ბაღდადის ერთ-ერთ ტაძარში, რომელიც ტერორისტებს ჰქონდათ ხელში ჩადგებული, სპეცოპერაციის შედეგად 52 მძევალი დაიღუპა, ხოლო 56 - დაშავდა.
კათოლიკური ეკლესიის შტურმს ამერიკისა და ერაყის სპეცსამსახურების წარმომადგენლები ერთობლივად ახორციელებდნენ, ისინი ტერორისტების მიერ მძევლად აყვანილი ადამიანების გათავისუფლებას ცდილობდნენ.
როგორც ერაყის შს მინისტრმა ჯავად ალ-ბულანიმ განაცხადა, ოპერაციის 7 მონაწილე დაიღუპა, 15 კი - დაშავდა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, არიან თუ არა მათ შორის აშშ-ის მოქალაქეები.
"ხუთი ტერორისტი დაიღუპა, რვა - დავაპატიმრეთ. ტაძარში 100-ზე მეტი ტერორისტი იმყოფებოდა", - აღნიშნა მინისტრმა.
მომზადებულია lifenews.ru-ის მიხედვით.