ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
"Guardian"-ი საქართველოში ბირთვული მასალის აღმოჩენის შესახებ ექსკლუზიურ მასალას აქვეყნებს

ბრიტანული გამოცემა "გარდიანი" საქართველოში ბირთვული მასალის აღმოჩენის შესახებ ექსკლუზიურ მასალას აქვეყნებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, პრეზიდენტმა სააკაშვილმა 2010 წლის აპრილში ვაშინგტონში, ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე ამ ფაქტის შესახებ ინფორმაცია ქვეყნების მეთაურებს მიაწოდა, თუმცა საზოგადოებისთვის საქმის დეტალები არ გახმაურებულა.

"გარდიანის" ჟურნალისტი ჯულიან ბორგერი წერს, რომ სომეხმა ბიზნესმენმა და ფიზიკოსმა დანაშაული აღიარეს. საქმე ეხება ერევანი-თბილისის სარკინიგზო რეისით საქართველოში გამდიდრებული ურანის შემოტანას.

გამოცემა წერს, რომ ურანი სამბეტ ტონოიანმა და ხრენტ ოჰანიანმა, სავარაუდოდ, რამდენიმე წლის წინ მოიპარეს. ტესტებმა დაადასტურეს, რომ ნივთიერების 89.4% ვარგისია ბირთვული იარაღის დასამზადებლად. დაკავებულებს ნივთიერების 18 გრამი ჰქონდათ და საქართველოში სიგარეტის კოლოფით შემოჰქონდათ.

გამოცემის თანახმად, ყოფილმა მცირე მეწარმემ, 63 წლის ტონოიანმა და ერევნის ფიზიკის ინტიტუტის თანამშრომელმა, 59 წლის ოჰანიანმა 11 მარტს მყიდველთან შეხვედრა თბილისის ერთ-ერთ სასტუმროში დათქვეს. მათ ეგონათ, რომ 18 გრამ ნივთიერებას ისლამური ჯგუფის წარმომადგენელს მიჰყიდიდნენ, თუმცა სინამდვილეში მყიდველი პოლიციელი იყო. როგორც "გარდიანი" წერს, სამ ქართულ შემთხვევაში არსებობს ზოგიერთო მტკიცებულება ნოვოსიბირსკის ბირთვული ენერგიის ქარხნიდან მოპარულ ურანთან კავშირში. გარიკ დადაიანი, კონტრაბანდისტი 2003 წელს წავიდა ნოვოსიბირსკში და შეეცადა, დაახლოებით, 200 გრამი კონტრაბანდულად გადაეტანა საქართველოში.

"ბოლო 7 წლის განმავლობაში ეს მესამე შემთხვევაა, როცა ქართველმა სამართალდამცავებმა ბირთვული ნივთიერებების გაყიდვა აღკვეთეს. განხორციელდა 21 კონფისკაცია, ძარცვა სხვადასხვა სახეობის მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა. კარგი ინვენტარიზაცია რეგიონში არასოდეს ყოფილა. საბუღალტრო აღიცხვის წესებიც არ პასუხობდა საჭირო მოთხოვნებს. არავინ ყოფილა ისეთი, ვინც ამ ნივთებზე პასუხს აგებდა და ჩვენ ჯერ ისევ არ ვიცით, დაიკარგა თუ არა ის უგზოუკვლოდ", - ითქვა მონტერეიში, საერთაშორისო საგანმანათლებლო ინსტიტუტში.

კონტრაბანდისტმა, ოლეგ ხინჩაგოვმა კი მიუთითა, რომ ურანს ნოვოსიბირსკში თავისი ნაცნობობით მოიპოვებდა, თუმცა მოგვიანებით ჩვენება შეცვალა. ოჰანიანი და ტონოიანი აცხადებენ, რომ მათ მაგალითი დადაიანისგან აიღეს, რომელიც 2005 წელს გათავისუფლდა.

რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის დაძაბვის შემდეგ, რომელიც 2008 წლის მოკლე ომის შემდეგ დაიწყო, არსებობდა შესაძლებლობა, მასალა წყაროებთან დაეკავშირებინათ.

"ყველაზე მეტი მასალა მოპარული იყო 1990-იანი წლებში. სწორედ ამ პერიოდში განსაკუთრებით დიდი რაოდენობა გაქრა. მას დროდადრო სადღაც მალავენ, ვიღაც ახალი მყიდველების მოძებნას ცდილობს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ თამაში ჯერ ისევ არ დამთავრებულა, მცდელობები გაგრძელდება," - განაცხადა საქართველოში რადიოაქტიური მასალის საგამოძიებო ჯგუფის ხელმძღვანელმა, არჩილ ფავლენიშვილმა.

როგორც "გარიდანი" წერს, საბჭოთა კავშირის კრახის შემდეგ წარმოქმნილ ქაოსში ასობით ტონა გამდიდრებული ურანი ასობით ადგილზე ინახებოდა. ერთ შემთხვევაში რუსეთის სამხედრო-საზღვაო მაღალჩინოსანმა სამხედრო ბაზის სარდაფს საკეტი მოაძრო, რამდენიმე კილოგრამი გამდიდრებული ურანი ზურგჩანთით წაიღო. სამხედრო პროკურორი მივიდა დასკვნამდე, რომ მისი დახმარებით "კარტოფილი უკეთ ინახება".

"გარდიანს" გამომძიებლებმა მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ბირთვული იარაღის დასამზადებლად საჭირო მასალა შავ ბაზარზე ხელმისაწვდომია და ძალიან ადვილია მისი კონტრაბანდა ყოფილი საბჭოთა კავშირის საზღვის გასწვრივ. თუმცა, ამ დრომდე უცნობია, რა რაოდენობის ურანი ინახება ამ ტერიტორიაზე და მოხვდა თუ არა ის ექსტრემისტული დაჯგუფებების ხელში.

ამასთან, ”გარდიანმა” ტონოიანისა და ოჰანიანის ფოტოებიც გაავრცელა.

ამავე თემაზე მასალა გამოაქვეყნა კიდევ ერთმა ბრიტანულმა გამოცემა ”ტელეგრაფმა” სათაურით - ”სომეხი კონტრაბანდისტები ბირთვული მასალების ტერორისტებისთვის მიყიდვას ცდილობდნენ”.

"ინტერპრესნიუსი"

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja