საუდის არაბეთის ხელისუფლებამ 30 ქალს სამხედრო სამსახურში მუშაობის უფლება მისცა. ქალები ბაჰრეინისა და კატარის საზღვრებზე პასპორტებს შეამოწმებენ. ყველა მათგანი სამხედრო რიგითის წოდებას მიიღებს.
ქალები აქამდეც მუშაობდნენ სასაზღვო პუნქტებზე. თუმცა, ისინი მხოლოდ ქალების ბარგს ამოწმებდნენ და სამოქალაქო პირების სტატუსი ჰქონდათ.
საუდის არაბეთში ქალები შარიათის მკაცრ კანონებს ემორჩილებიან. მათ მანქანის ტარება ეკრძალებათ. აუცილებელია გარეთ გასვლისას ქალს ვინმე ახლდეს. როგორც წესი, ეს ადამიანი მამა, ქმარი ან ძმაა.
მეფე აბდალის ხელისუფლება ქალის სტატუსის ასამაღლებლად ზომიერ რეფორმებს ატარებს. 2005 წელს ქალებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება მისცეს. ასევე, ქვეყანაში გახსნილია უნივერსიტეტი, სადაც ქალები და კაცები ერთად სწავლობენ.
თუმცა, რეჟიმის კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ რეფორმები საკმაოდ ნელა მიმდინარეობს და მას დეკორატიული ხასიათი აქვს. კრიტიკოსები მეფეს ბრალს სდებენ, რომ მას გავლენიან რელიგიურ ლიდერებთან კონფლიქტი არ სურს.
მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.