ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
ცივი ომი - ამერიკული ბირთვული რაკეტები
MGM-31 Pershing



1975 წელს ბირთვული შეიარაღების თვალსაზრისით ნატომ დაკარგა უპირატესობა საბჭოთა კავშირზე ( იხილეთ გრაფიკი )ხოლო საბჭოთა კავშირის შეიარაღებაში პიონერის ტიპის რაკეტებს გამოჩენით საქმე უფრო გართულდა. ნატოს პასუხმაც არ დააყოვნა და 1979 წლის 12 დეკემბერს ნატომ ევროპაში დამატებით 572 ბირთვული რაკეტა განათავსა. 464 ხომალდებზე, ხოლო 108 პერშინგ 2 ტიპის რაკეტები (MGM-31 Pershing) კი ხმელეთზე. სახომალდო რაკეტებიდან 160 განთავსდა ინგლისში, 96 დასავლეთ გერმანიაში, 112 იტალიაში, 48-48 კი ბელგიასა და ჰოლანდიაში. ასრვავე პერშინგის რაკეტა დასავლეთ გერმანიაში იყო დისლოცირებული.

პირველი პერშინგის ტიპის რაკეტა (საცდელი ეგზემპლარი) გაისროლეს 1960 წლის 25 თებერვალს, ხოლო ფრენის 2-ივე საფეხური 1962 წლის იანვარიში გამოიცადეს. ტრანსპორტირებისათვის გამოიყენებოდა M474 ტიპის მუხლუხოებიანი მანქანა. თითოეულ ოცეულში შედიოდა 4 ასეთი მანქანა. რაკეტის დასამიზნებლად გამოიყენებოდა AN/TRC-80 ტიპის სისტემა, რომელიც კომპანია Collins Radio Company-იმ პერშინგისათვის დაამზადა. რაკეტის ძირითადი ამოცანა ბირთვული ომის დაწყების შემთხვევაში დროულად საპასუხო დარტყმის მიყენება იყო. პიონერის მსგავსად
პერშინგიც მოძრავ შასიზე იყო დაყენებული მაგრამ მას თ ... კითხვის გაგრძელება »

ჩამოგდებული "ფანტომი" და სირიაზე საჰაერო შეტევისათვის მზადება


22 ივნისს სირიის მიერ თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავის ჩამოგდება გახდა საბაბი იმისა, რომ NATO-ს წევრი თურქეთი ალიანსისგან ითხოვს სირიის თავზე არასაფრენი ზონის გამოცხადებას, როგორც ეს ლიბიის შემთხვევაში მოხდა.

ასადის რეჟიმი დასავლეთს უკვე ყელზე ადგას და რომ არა რუსეთისა და ჩინეთის საწინააღმდეგო პოზიცია, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი დიდი ხნის წინ დაიწყებდა წერტილოვან საჰაერო დარტყმებს პრეზიდენტ ასადის რეზიდენციებსა და სირიის სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებზე.

ასადის რეჟიმის წინააღმდეგ NATO-ს შესაძლო საჰაერო ოპერაციას უეჭველად მხარს დაუჭერს თურქეთის, იორდანიის, საუდის არაბეთისა და შეიძლება - ერაყის ხელისუფლებაც. ისრაელი სირიის წინააღმდეგ ბრძოლაში აშკარად არ ჩაებმება, მაგრამ უდავოა, თელ-ავივს ხელს აძლევს იმ მეზობელი ქვეყნის დასუსტება, რომელთანაც დღემდე "ცივი ომის" მდგომარეობაში იმყოფება.

ერთადერთი ქვეყანა, რომელიც კბილებით დაიცავს ბაშარ ასადის რეჟიმს, ირანია. თეირანში კარგად აცნობიერებენ, რომ სანამ სირიაში სამოქალაქო ომი მიმდინარეობს და დასავლეთს პრეზიდენტ ასადის პრობლემა ვერ მოუგვარებია, აშშ ირანისთვის ვერ მოიცლის.

ცნობილია სცენარიც, თუ როგორ შეიძლება იმოქმედონ დასავლეთის კოალიციურმა ძალებმა სირიის ხელისუფლების წინააღმდეგ: წერტილოვანი საჰაერო დარტყმები განხორციელდება სირიის საჰაერო თავდაცვის სისტემების, აეროდრომების, საკომუნიკაციო საშუალებების გასანადგურებლად და თუ გაუმართლ ... კითხვის გაგრძელება »

ცივი ომი - საბჭოთა ბირთვული რაკეტები


ნაწილი მეორე - საბჭოთა ბირთვული რაკეტები - სატანა

P-36 (ინგლისურად R-36, ნატოს კლასიფიკაციით SS-18 Satan - სატანა) ყველაზე ძლიერი საბჭოთა ბირთვული რაკეტა. თავდაპირველ ვარიანტი იყო 8K67 ნატოს კლასიფიკაციით SS-9 Scarp. შემდეგი ვერსია R-36M კი ნატოს კლასიფიკაციით SS-18 Satan. ამერიკელი ანალიტიკოსების აზრით ეს რაკეტა საბჭოთა კავშირს აძლევდა შესაძლებლობას მიეღწია ამერიკის ტერიტორიაზე ისე, რომ ამერიკულ რაკეტსაწინაღმდეგო სისტემას ვერაფერი მოემოქმედებინა. სანატას ტიპის რაკეტას შეუძლია ავიდეს კოსმოსში, იქ დაიშალოს და მოწინააღმდეგის თავზე 10 ცალი ბირთვული ბომბი (ქობინი) ჩამოეგდო. თითოეულის აფეთქების ძალა საშუალოდ 20 მეგატონა, ანუ 20 000 კილოტონა - 2.5-ჯერ უფრო ძლიერია აფეთქების ძალა ვიდრე ტოპოლის ტიპის რაკეტის აფეთქებისას.

R-36 (SS-9 Scarp)
ვარიანტი პირველი - მიჰქონდა ერთი ბირთვული ქობინი, სიმძლავრე - 18 მეგატონა.
ვარიანტი მეორე - მიჰქონდა ერთი ბირთვული ქობინი, სიმძლავრე - 25 მეგატონა.
ვარიანტი მესამე - ჩაფიქრებული იყო როგორც რაკეტა, რომლიც კოსმოსში - დაბალ ორბიტაზე მიფრინავდა - არ შექმნილა.
ვარინტი მეოთრე - მიჰქონდა 3 ცალი ბირთვული ქობინი.

R-36M (SS-18)
ვარიანტი პირველი: აქვს ერთი ბირთვული ქობინი სიმძლავრით 18-25 მეგატონა
ვარიანტი მეორე: აქვს 8 ბირთვული ქობინი სიმძლავრე 0,5-1,5 მეგატონა
ვარიანტი მესამე: პირვერლი ვარიან ... კითხვის გაგრძელება »

ცივი ომი - საბჭოთა ბირთვული რაკეტები


მოკლედ გადავწყვიტე, რომ დავწერო იმ შეიარაღების შესახებ, რომელსაც ცივი ომის დროს ქმნიდა ორივე მხარე. დავიწყებ ბირთვული რაკეტებით და მერე დავამატებ რაღაცეებსაც....

მოკლედ დავიწყოთ საბჭოთა ბალისტიკური რაკეტებით.
საბჭოთა კავშირი ცივი ომის დროს იყო ერთადერთი მხარე რომელსაც გააჩნდა მობილური კონტინენტსაერთაშორისო ბალისტიკური რაკეტები (ნატოსაც ჰქონდა ბალისტიკური რაკტები მობილურ დანადგარებზე, მაგრამ მოქმედების დიდი რადიუსი არ გააჩნდათ). ესენი იყვნენ:
RSD-10 Pioneer
RT-2PM Topol და მისი მოდერნიზირებული ვარიანტი RT-2UTTKh Topol-M.
ორივე (სამივე) ტიპის რაკეტა მოსკოვის თერმული ტექნოლოგიების ინსტიტუტში შიექმნა, რომელსაც ხენლმძღვანელობდა ჩვენი თანამემამულე ალექსანდრე ნადირაძე.

RSD-10 Pioneer

შეიარაღებაში იყო: 1976-1988 წლებში
წონა - 37 ტონა
სიგრძე - 16,5 მეტრი
საბრძოლო ქობინი - 3 ცალი 150 კილოტონიანი ბირთვული ქობინი
მოქმედების რადიუსი - 5,500 კილომეტრი

ამერიკას და მთლიანად დასავლეთს ამ რაკეტების ეშინოდათ არა იმიტომ რომ ისინი გამანადგურებელი ძალის მატარებელნი იყვნენ, არამედ იმიტომ რომ ბირთვული ომის დაწყვების შემთხვევაში, ამერიკას საბჭოთა კავშირი რომ გადაებუგა ციმბირში დამალული ეს მობილური დანადგარები მაინც დაუშენდნენ რაკეტებს დასავლეთს. მათი ადგილმდებარეობა ... კითხვის გაგრძელება »

რუსეთი ბაიკონურის გარეშე რჩება?

რუსული "როსკოსმოსი" სერიოზული პრობლემის წინაშე დგას. ზაფხულში, ყაზახეთში მდებარე ბაიკონურის კოსმოდრომიდან, "სოიუზის" ტიპის რაკეტა-მატარებლის სამი გაშვებაა დაგეგმილი. თუმცა, ამას ყაზახეთის შესაბამისი ნებართვა სჭირდება.

კოსმოსში "სოიუზების" გაშვებისას, რაკეტის პირველი საფეხური, ყაზახეთის დაუსახლებელ ტერიტორიაზე ვარდება. ეს პრობლემა კოსმოდრომის არსებობის მთელი დროის განმავლობაში არსებობს. თუმცა ყაზახეთის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩამოყალიბების შემდეგ, ამ პრობლემის გადაჭრა, ყოველთვის ხერხდებოდა.

"როსკოსმოსის" წარმომადგენლების თქმით, აკრძალვის გამო, ორბიტაზე სამი რუსული და ოთხი უცხოური თანამგზავრის გაშვების საკითხი, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

პირველი თანამგზავრი, ევროპული მეტეოროლოგიური სააგენტოს MetOp-B-ს სტარტი 23 მაისს უნდა განხორციელებულიყო. 7 ივნისს დღის წესრიგში ორი რუსული, თითო ბელორუსული, კანადური და გერმანული თანამგზავრების გაშვების საკითხი დგას. აგვისტოს ბოლოს კი კიდევ ერთი რუსული კვლევითი თანამგზავრის გაშვება იგეგმება.

ბაიკონურის კოსმოდრომის მშენებლობა 1955 წელს დაიწყო. მშენებლობა რთულ კლიმატურ პირობებში მიმდინარეობდა - ზაფხულში +40 0C, ზამთარში -30 0C. რაკეტის სასტარტო პოზიციის მომზადებისას, მილიონი კუბური მეტრი მიწა ამოიღეს. მშენებლობა უსწრაფესი ტემპებით მიმდინარეობდა. პირველი სასტარტო პოზიცია უკვე 1957 წელს ჩაიბარეს. იმავე წლის 4 ოქტომბერს, ბაიკონურიდან მსოფლიოში პირველი ხელ ... კითხვის გაგრძელება »

ამერიკა ატომურ უპილოტოს ქმნის?


უკვე არაერთხელ დადასტურდა, რომ ადამიანის შესაძლებლობებს ზღვარი არ გააჩნია. თავისი არსებობის მანძილზე, ადამიანმა არაერთი უჩვეულო და ერთი შეხედვით წარმოუდგენელი შესაძლებლობების მქონე მანქანები შექმნა. განსაკუთრებული წარმატებები ენერგიის ათვისებაში შეიმჩნევა. ნახევარ საუკუნეზე მეტია, რაც ადამიანი თავის სასარგებლოდ ატომური ენერგიას იყენებს.

სამრეწველოს გარდა, ატომური რეაქტორების გამოყენება სამხედრო სფეროში არანაკლებ აქტიურად ხდება. წყალქვეშა ნავები, რომლებზეც ენერგიის გამომუშავებას ატომური რეაქტორი ახდენს, უკვე აღარავის უკვირს. მცირე ზომის ატომური რეაქტორებს სამხედრო დანიშნულების სადაზვერვო და ზოგიერთ კვლევით კოსმოსურ თანამგზავრზეც იყენებენ (ამ უკანასკნელის ყველაზე ნათელი მაგალითი "ვოიაჯერის" ტიპის თანამგზავრებია).

უკვე რამდენიმე ათწლეულია, რაც ადამიანი ატომური ენერგიის გამოყენებას ავიაციაშიც ცდილობს. არც ისე დიდი ხნის წინ, აშშ-ის ერთ-ერთმა ნაციონალურმა ლაბორატორიამ საზოგადოებას საკმაოდ საინტერესო დოკუმენტი წარუდგინდა. დოკუმენტს თუ ვენდობით, გამოდის, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში არსებული ჭორები უსაფუძვლო არ ყოფილა - ამერიკელი მეცნიერები რეალურად მუშაობდნენ ატომურრეაქტორიან ახალი თაობის უპილოტო საფრენ აპარატზე.

რა თქმა უნდა, ხსენებულ დოკუმენტში ამ საფრენ აპარატზე ზოგადი საუბარია. არ არის დასახელებული არც მისი ნიშნული, არც მიახლოებითი შესაძლებლობები და მახასიათებლები. თუმცა ჯერ კიდევ 3 წლის წინ, ... კითხვის გაგრძელება »

დირიჟაბლების ეპოქა ბრუნდება

ისტორიის განმეორების მხრივ, გამონაკლისს არც სამხედრო საქმე წარმოადგენს. ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი დირიჟაბლებია.

ამ ტიპის საფრენმა აპარატებმა თავის დროზე საბრძოლო მოქმედებებშიც მოასწრეს მონაწილეობის მიღება. ინგლისელებიც და გერმანელებიც დიდ დირიჟაბლებს ბომბდამშენების სახით იყენებდნენ. არანაკლებ აქტიურად მათ სამოქალაქო დანიშნულებითაც მოიხმარდნენ. 1930-იან წლებში დირიჟაბლები ევროპისა და აშშ-ის დამაკავშირებელი ერთ-ერთი საშუალება იყო.

ამჟამად, ამერიკაში ერთ-ერთი ბრიტანული კომპანიის მიერ შექმნილი ჰიბრიდული კონსტრუქციის დირიჟაბლი გადის გამოცდას. დირიჟაბლები, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში ეგზოტიკურ საფრენ აპარატებად ითვლებოდნენ (1930-იანი წლებში რამდენიმე კატასტროფის შემდეგ, მათი გამოყენება შეწყდა), აშშ-ის არმიის შეიარაღებაში კვლავ გამოჩნდებიან. ამერიკელი სამხედროები მათ გამოყენებას ავღანეთში აპირებენ. მაგრამ თავად ბრიტანეთში, რომელიც დირიჟაბლების სამშობლოა, სამხედროები მას სკეპტიკურად უყურებენ.

ჰიბრიდული კონსტრუქციის დირიჟაბლებს თავისი პლუსები აქვთ. მათ მცირე ფრთები აქვთ, რომლებიც წონის 40 %-ის კომპენსირებას ახდენენ. ჩართული ძრავებით მიწაზე მათი დაკავება უფრო მარტივია და ფრენისას სამჯერ ნაკლები ბალასტიც სჭირდება.

სხვა საფერნი აპარატებისგან განსხვავებით, დირიჟაბლი გაცილებით სიცოცხლისუნარიანია. ოთხიდან მხოლოდ ერთი ძრავის მუშაობის შემთხვევაშიც კი, ის ფრენას განაგრძობს. რისი შესაძლებლობაც თითქმის ... კითხვის გაგრძელება »

რუსეთი უპრეცენდენტო ნაბიჯზე მიდის


რუსეთსა და ჩინეთს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები საბრძოლო თვითმფრინავის შეძენაზე, ფინალურ სტადიაში გადავიდა. ამ შემთხვევაში საუბარი Су-35-ის ტიპის მრავალფუნქციურ გამანადგურებლებზეა, რომლის შეძენასაც ჩინური მხარე 48 ერთეულის ოდენობით აპირებს.

თავისი დაინტერესება ამ საბრძოლო თვითმფრინავის მიმართ, ჩინელებმა პირველად ჯერ კიდევ 2008 წელს, ავიაკოსმოსური გამოფენა Airshow China-ს დროს გამოხატეს. 2010 წელს უცხოურმა მედიასაშუალებებმა ამ ფაქტთან დაკავშირებით რამდენიმე ინფორმაცია გაავრცელეს. მაგრამ მაშინ ეს ინფორმაცია სატყუარად მიიჩნიეს, რადგან არავის სჯეროდა, რომ რუსეთი ამ ტიპის თვითმფრინავების გაყიდვას დათანხმდებოდა, მით უმეტეს ჩინეთისთვის.

არსებული ინფორმაციით, კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში, ჩინეთს 48 ერთეულ Су-35-ში 4 მილიარდი დოლარის გადახდა მოუწევს. ეს ჩინეთსა და რუსეთს შორის სამხედრო თანამშრომლობის სფეროში ყველაზე ძვირადღირებული გარიგება იქნება. ამავე დროს, ეს იქნება Су-35-ის მიწოდებაზე პირველი საექსპორტო კონტრაქტი.

მთავარი პირობა, რომლის შესრულებასაც რუსეთი ჩინეთისგან ითხოვს, რუსული თვითმფრინავების კოპირებაზე უარის თქმაა. ამ პირობის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, რუსეთი იტოვებს კონტრაქტის დარღვევის უფლებას, მისი მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე.

სამხედრო ტექნიკის სფეროში, ჩინეთი რომ "დაქსეროქსების" სპეციალისტია, ახალი არ არის, მაგრამ ამგვარი პლაგიატისგან, ყველაზე მეტად სწორედ რუსეთი ზა ... კითხვის გაგრძელება »

სუხოის საფრონტო გამანადგურებელი T-50 / PAK FA


ტაქტიკურ–ტექნიკური მახასიათებლები

ფუნქცია– სტელსის მრავალფუნქიური გამანადგურებელი
მწარმოებელი ქვეყანა– რუსეთი
მწარმოებელი კომპანია– სუხოის საკონსტრუქტურო ბიურო
პირველი გაფრენა– 2010 წლის 29 იანვარი
ექსპლუატაციაში შესვლის თარიღი– 2015–2016
სტატუსი– სატესტო/წარმოებაში ჩასაშვები
ძირითადი მომხმარებლები– რუსეთი
წარმოების ოდენობა– 4
პროგრამის ღირებულება– 10 მილიარდი ა.შ.შ. $
ოფიციალური ღირებულება– 47.5 მილიონი ა.შ.შ. $
მოდელი– Sukhoi/HAL FGFA

სიგრძე: 19.8 m (65.9 ft)
ფრთების შლილი: 14 m (46.6 ft)
სიმაღლე: 6.05 m (19.8 ft)
ფრთის ფართობი: 78.8 m2 (848.1 ft2)
ცარიელის წონა: 18,500 kg (40,785 lb)
დატვირთულის წონა: 26,000 kg (57,320 lb)
სასარგებლო ტვირთი: 7,500 kg (combat load) (16,534 lb)
მაქს. ასაფრენი წონა: 37,000 kg (81,570 lb)
ძალური დანადგარი: 2 × AL-41F1 for prototypes[N 1][98] turbofan, 147 kN (33,047 lb) for პროტოტიპები;[99] 157+ kN (34,620+ lbf) for definitive engine version[99] each
საწვავის ამწეობა: 10,300 kg (22,711 lb)[96]
მაქს. სიჩქარე: Mach 2+, 2,100-2,600 km/h[96][100][98] ... კითხვის გაგრძელება »

საემიროები "ოსპრეიებით" დაინტერესდნენ

გაერთიანებულ არაბთა საემიროებში, გამოფენა Dubai Air Show-ზე ცნობილი გახდა, რომ გამოფენის მასპინძელი სახელმწიფო V-22 Osprey-ს ტიპის ამერიკული კონვერტოპლანებით დაინტერესდა. ამჟამად მხარეები წინასწარ მოლაპარაკებებს აწარმოებენ და მომავალი კონტრაქტის შესაძლო პირობებს განიხილავენ.

საფრენი აპარატის მწარმოებელი კომპანია Bell Helicopter-ის პრეზიდენტ ჯონ ჰარისონის თქმით, დაინტერესება ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებმაც გამოხატეს. მისი აზრით, V-22-ის პირველი იმპორტიორი სწორედ ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფო იქნება.

მსოფლიო ბაზარზე 1999 წლიდან მოყოლებული, ამ კონვერტოპლანის გატანის და გაყიდვის ყველა მცდელობა წარუმატებლად სრულდებოდა. შესაბამისად, დღეს აშშ მისი ერთადერთი ოპერატორია. სხვასდასხვა დროს "ოსპრეით" დიდი ბრიტანეთი, ისრაელი და ნორვეგია დაინტერესდნენ. მაგრამ მოლაპარაკებების იქით საქმე არ წასულა.

კომბინირებული ძალური დანადგარის საშუალებით, კონვერტოპლანებს თვითმფრინავისა და შვეულმფრენის შერწყმული შესაძლებლობები გააჩნია. 1981 წელს აშშ-ს თავდაცვითი უწყების ინიციატივით, ამერიკელმა სპეციალისტებმა პროექტ JVX-ზე დაიწყეს მუშაობა. პროექტი სახელად - "ვერტიკალური აფრენა-დაფრენის ექსპერიმენტული აპარატი" - აშშ-ს არმიის ჯიბიდან ფინანსდებოდა.


მალევე კონკურსი გამოცხადდა, რომელშიც მონა ... კითხვის გაგრძელება »

1 2 3 ... 193 194 »

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja