ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
რამზან კადიროვი: ”პუტინმა ჩეჩენი ხალხი გადაარჩინა”

პუტინისთვის ის მშვიდობის კაცია, მაგრამ ოპონენტებისთვის ტერორისტი. რუსეთის ფედერაციის რესპუბლიკის ჩეჩნეთის პრეზიდენტი აჯანყებულებზე, შერიგებაზე და მის მოსკოველ კერპზე გვესაუბრება.

- ბატონო კადიროვ, თქვენ უარი თქვით „ჩეჩნეთის პრეზიდენტის“ ტიტულზე, რადგან მიგაჩნიათ რომ რუსეთში პრეზიდენტი მხოლოდ ერთ ადამიანს უნდა ერქვას. როგორ მოგმართოთ?
- უბრალოდ რამზანი.

- ავსტრიის პროკურატურა გადანაშაულებთ, რომ გარეული ხართ ჩეჩენი ოპოზიციონერის უმარ ისრაილოვის მკვლელობის საქმეში, რომელიც 2009 წელს ვენაში მოკლეს. სასამართლოს სურს ვიდეო-კონფერენციის რეჟიმში დაგკითხოთ. რას იტყვით ამის თაობაზე?
- ავსტრიის მოვლენებთან არანაირი კავშირი არ მაქვს. ეს ძალიან კარგად იციან მათ, ვინც ამ ჭორს ავრცელებს. კადიროვის სახელის ხსენებით, ისინი მათთვის სასურველ პიარ-კამპანიას აწარმოებენ.

- მართლაც არსებობს თუ არა სიკვდილის ბრიგადები და დასახვრეტთა სია, რაზეც ავსტრიელთა „მწვანეების“ ლიდერი პეტერ პილცი საუბრობს?
- აბსურდული განცხადებებია! თუკი მას ასეთი სია აქვს, ის შესაბამის ორგანოებს უნდა წარუდგინოს. როგორც ჩეჩნეთის ლიდერს, მსურს მივმართო ავსტრიასა და ევროპაში მცხოვრებ ჩეჩნებს, მსგავს პროპაგანდას არ აჰყვნენ.

- ანუ არანაირი სია არ არსებობს?
- რა სია უნდა არსებობდეს, როდესაც ჩეჩნეთის ყოფილი მუფთი ბაი-ალი ტევსიევი ავსტრიიდან დაბრუნდა და დღეს ცენტრალური მეჩეთის იმამი და გროზნოს ვიცე-მერია? ასობით ადამიანი ბრუნდება სახლში. ისინი, ვინც მსგავს ჭორებს ავრცელებენ არაფრის გაგება არ სურთ იმის შესახებ, რომ ორი ომის შემდეგ ჩეჩნეთი აღდგენის პროცესშია და წარსულის იარებს იშუშებს.

- მაგრამ ბოლო დროს ტერორისტული თავდასხმების რაოდენობამ კვლავ იმატა. თქვენს მშობლიური სოფელ ცენტოროის და ჩეჩნეთის პარლამენტსაც კი თავს დაესხნენ.
- ვინ ამბობს, რომ ტერაქტების რიცხვი გაიზარდა?

- მაგალითად გენერალური პროკურორის მოადგილე, რომელმაც ოქტომბერში განაცხადა, რომ წელს 254 თავდასხმას ჰქონდა ადგილი.
- წელს არც ერთი ტერორისტული აქტი არ მომხდარა. ჩემთვის ეს სატანის შვილები არიან, ხალხის მტრები. ვგულისხმობ ადამიანებს, რომლებიც თავიანთ ბნელ საქმეებს სჩადიან. ჩემი სამშობლო ცენტოროი ძალიან სტაბილური ადგილია. იქ ვინც შევა, უკან ვეღარ გამოვა. სიკვდილის 12 კანდიდატი ადგილზე გავანადგურეთ. ჩვენ მათ გავანადგურებთ რამდენიმე წუთში, სადაც არ უნდა გაჩდნენ. იგივე მოხდა პარლამენტზე თავდასხმის დროს. ასეთი რამდენიმე ათეული ადამიანი დარჩა, მაგრამ მათაც გავანადგურებთ. ამის გაკეთება კარგად გვეხერხება.

- მაგრამ თავდასხმები ხომ გრძელდება.
- ტერორისტები მსოფლიოში ყველგან არიან, მაგრამ როგორც კი ისინი ჩნდებიან რუსეთში და განსაკუთრებით ჩეჩნეთში, ეს დიდ ინტერესს იწვევს და ამას ყოველთვის ჩემს სახელს უკავშირებენ, თუმცა ამ დროს ჩვენთან აბსოლუტური სიმშვიდეა.

- როგორ აღმოჩნდნენ ტერორისტები ცენტოროიში?
- იქ შესვლა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. ცენტოროი ყველასთვის გახსნილია, იქ უსაფრთხოების არანაირი განსაკუთრებული ზომები არ ტარდება.

თქვენ რამდენჯერმე განაცხადეთ, რომ გაქვთ იმის მტკიცებულება, თითქოს დასავლეთის სპეცსამსახურები რუსეთის დასუსტების მიზნით მხარს უჭერენ ტერორისტებს. რა მტკიცებულებებზე საუბრობთ?

- ახლაც ასე მიმაჩნია. ნომერ პირველმა ტერორისტმა აჰმედ ზაკაევმა ლონდონში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო.

- ემიგრაციაში მყოფი სეპარატისტული მთავრობის პრემიერ-მინისტრს გულისხმობთ?
- ზაკაევი ტერორისტების მეთაურია. სწორედ მან შეაგროვა ფული მამაჩემის, ჩეჩნეთის პირველი პრეზიდენტის აჰმად კადიროვის მკვლელობისთვის, ის აფინანსებდა ცენტოროიზე და პარლამენტზე თავდასხმას. ევროპა თითქოს ებრძვის ტერორისტებს, თუმცა ჩვენს ტერორისტებს იცავს. ბევრი ჩეჩენი ტერორისტი თავისუფლად გადაადგილდება პოლონეთის, ავსტრიის და ინგლისის ტერიტორიაზე.

- გადაცემის პროცედურის დროს წარმოდგენილი მტკიცებულებები აბსოლუტურად არ შეესაბამებოდა საერთაშორისო სტანდარტებს.
- ის ადამიანები, რომლებმაც უარი სთქვეს ტერორიზმზე, განაცხადეს რომ მათ წლობით ამზადებდნენ ქართული და დასავლური სპეცსამსახურების წარმომადგენლები, მათ „სტინგერის“ რაკეტებითაც კი აიარაღებდნენ. რატომ გზავნიან ჩვენთან ჩვენი ქართველი ძმები სააკაშვილის ხელმძღვანელობით ამ სატანის შვილებს? შეერთებული შტატებიდან ბრძანების გარეშე სააკაშვილს სუნთქვაც კი არ შეუძლია. თუკი შეერთებული შტატები ჩრდილოეთ-კავკასიაზე კონტროლს მოიპოვებს, ისინი უფრო მეტად დაიწყებენ საკუთარი პირობების კარნახს.

- და რაში სჭირდება ეს შეერთებულ შტატებს?
- იმისთვის რომ რუსეთმა ვერ იგრძნოს თავი უსაფრთხოდ. ადრე ეს უკრაინის გზით კეთდებოდა, მაგრამ დღეს მადლობა ალაჰს, ხელისუფლებაში კვლავ ნორმალურად მოაზროვნე ხალხია. კავკასია რუსეთის საზღვარია, თუმცა ამავდროულად ბევრი თვალსაზრისით ცენტრალური რეგიონიც. მე კიდევ ბევრი მაგალითის მოყვანა შემიძლია, მაგრამ ყველა კარტის გახსნა არ მსურს.

- ჩრდილოეთ-კავკასიაში ტერორისტთა იატაკქვეშეთი ისლამისტებად და სეპარატისტებად გაიყო. რას ნიშნავს ეს ჩეჩნეთისთვის?
- ჩვენთვის ამას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. ისინი საკუთარ თავს ესვრიან და დაე ასე განაგრძონ, ეს დამატებით ადასტურებს იმას, რომ მათ ადამიანები არ ანაღვლებთ. ისინი ხალხს ჯიჰადისკენ უბიძგებენ, საკუთარ შვილებს კი ომში არ გზავნიან. მათი შვილები უცხოეთში ცხოვრობენ, საუკეთესო უნივერსიტეტებში სწავლობენ. არ მესმის, მაგალითად იმისთვის რომ სამოთხეში მოხვდნენ თავი არ უნდა გაწირონ?

- თქვენ შექმენით კომისია, რომელიც სისხლის აღების წესს ბრძოლას გამოუცხადებს. ამავდროულად პირობა დადეთ, რომ ზაკაევზე შურს იძიებთ. ეს როგორ უნდა გავიგოთ?
- მე ზაკაევს პირადად დავემუქრე, ნათესავები კი ტერორის მსხვერპლნი არიან. მოგვწონს ეს თუ არა, ჩვენს ხალხში სისხლის აღების ტრადიციას ასე მარტივად ვერ მოვსპობთ. ის ჯერ კიდევ იმ დროს გაჩნდა, როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტები არ არსებობდა. უხუცესთა საბჭო წელიწადში ერთხელ იკრიბებოდა და სამართალს აღადგენდა. დარჩენილ დროში სისხლის აღების წესი კანონის შენარჩუნებას უწყობდა ხელს. ამიტომ ეს ტრადიცია ჩვენთან შემორჩა და ის იმ ტურებზეც ვრცელდება, რომლებიც ცენტოროის თავს დაესხნენ.

… და რომლებსაც თქვენ უმალ გაუსწორდით.
- რა საჭიროა ნაკვალევზე სიარული, თუკი შენ დათვი უკვე დაინახე? ჩვენ ვერ გავაუქმებთ სისხლის აღების წესს, მაგრამ შეგვიძლია შერიგებას დავუჭიროთ მხარი. 306 გვარს შორის არსებული 153 კონფლიქტის შემთხვევაში ეს შევძელით. ზოგჯერ სისხლის აღების წესი 100 წლის განმავლობაში გრძელდებოდა, მაგრამ ზაკაევთან შერიგება გამორიცხულია. ის ებრძვის ისლამს, ხალხს და კანონს.

- თუმცა ახლახან თქვენ მას თანამშრომლობისკენ და დაბრუნებისკენ მოუწოდეთ.
- შესაძლოა, სპეცსამსახურებმა მას დაბრუნება აუკრძალეს, შეიძლება ზაკაევი ნარკოტიკზე დამოკიდებული გახდა. ეს ადამიანები, რომლებიც ნორმალურ ცხოვრებას არ არიან მიჩვეულები, ევროპას პრობლემებს შეუქმნიან. მგლის მოშინაურებას აზრი არა აქვს, ის მაინც ტყისკენ იყურება.

- უფლებადამცველი ორგანიზაციები მუდმივად იუწყებიან ამნისტირებულ აჯანყებულებზე თავდასხმებისა და უდანაშაულო ადამიანების დაპატიმრების შესახებ. მათი თქმით, ჩეჩნეთის სამართალდამცავი ორგანოები ამ ადამიანებს იმ საბაბით აპატიმრებენ, რომ ისინი ტერორისტები ან მათი მხარდამჭერები არიან.
- რისთვის სჭირდებათ სამართალდამცავ ორგანოებს ამის გაკეთება, მით უფრო როცა მათი ზოგიერთი დანაყოფი, სწორედ ასეთი ამნისტირებული ადამიანებისგან შედგება? ამას არასდროს არ დავუშვებ, რადგან მამაჩემმა მიაღწია ამ ამნისტიას და მე მის გარანტად დამნიშნა. ჩემზე მსგავსი სისულელის წერა როგორ შეიძლება, ის ხომ ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია და ვერც ერთი სასამართლო მას ვერ გაიზიარებს.

- ეს ბრალდებები არ არის თქვენს წინააღმდეგ მიმართული.
- ამას არ მოვითმენ. ჩვენთან არსებობენ ისეთი ელემენტები, რომლებიც ორ კაპიკად მსგავს სისულელეებს იგონებენ. თუკი დამნაშავე ვარ, დამიმტიკცეთ! ასეთ შემთხვევაში დავწყნარდები, ყურანს, კონსტიტუციას და კანონებს მეტი მონდომებით დავიზუთხავ. მე მხოლოდ ალაჰის მეშინია. ჯოჯოხეთის ცეცხლს ვერ გავუძლებ.

- რამდენად მჭიდრო კავშირები გაქვთ მოსკოვთან? თითქმის ყველა მოსახვევში ჰკიდია თქვენი, მამათქვენის და ვლადიმერ პუტინის პორტრეტები.
- ცუდი იქნებოდა ხალხი რომ ამ პორტრეტებს ხევდეს, მაგრამ ისინი გვიფრთხილდებიან, რადგან ვუყვარვართ. ჩვენ სწორ გზას ვადგავართ: პუტინი-კადიროვი.

- თქვენ პუტინის მიმართ რა გრძნობები გაქვთ, ძმური? თუ ეს სიყვარულია? ან მამა-შვილური ურთიერთობა?
- მე მხოლოდ ერთი მამა მყავს და მას აჰმად კადიროვი ჰქვია. პუტინმა ძალიან ბევრი რამ გააკეთა ჩეჩენი ხალხისთვის. მან ჩვენი ხალხი გადაარჩინა. მამაჩემის სიკვდილის შემდეგ პოლიტიკაში და ეკონომიკაში გამოუცდელი ვიყავი, მხოლოდ იარაღთან შემეძლო ურთიერთობა. მიუხედავად ამისა, პუტინმა ნდობა გამომიცხადა და ეს ნდობა ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ამიტომ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში სიყვარულზეც შეიძლება საუბარი, მიუხედავად იმისა რომ საქმე მამაკაცებს ეხება. მე ამ ადამიანს უდიდეს პატივს ვცემ და მას არასდროს ვუღალატებ. მას მამაკაცური ხასიათი აქვს, შესანიშნავი ადამიანური თვისებები გააჩნია და არაჩვეულებრივი სახელმწიფო მოღვაწეა.

- ის თქვენი კერპია?
- დიახ, ჩემი კერპია.

- ჩეჩნეთი დამოუკიდებლობისკენ აღარ მიისწრაფვის. ეს პუტინთან თქვენი ურთიერთობებით აიხსნება, თუ სხვა ფაქტორებია წამყვანი?
- ჩვენმა ხალხმა რეფერენდუმზე ასე გადაწყვიტა და ეს პუტინზე ან კადიროვზე დამოკიდებული არ არის.

- კიდევ რის გაკეთებას აპირებთ იმისთვის, რომ ახალგაზრდა მერძოლები ტყეებიდან გამოვიდნენ? თუ ყველაფერი რისი გაკეთებაც შეიძლებოდა, უკვე გაკეთებულია?
- ახალგაზრდობა ბრუნდება. მთებში ახალგაზრდები თითქმის აღარ არიან. იქ მხოლოდ ვირთხები დარჩნენ, რომლებიც ხალხს კლავენ. მათ ესმით რომ საზოგადოებაში საკუთარ ადგილს ვეღარ იპოვნიან.

- რამდენ ხანს აპირებთ ჩეჩნეთის სათავეში დარჩენას? არ დაიღალეთ?
- როგორ შეიძლება დაიღალო, როდესაც გესმის რომ ხალხისთვის რაღაც სასარგებლოს აკეთებ? ხალხი მადლიერია. რამდენიმე დღის განმავლობაში ათასამდე ბრძანება გავეცი, რაც ერთი თვის განმავლობაში შესრულდა. 14 ათას ჩეჩენს პრობლემა მოვუგვარე.

კლაუს ჰელგე-დონატი

ForeignPress

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja