ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
ამერიკელი სენატორები პრეზიდენტ ობამას სთხოვენ, "მისტრალის" რუსეთისთვის მიყიდვა გააპროტესტოს

ამერიკელი სენატორები პრეზიდენტ ობამას სთხოვენ, "მისტრალის" რუსეთისთვის მიყიდვა გააპროტესტოს.
ამის შესახებ "ევრაზია ნეტის" ანალიტიკოსი ჯოშუა კუცერა წერს სტატიაში, რომლის სათაურია "საფრანგეთის და ისრაელის ორმაგი სტანდარტები".

ილიანა როს ლეტინენი სენატში"რესპუბლიკელების" წარმომადგენელია. კუცერას ინფორმაციით, სწორედ ის გახდა ინიციატორი პროექტისა, რომელიც ობამას ადმინისტრაციას გაეგზავნა.
სენატორების წერილში ნათქვამია - რუსეთი არღვევს ხელშეკრულებას, რომელიც შეიქმნა ბოლო პერიოდში საქართველოსთან ომის შემდეგ და მოუწოდებს ობამას, შეაჩეროს ეს გარიგება.
ამერიკის 6-მა სენატორმა ხელი მოაწერა წერილს, რომლის ადრესატიც არის საფრანგეთის ელჩი პიერ ვიმონტი. წერილში მიმოხილულია შეხედულებები "მისტრალის" გაყიდვასთან დაკავშირებით.

სენატორების წერილში განხილულია მიხეილ სააკაშვილისა და რუსეთის ფლოტის ადმირალის, ვისოცკის განცხადებაც. ვისოცკი ამბობდა - "2008 წელს ჩვენ რომ მისტრალი გვქონოდა, რუსეთი თავის მისიას 40 წუთში შეასრულებდა და არა - 26 საათში". მიხეილ სააკაშვილი კი, აცხადებდა - "თუ რუსეთს მიყიდით ხომალდებს და სარაკეტო ტექნოლოგიებს, მაშინ ჩვენ დიდი რისკის ზონაში აღმოვჩნდებით".
ჯოშუა კუცერა სენატორების მიმართვის განხილვისას წერს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ბევრი დამცველი იყენებს ვითარებას რუსეთის მიმართ უნდობლობის გამოსახატავად და, ასევე, საქართველოს რუსეთის საწინააღმდეგო ხელსაწყოდ.

წერილის ავტორს უკვირს, საქართველოში რატომ არ არის აურზაური "მისტრალის" გარშემო. კუცერა ქართველი ანონიმი მაღალჩინოსნის კომენტარს ეყრდნობა, რომელმაც "ევრაზია ნეტის" კორესპოდენტს უთხრა - "საქართველოს ხელმძღვანელობა აცნობიერებს, რომ "მისტრალის" გარეშეც რუსეთის შეიარაღებული ძალები იმდენად ძლიერია, რომ ზემოაღნიშნული გარიგება ძალთა ბალანსზე დიდ გავლენას არ იქონიებს".
ჯოშუა კუცერა წერს, რომ საქართველოს არც იარაღის დე ფაქტო ემბარგო გაუპროტესტებია ხმამაღლა.

"ინტერპრესნიუსი"

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja