ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
ხვალინდელი დღის არტილერია


უახლოეს მომავალში ტრადიციულ ქვემეხებს ელექტრომაგნიტური სისტემები შეცვლის. ზოგს ეს შეიძლება ფანტაზიად მოეჩვენოს, მაგრამ სპეციალისტები ამას უკვე დღევანდელი დღის რეალობად მიიჩნევენ.

სამხედროებმა ქვემეხების შესაძლებლობები სათანადოთ შეაფასეს. სულ მალე, ცალკეულ საჯარისო ერთეულად ჩამოყალიბებულმა არტილერიამ, სხვადასხვა ქვეყნების არმიების რიგებში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა. რამდენიმე ათეული კილომეტრიდან მოწინააღმდეგისთვის მასიური ცეცხლის გახსნას, ყველაფერთან ერთად, ძლიერი ფსიქოლოგიური ფაქტორიც აქვს.

თავისი არსებობის განმავლობაში ქვემეხებმა, ევოლუციის დიდი გზა გაიარეს. უკვე დღეს ზოგიერთი მათგანის შემთხვევაში, ჭურვის გასროლა სულ სხვა, არატრადიციული პრინციპების გამოყენებით ხდება. აქამდე ჭვემეხის ლულიდან ჭურვის გასროლას, დენთის ან სხვა ადვილად აალებადი და ფეთქებადი მასალის წვისას წარმომნილი წნევა უზრუნველყოფდა. სულ მალე მსგავს ტექნოლოგიებს პოზიციების დათმობა და გვერდზე ჩაჩოჩება მოუწევთ. აუხლოეს მოვამალში მათ ადგილს, ელექტრომაგიტური ტექნოლოგიები დაიკავებენ.

ერთი შეხედვით გასაკვირია, რა საერთო უნდა ქონდეს ელექტრომაგნიტურ ძალებსა და არტილერიას. მაგრამ მსოფლიოს სპეციალისტთა უმეტესობა, არტილერიის მომავალს სწორედ ამ მიმართულებით ხედავს და მას უკვე დღევანდელ რეალობად მიიჩნევს. მსგავს სისტემებზე მუშაობა ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იან წლებში დაიწყეს.

ქვემეხების განვითარების მთავარ მიმართულებას ყოველთვის სროლის სიშორის გაზრდა წარმოადგენდა. ამ ეფექტის მიღწევად ჭურვის ფრენის სიჩქარისა და შესაბამისად, ლულაში არსებული წნევის გაზრდა იყო საჭირო. მაგრამ ამ ყოველივეს ლულის სისქის გაზრდის აუცილებლობა მოყვებოდა. რაც თავის მხრივ, მთლიანი ქვემეხის წონაზე აისახებოდა. ელექტრომაგნიტური ტექნოლოგიების გამოყენება კი ლულაში წნევის რამდენჯერმე გაზრდის შესაძლებლობას იძლევა.


სხვათა შორის, ქვემეხიდან ჭურვის გასასროლად, ელექტროენერგიის გამოყენების იდეა XIX-ე საუკუნეში იღებს სათავეს. მაგრამ მაშინდელი ტექნოლოგიები არ იძლეოდნენ ამ პროექტის ხორცშესხმის საშუალებას.

ამ ტიპის იარაღის, ყველაზე გავრცელებულ ვარიანტს რელსური ქვემეხი წარმოადგენს. ის ორი პარალელური რელსისგან შედგება, ჭურვი კი მათ შორის მოძრაობს. ორივე რელსზე დენის წყაროა მიერთებული, რომელიც ჭურვის მეშვეობით ერთი რელსიდან მეორეს გადაეცემა და პირიქით. ეს გადაცემა მაგნიტურ ველს წარმოქმნის, რომელიც ფიზიკის კანონების მოქმედებით, ჭურვს აჩქარებს. შეიძლება გასაგებად ეს ყოველივე ცოტა რთულია. მაგრამ ამ ელექტრომაგნიტურ ველს, ჭურვის აჩქარება 3-4 ბგერის სიჩქარემდე შეუძლია.

რელსური ქვემეხი 1920 წელს ფრანგმა ფოშონ ვიეპლემ გამოიგონა და სამი პატენტიც კი მიიღო. მაგრამ პარიზმა მის გამოგონებას ყურადღება არ მიაქცია და მისი ქმნილება სათანადოდ არ გამოიცადა. უკვე შემდეგომ ამ გამოგონებით აქტიურად ამერიკელები დაინტერესდნენ. დღესაც ელექტრომაგნიტური ქვემეხების სფეროში ისინი ყველაზე წინ არიან.

უახლოეს მომავალში ამ ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნილი 155 მმ-იანი ქვემეხი უახლეს ამერიკულ საესკადრო ნაღმოსნებზე დაყენდება. "ზუმვალტის" კლასის პირველი საესკადრო ნაღმოსნი, მწყობრში 2013 წლისთვის ჩადგება. ხომალდს საკმაოდ უცნაური ფორმები გააჩნია, რაც მასში "სტელს" ტექნოლოგიების გამოყენებით არის განპირობებული.


პირველი ქვემეხი VGAS, მაქსიმალურ 180 კმ-ის დისტანციაზე ისროდა და წუთში მიზნისკენ 12 ჭურვის გაშვება შეეძლო. ლულა ვერტიკალურად მაგრდებოდა და გასროლის შემდეგ მართვადი ჭურვი სამიზნისკენ თვითონ მიფრინავდა. შემდგომ მოთხოვნები შეიცვალა და XXI საუკუნის საესკადრო ნაღმოსნისთვის ახალი, 155 მმ-იანი ელექტრომაგნიტური ქვემეხი შეირჩა.

პირველი გასროლა 2001 წლის ოქტომბერში მოხდა. თანდათანობით იზრდებოდა სროლის დისტანცია - 2005 წელს ჭურვმა 110 კმ-ზე სამიზნე წარმატებით გაანადგურა. ფრენის ხანგრძლივობამ 280 წამი შეადგინდა. იმავე წელს ქვემეხის მწარმოებელ კომპანიასთან სამუშაოს გასაგრძელებლად დამატებითი კონტრაქტი გაფორმდა.

ხომალდზე ქვემეხი ავტომატურ მბრუნავ კოშკურაში განთავსდება. ჭურვების დატენვას სპეციალური მექანიზმი უზრუნველყოფს. შესაბამისად, ადამიანს მხოლოდ ღილაკზე თითის დაჭერა დასჭირდება. ყოველი გასროლის შემდეგ ლულა გაგრილებას საჭიროებს, რისი უზრუნველყოფაც წყლით ხდება. მისი რესურსი 3000 გასროლაა. ჭურვის საწყისი სიჩქარე - 825 მ/წ-ია, რაც 2970 კმ/სთ-ს შეესაბამება.

ელექტრომაგნიტური ქვემეხი, სპეციალურ ჭურვებს იყენებს. თითოს ფასი 35 ათასი დოლარია. ჭურვი 102 კგ-ს იწონის. აქედან 11 კგ ასაფეთქებელ ნივთიერებაზე მოდის. ერთი შეხედვით ეს არც ისე ბევრია. მაგრამ ფრენის სიჩქარის გათვალისწინებით, ჭურვს სამიზნის განადგურება მხოლოდ კინეტიკური ენერგიის ხარჯზეც შეეძლება. ჭურვი მართვადია. ამისთვის გასროლის შემდეგ მას პატარა სტაბილიზატორები ეშლება. სამიზნეს კი ის GPS-ის გამოყენებით ემიზნება.

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja