ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
ობამა ბუშის "გაფუჭებული საქმის" გამოსწორებას ცდილობს

ამერიკული ანალიტიკური ჟურნალი "ნეიშენლ ინთერესთ" ობამას ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკაზე სტატიას აქვეყნებს. პოლიტიკური მიმომხილველი ტედ გალენ კარპენტერი წერს, რომ ობამას ადმინისტრაცია ღიად ცდილობს რუსეთთან იმ ურთიერთობების "გადატვირთვას", რომელიც ბუშის ადმინისტრაციის მმართველობის ბოლო წლებში სერიოზულად გაფუჭდა.

"მართალია, ვაშინგტონს ტერმინი "გადატვირთვა" აშშ-ჩინეთის ასევე პრობლემურ ურთიერთობასთან მიმართებაში არ გამოუყენებია, თუმცა, როგორც სჩანს, ამოცანა იგივეა. თავდაცვის მინისტრი რობერტ გეითსი ორი ქვეყნის არმიებს შორის დიალოგის აღდგენას შეეცადა, რაც მსგავსი განზრახვების არსებობაზე მიუთითებს.
ერთი უკიდურესად მნიშვნელოვანი ფაქტორის გამო, ორივე მიზანი პრობლემებს აწყდება.

როგორც ჩანს, ხელისუფლებები მზად არ არიან შეეგუონ იმ ფაქტს, რომ მსოფლიოს სისტემაში ჩართული ნებისმიერი ძლიერი სახელმწიფო უშუალოდ მის მიმდებარე რეგიონში მოისურვებს და შეეცდება თავისთვის გავლენის სფეროს უზრუნველყოფას", - შენიშნავს კარპენტერი.

მისივე თქმით, სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა სახელი (სამწუხაროდ) იმით გაითქვა, რომ განაცხადა: გავლენის სფეროების კონცეფცია არქაული და მავნებელიაო, მაგრამ ეს, სახიფათოდ მცდარი მოსაზრებაა. რუსეთთან და ჩინეთთან აშშ-ს დაძაბული ურთიერთობა საპირისპიროს ადასტურებს.

"ბოლო და საკმაოდ მოუქნელი პროვოკაცია იყო ის, რომ მოსკოვი ვენესუელას დაპირდა, ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაში დაგეხმარებიო. არ არის გასაკვირი, რომ აშშ-ის "ქორებმა" ხმამაღლა დაიწყეს რუსეთის დადანაშაულება, რომ მოსკოვი ვერაგულად არღვევს "მონროს" დოქტრინას. მათი აღშფოთება ფარისევლურია, რადგან სწორედ ამ "ქორების" დიდი ნაწილი წარმატებით ცდილობდა ბალტიის ქვეყნების ნატო-ში გაწევრიანებას, ახლა კი აქტიურად უჭერენ მხარს ბალისტიკური რაკეტებისგან თავდაცვის სისტემის განთავსებას აღმოსავლეთ-ევროპაში და ნატო-ში უკრაინის და საქართველოს მიღებას, თითქოს რუსეთს არ გააჩნდა გონივრული მიზეზები მის გეოპოლიტიკურ ეზოში მსგავსი ქმედებები გაეპროტესტებინა", - წერს ჟურნალი.

ანალიტიკოსი ამბობს, რომ რუსეთმა კორექტულად უნდა დათმოს კომფორტული ურთიერთობები ჩავესთან, აშშ-მა კი უნდა შეწყვიტოს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის განთავსებასა და ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოვებაზე საუბარი. ვაშინგტონმა და მოსკოვმა უნდა აღიარონ, რომ გავლენის სფეროების კონცეფცია ცოცხალი და ჯანსაღია და მისი გაუმართლებელი დარღვევა ანადგურებს ურთიერთობების "გადატვირთვის" ყოველგვარ პერსპექტივას.

"კონდოლიზა რაისი არასწორი იყო. მოგვწონს ეს ჩვენ თუ არა, გავლენის სფეროები 21-ე საუკუნეშიც მსოფლიო პოლიტიკის მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება, განსაკუთრებით ზესახელმწიფოებს შორის ურთიერთობებში. აშშ-ის მხრიდან ამის გაცნობიერება და რეალობასთან შეგუება აუცილებელია", - წერს "ნეიშენლ ინთერესთ".

"ინტერპრესნიუსი"

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja