ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
დუმილდარღვეული რეზერვი

2008 წლის აგვისტოს ომიდან ორი წლის შემდეგ, 3 ოქტომბერს თავდაცვის სამინისტრომ განაახლა რეზერვისტების გამოძახება. თუმცა ეს პროცესი ნაწილობრივ საიდუმლოდ წარიმართა და მას წინ არ უძღოდა თავდაცვის მინისტრის შესაბამისი არასაიდუმლო ბრძანება, ისევე, როგორც დღემდე გაურკვეველი რჩებოდა როგორც მთლიანად გვარდიის შემდგომი ბედი, ისე გვარდიის სარდლობის შესაძლო პრეტენდენტი.

განახლებული რეზერვის პირველი ეტაპის მონაწილეებთან გასაუბრების შემდეგ "კვირის პალიტრისთვის" გასაგები გახდა, ორწლიანი შესვენების შემდეგ რა სახით აღდგა რეზერვისტთა მომზადების პროგრამა.

რეზერვისტები მთელი საქართველოდან გაიწვიეს და მათი შერჩევისას მთავარი ყურადღება გამოცდილებას დაეთმო, ანუ პირველ ეტაპზე შეკრიბეს 27-დან 40 წლამდე ასაკის მამაკაცები, რომლებსაც უკვე გავლილი ჰქონდათ სავალდებულო-სამხედრო სამსახური, თავის დროზე კონტრაქტით მსახურობდნენ რეგულარულ არმიაში ან უმაღლეს სასწავლებლებში გავლილი ჰქონდათ სამხედრო კათედრა (მათ გაუქმებამდე) და მიიღეს სერჟანტის წოდება.

რეზერვისტები ბატალიონებში გააერთიანეს და მიამაგრეს კონკრეტულ ქვეით ბრიგადებს. მაგალითად, სენაკის მე-2 ქვეითი ბრიგადის მებრძოლებისათვის მოულოდნელი აღმოჩნდა, როდესაც მათ რეზერვისტთა ოცეულები ჩააბარეს და მათი ორკვირიანი მომზადება დააწყებინეს. კონტრაქტით ბრიგადებში მომსახურე სერჟანტებმა რეზერვისტების გაწვრთნა იმ პროგრამით დაიწყეს, რომლითაც კონტრაქტზე ახალხელმოწერილ რეკრუტებს ამზადებენ, ამიტომაც რეზერვისტების პირველი ნაკადის მომზადება საკმაოდ ინტენსიურად და დიდი დატვირთვით მიმდინარეობდა.

მომზადება შეიცავდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს, მათ შორის - ათეულისა და ოცეულის მოქმედებას თავდაცვისას.
რეზერვისტების პრაქტიკული სროლები აღმოსავლეთ საქართველოში შაქრიანის (კახეთი), მუხროვანის, ნორიოს, დასავლეთ საქართველოში კი სენაკის პოლიგონებზე მიმდინარეობდა.

რეზერვისტების საცეცხლე მომზადებაში გამოიყენეს Ак-74 ტიპის ავტომატები, РПК ტიპის ხელის ტყვიამფრქვევები და РПГ-7 ტიპის ხელის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნები. თითოეულ რეზერვისტს საშუალება მიეცა, 200-მდე ტყვია გაესროლა, ხოლო იმ რეზერვისტებს, რომლებსაც ყუმბარმტყორცნელებად ამზადებდნენ, ინსტრუქტორებმა სამ-სამი ტანკსაწინააღმდეგო რეაქტიული ყუმბარა ასროლინეს РПГ-7-დან.

ჩვენთვის ეს ინფორმაცია უკვე ცნობილი იყო, როდესაც 28 ოქტომბერს ვაზიანში, მე-4 ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე, თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა.

ამ სხდომაზე გამოსულმა თავდაცვის მინისტრმა დაარღვია 25-დღიანი დუმილი და სამხედრო-სარეზერვო სამსახურის მომავალზე ისაუბრა. მისი განცხადებით, უნდა ჩამოყალიბდეს ორი სახის რეზერვი. პირველ მათგანს სახმელეთო ჯარების წარმომადგენლები მოამზადებენ და მას საარმიო რეზერვი დაერქმევა; მეორე კი მომზადდება ამჟამინდელი გვარდიის გარდაქმნის შემდეგ და გაზრდილი სამოქალაქო ფუნქციები დაეკისრება.

"ვარდების რევოლუციის" შედეგად მოსულმა ხელისუფლებამ 2004 წლიდანვე დაიწყო რეზერვისტების მომზადება და მათ ბატალიონებს სათავეში, ძირითადად, გამგებლები ჩაუყენა.

ეს იყო უდიდესი შეცდომა, რადგან ასეთ ბატალიონებში დისციპლინაც მოიკოჭლებდა და არც გამგებლებმა იცოდნენ, რა გაეკეთებინათ.
ამ ექსპერიმენტს მილიონები შეეწირა. სამწუხაროდ, რეზერვისტთა მომზადების ვერც მეორე, 18-დღიანმა პროგრამამ იმუშავა, რადგან როგორც პირველი, ისიც ძირითადად ხარისხზე კი არა, რაოდენობაზე იყო გათვლილი და პიარით უხვად გაჯერებული.

ჩვენ მაშინ არაერთხელ გავაკრიტიკეთ რეზერვისტთა მომზადების ორივე პროგრამა და აღვნიშნეთ, რომ ყურადღება ხარისხს უნდა მიჰქცეოდა და არა - 100 ათასი რეზერვისტის სწრაფ მომზადებას.

ახალი პროგრამა თუ მისი ჩანასახი, რომლის შესრულებას თავდაცვის სამინისტრო ოქტომბრიდან შეუდგა, ძირფესვიანად განსხვავებულია, რადგან რეზერვისტების მომზადებას რეგულარული არმიის კადრის ოფიცრები და სერჟანტები იწყებენ. ეს სამხედროები ისედაც ყოველთვის პირადი შემადგენლობის დაგეგმილ თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას გადიან, ამიტომ მათ რეზერვისტების მოსამზადებლად ცოდნაც და პრაქტიკული გამოცდილებაც საკმაოდ აქვთ.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ პირველ ეტაპზე რეზერვში იწვევენ პირებს, რომლებსაც, როგორც აღვნიშნეთ, გარკვეული სამხედრო ცოდნა აქვთ და მათი გადამზადება შედარებით იოლია, ვიდრე ამა თუ იმ უნივერსიტეტიდან მოსული პირტიტველა სტუდენტებისა.

ოღონდ ამ რეზერვისტებთან დაკავშირებით ერთი რამ არის გასათვალისწინებელი - გადამზადების შემდეგ (წელიწადში არა უმეტეს 45 დღე-ღამისა, რომელსაც ისინი, როგორც ჩანს, ორკვირიან ეტაპებად გაივლიან) ისინი ჩაირიცხებიან საარმიო რეზერვში და მიმაგრებული იქნებიან კონკრეტულ ბრიგადაზე. საბრძოლო მოქმედებების დროს თუკი ბრიგადის პირადი შემადგენლობა დანაკარგს განიცდის, საარმიო რეზერვს მისი შევსება დაევალება, ანუ რეზერვისტებს უშუალოდ საბრძოლო მოქმედებებში მოუწევთ მონაწილეობის მიღება.

ვაზიანში 28 ოქტომბერს გამართულ გასვლით სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ გვარდიის სარდლობამ სახე უნდა შეიცვალოს (ეტყობა, აქამდე ამიტომაც არ დაინიშნა გვარდიის სარდალი), მისი ფუნქცია საგანგებო სიტუაციების მართვა და ტერიტორიულ-ლოჯისტიკური საკითხების მოგვარება გახდეს. ოღონდ ამის დამგეგმავებმა არ უნდა დაივიწყონ, რომ შსს-ში უკვე დიდი ხანია ფუნქციონირებს საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტი და გვარდიის სახეცვლილების შემდეგ მათი ფუნქციების აღრევა არ მოხდეს.

P.S. საზოგადოების ნაწილი ნეგატიურად არის განწყობილი რეზერვის მომზადებისადმი და ამ საქმეში დახარჯულ მილიონებს გადაყრილად მიიჩნევს. ერთი მხრივ, ეფექტური სამხედრო-სარეზერვო სამსახურის აწყობა მართლაც ძვირი სიამოვნებაა (მით უმეტეს, რომ ორ ასეთ უშედეგო მცდელობას 30 მლნ-მდე ლარი შეეწირა), მაგრამ მეორე მხრივ, რეგულარული არმია ქვეყნის დაცვას ვერ შეძლებს, თუკი მისი ძალების შესავსებად კარგად მომზადებული რეზერვი არ გვეყოლება.

ირაკლი ალადაშვილი

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja