ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
რუსეთი ნაურუს ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარების სანაცვლოდ 50 მლნ დოლარს გადაუხდის

სოხუმის რეჟიმის ლიდერმა, სერგეი ბაღაფშმა ნაურუს რესპუბლიკის პრეზიდენტს აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება სთხოვა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "აპსნი პრესი" იუწყება.

პრეზიდენტ მერკუს სტივენის სახელზე დაწერილი მიმართვა ბაღაფშმა ნაურუს საგარეო საქმეთა, ვაჭრობისა და ფინანსთა მინისტრს კირენ კეკეს გადასცა, რომელიც აფხაზეთში ვიზიტით იმყოფება.

სერგეი ბაღაფშთან შეხვედრაზე კეკემ აღნიშნა, რომ ნაურუში აფხაზეთის შესახებ მხოლოდ დასავლური მედიიდან იციან და აფხაზეთში ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია.

”მას შემდეგ, რაც 1967 წელს ჩვენ დამოუკიდებლობა მივიღეთ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმ ქვეყნების აღიარება, რომლებიც დამოუკიდებლობისთვის იბრძვიან. 1967 წელს ნაურუს მხარდასაჭერად რუსეთის ხმა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იყო. მაგრამ თქვენ გჭირდებათ როგორც ყველაზე დიდი, ისე ყველაზე პატარა სახელმწიფოების მხარდაჭერა, რადგან გაერო-ში ქვეყნის ზომას მნიშვნელობა არ აქვს”, - განაცხადა კეკემ.

პასუხად ბაღაფშმა განაცხადა, რომ აფხაზეთიც პატარა სახელმწიფოა, მაგრამ ამის გამო აფხაზეთი თავს რომელიმე სახელმწიფოზე ნაკლებად მნიშვნელოვნად არ მიიჩნევს.

აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების მზადყოფნის შესახებ კირენა კეკემ 13 დეკემბერს განაცხადა. როგორც გაზეთ ”კომერსანტისთვის” გახდა ცნობილი, ამ განცახდებას წინ უსწრებდა კირენა კეკესა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შხვედრა, რომლის დროსაც მოსკოვის მიერ ნაურუსთვის ფინანსური დახმარების საკითხიც განიხილეს.

გაზეთის ინფორმაციისთ, ნაურუს მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება რუსეთს შესაძლოა 50 მლნ დოლარი დაუჯდეს.

ნაურუს რესპუბლიკას დამოუკიდებლობის აღიარება ე.წ. სამხრეთ ოსეთმაც სთხოვა.

"ინტერპრესნიუსი"

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja