქალაქ როანში.

... კითხვის გაგრძელება »

2010 წლის სამხედრო მოვლენების მიმოხილვა

შემცირებული სამხედრო ბიუჯეტი, ავღანური მისია და "შავი სექტემბერი", რუსული საოკუპაციო ძალების გაძლიერება, შეცვლილი რეზერვი, არმიიდან გაყრილი ოფიცრები, გაუქმებული სამხედრო-საჰაერო ძალები, რეფორმები სამხედრო განათლებაში, ტერაქტები დედაქალაქში...

2010 წელს სამხედრო-პოლიტიკური მოვლენების სიმცირე საქართველოში ნამდვილად არ ყოფილა, თუმცა ბევრად ნაკლებად დაძაბული ვითარება იყო, ვიდრე 2009 წელს. 2009 წლის ზაფხულში ჯერ კიდევ გვემუქრებოდა ომის განახლების საშიშროება, რასაც ვერ ვიტყვით წლევანდელ ზაფხულზე.

საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, ისევე როგორც მთლიანად ქვეყანას, ამოსუნთქვისა და იმის გაანალიზების საშუUალება მიეცა, თუ რა მძიმე შედეგი მოჰყვა 2008 წლის აგვისტოს ომს.

შემცირებული სამხედრო ბიუჯეტი

2008 წლისთვის სამხედრო ბიუჯეტი პიკს - 1,5 მლრდ ლარს მიუახლოვდა, რაც საქართველოსთანა ქვეყნისთვის ძნელად გასაწევი ჭაპანი გახდა. როგორც მოსალოდნელი იყო, შემდგომ წლებში დაიწყო სამხედრო ბიუჯეტის მკვეთრად შემცირება და თუ 2010 წელს დაახლოებით 750 მლნ ლარს შეადგენდა, მომავალი 2011 წლისთვის 660 მლნ ლარამდე დაეცემა.

საქართველოს შეიარაღებულ ძალებში შტატით დაახლოებით 37 ათასი კაცი მსახურობს (რეალურად, უფრო ნაკლები) და ეს ბიუჯეტი გასწვდებოდა როგორც მათ ხელფასებსა და უზრუნველყოფას, ისე საბრძოლო მზადებას, მით უმეტეს, რომ საზღვარგარეთ შეიარაღების ყიდვა ძალზე შემცირდა (როგორც ეკონომიკური, ისე, უმთავრესად, პოლიტიკური მიზეზებით).

თუმცა ისეთი შთაბეჭდილება იქმნება ... კითხვის გაგრძელება »

რუსეთი 2011 წელს 10 კონტინენტთაშორის ბალისტიკურ რაკეტას გაუშვებს

რუსეთის სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო არმიას 2011 წელს ათი სასწავლო-საბრძოლო და კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტის საცდელი გაშვება აქვს დაგეგმილი. ამის შესახებ პოლკოვნიკმა ვადიმ კოვალმა განაცხადა.

"2011 წელს დაგეგმილია 10 განსხვავებული კონტინეტთაშორისი ბალისტიკური რაკეტის გაშვება. გავუშვებთ სამ РС-12М ტიპის რაკეტას, ოთხ PC-18 რაკეტას და კიდევ სამ ახალ რაკეტას- РС-24-ს", - აღნიშნა კოვალმა.

მისივე თქმით, 2010 წელს სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო არმიამ 5 კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.

მომზადებულია interfax.ru-ს მიხედვით.

ოთხი რუსული "მისტრალიდან" რომელი იდრეიფებს ქართულ სანაპიროსთან?!

წლის ბოლომდე რუსეთის ხელისუფლებამ მოასწრო პარიზთან ხელშეკრულების დადება ფრანგული სადესანტო შვეულმფრენმზიდი "მისტრალების" შესყიდვის შესახებ.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის დიდმა სადესანტო ხომალდებმა ამ ომის დროს ოკუპირებული აფხაზეთის სანაპიროზე საზღვაო დესანტი გადმოსხეს, დასავლეთის მიერ რუსეთისთვის უფრო ძლიერი სადესანტო ხომალდების მიყიდვა კრემლის ერთგვარ წახალისებად გამოჩნდა.

მიუხედავად იმისა, რომ აშშ კულუარულად სთხოვდა საფრანგეთს, არ გადაედგა ეს ნაბიჯი, პუტინ-სარკოზის პირადმა მეგობრობამ (და ალბათ სერიოზული ფინანსური გამორჩენის შესაძლებლობამ) გაიმარჯვა.

24 დეკემბერს მხარეებს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ფრანგულ ვერფებზე რუსეთისთვის ორი "მისტრალი" აეწყობა; კიდევ ორ ასეთივე ხომალდს კი უფრო მოგვიანებით თავად რუსეთში, ლიცენზიით ააგებენ. პირველი "მისტრალი", რომელშიც რუსეთის წილი 20%-მდე იქნება, მოსკოვს 720 მლნ ევრო დაუჯდება, მეორე ხომალდში 40%-მდე გაიზრდება რუსული წილი და შესაბამისად, მისი შესასყიდი ფასი 650 მლნ ევრომდე შემცირდება.

იმის გათვალისწინებით, რომ ერთი "მისტრალის" აგებას არანაკლებ 36 თვე სჭირდება, ტექნიკური პრობლემების გამოსწორებისა და სანაოსნო გამოცდილების გათვალისწინებით ოთხივე "მისტრალი" რუსეთის განკარგულებაში 2020 წლამდე ვერ იქნება.

წინ კიდევ ათი წელია, ამ ხნის მანძილზე მსოფლიოში და შესაბამისად, საქართველოსა და რუსეთშიც, ბევრი რამ შეიცვლე ... კითხვის გაგრძელება »

Battlefield Bad Company 2: Vietnam (PC/RUS/RePack/2010)

ინფორმაცია თამაშზე:
დასახელება: Battlefield Bad Company 2 Vietnam
გამოსვლის წელი: 2010
ჟანრი: Аction / 3D / 1st Person
შემქმნელები: EA Digital Illusions Creative Entertainment
გამომშვები: Electronic Arts
გამოშვების ტიპი: Repack
ინტერფეისის ენა: რუსული
გახმოვანება: რუსული
გამშვები: არ სჭირდება

თამაშის აღწერა:
შემქმნელები ახალი დამატების გიწვევენ მინაწილეობის მისაღებად ვიეტნამში გასული საუკუნის 60-იან წლებში . მოთამაშეებს ელოდებათ ოთხი სრულიად ახალი რუკა, რომლებსაც აქვთ უნიკალური ხასიათი და დაფუძვნებულია რეალურ მოვლენებზე. საინტერესო ტაქტიკური დავალებები და ახალი ტერიტორიული პირობები ქმნიან უფრო საინტერესო გეიმფლეის...

... კითხვის გაგრძელება »

ბრიტანეთის პრინცი ჰარი 2012 წელს ავღანეთში იმსახურებს

2012 წელს ავღანეთში იმსახურებს. პრინცი ავღანეთში სამხედრო სამსახურისთვის საბრძოლო ვერტმფრენ Apache-ის პილოტირების სპეციალურ კურსს გადის.

26 წლის პრინცი მოსამზადებელ კურსს მომავალი წლის მარტში შოტლანდიის კენგორმის მთიან რაიონში დაასრულებს. ბრიტანეთის თავდაცვის უწყების ექსპერტის თქმით, მთებში ფრენა პილოტებს "უცნობ ადგილებში ორიენტირების უნარჩვევებს განუვითარებს".

პრინცი ჰარი ყოველდღიურად ოთხ გაფრენას შეასრულებს, თითოეული სასწავლო ფრენის ხანგრძლივობა კი 2 საათი იქნება. ორი გაფრენა ღამით შესრულდება. "ავღანეთის მთიან რაიონებში პილოტირებისთვის ეს კარგი მომზადებაა", - აღნიშნა თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა. შოტლანდიის მთებში მომზადების შემდეგ ჰარი აღმოსავლეთ ინგლისში მდებარე უეტიშემის ბაზაზე სამხედრო-საჰაერო ძალებში ზოგადი მომზადების 8-თვიან კურსს გაივლის.

პრინცი ჰარი, რომელიც ბრიტანეთის სამეფო ტახტის მემკვიდრეთა შორის მამამისისა და პრინც უილიამის შემდეგ რიგით მესამეა, ავღანეთის გილმენდის პროვინციაში 2007 წელს 10 თვის განმავლობაში სამხედრო მფრინავის სტატუსით მსახურობდა. თალიბების მიერ სამეფო ტახტის მემკვიდრის ტყვედ აყვანის საფრთხის გამო ავღანეთში პრინცის ყოფნა გასაიდუმლოებული იყო. ბრიტანეთის მასმედია და თავდაცვის სამინისტრო ინფორმაციის გაუხმაურებლობის შესახებ იყნენ შეთანხმებულნი. იმის გამო, რომ 2008 წელს პრინცის ადგილსამყოფელთან დაკავშირებით დასავლურ პრესაში ინფორმაციამ მაინც გაჟონა, ბრიტანეთის თავდაცვის უწყება იძულებული გახდა პრინც ... კითხვის გაგრძელება »

რუსული რაკეტები ისევ აფეთქებენ ებრაულ "მერკავებს"

მიუხედავად იმისა, რომ ისრაელი აღარ აწვდის საქართველოს საზენიტო "პითონებს", არაბები რუსულ ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს ისევ ესვრიან ებრაულ "მერკავებს"

2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, როდესაც რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ცხინვალის რეგიონში საბრძოლო მოქმედების ადგილებს ათვალიერებდნენ, მათთვის სრული მოულოდნელობა აღმოჩნდა ისრაელის წარმოების "პითონის" ტიპის საზენიტო რაკეტების ნარჩენების ნახვა.

რუსეთის სამხედრო დაზვერვამ მოგვიანებით დაადგინა, რომ ომამდე ცოტა ხნით ადრე საქართველოს ისრაელისგან შეუძენია "სპაიდერის" ტიპის მობილური საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი, რომელიც სწორედ "პითონის" სითბური დამიზნების მართვად რაკეტებს ესროდა ქართულ საჰაერო სივრცეში შემოჭრილ რუსულ მოიერიშეებსა და ბომბდამშენებს.

ამის დამტკიცება ძნელია, მაგრამ, სავარაუდოდ, აგვისტოს ომის შემდგომ რუსეთის ხელისუფლებამ ოფიციალურ თელ-ავივს სთხოვა, შეეწყვიტა საქართველოსთვის "სპაიდერის" ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებისა და "პითონისა" და "დერბის" ტიპის საზენიტო რაკეტების მიყიდვა.

აგვისტოს ომის შემდგომ საქართველო-ისრაელის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა მართლაც შეწყდა და ეს მიუთითებს, რომ ჩვენი ვარაუდი არცთუ ისე შორს არის რეალობისგან.

სანაცვლოდ ოფიციალურმა თელ-ავივმა კრემლისგან მოითხოვა, შეეჩერებინა C-300 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემების მიყიდვა ირანისთვის, ამასთან, არ მიეწოდებინა სირიისთვის შედარებით თანამედროვე ტანკსაწინააღმდეგო და საზენიტო ... კითხვის გაგრძელება »

« 1 2 ... 6 7 8 9 10 ... 193 194 »
ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja