WEB-ARMY.TK - The Best Army's Web



ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
ქართველი სამხედროები გერმანიაში გაემგზავრნენ

ქართველი სამხედროები გერმანიის ქალაქ ჰოჰენფელსში მდებარე ამერიკულ ბაზაზე წვრთნებს გაივლიან.

31-ე ბატალიონის მესამე ბრიგადის გაძლიერებული ასეული 185 კაცის შემადგენლობით გერმანიაში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ გააცილა.
სამინისტროს ინფორმაციით, ასეული იმ ბატალიონის შემადგენლობაში შედის, რომელიც ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესასრულებლად მიემგზავრება.
“ჩვენი ბიჭები კარგად არიან მომზადებული. ეს მაძლევს იმის იმედს, რომ მათზე დაკისრებულ ვალდებულებას წარმატებით გაართმევენ თავს”, განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

31-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები ISAF-ის (საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალები) სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის მიღების მიზნით სპეციალურ ინტენსიურ წვრთნებს 2009 წლის პირველი სექტემბრიდან გადიან. აშშ-ის გაერთიანებული მრავალეროვანი მზადყოფნის ცენტრში (JMRC) ჯარისკაცების წვრთნასა და მომზადების დონის შეფასებას, როგორც ცენტრის ექსპერტები, ისე ამერიკელი საზღვაო ქვეითების ტრენერთა და მრჩეველთა ჯგუფი ახორციელებენ.

ჰოჰენფელსში ამერიკულ სამხედრო ბაზაზე წვრთნებში 750 ქართველი სამხედრო მონაწილეობს. მათი წვრთნა გერმანიაში ეტაპობრივად მიმდინარეობს. წვრთნების წარმატებით გავლის შემდეგ ქართველი სამხედროები ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესასრულებლად სრულ მზადყოფნაში იქნებიან.

"ინტერპრესნიუსი"

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja