ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
სამთო ჰაუბიცა M-56

იტალიური სამთო ჰაუბიცა M-568 ეს გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული იარაღი იტალიაში შემუშავებული საარტილერიო სისტემებს შორის. ამ ჰაუბიცის სერიული წარმოება ფირმა ”ოტომელარამ” 1957 წლიდან დაიწყო და იტალიის გარდა, მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანას მიეწოდებოდა. დღემდე ეს ჰაუბიცა არის ამ ქვეყნების შეიარაღებაზე, საჰაერო-სადესანტო საარტილერიო ქვედანაყოფებში, სამთო-ქვეითთა და ქვეითთა ნაწილებში, ასევე საზღვაო ქვეითთა შენაერთებში.
ჰაუბიცის ლულის სიგრძე არც ისე დიდია - 14 კალიბრი (1 კალიბრი უდრის 1 დუიმს). ჩვეულებრივ ლულაზე დაყენებულია ლულის პერპენდიკულარული ღარიანი მუხრუჭი, თუმცა არსებობს ვარიანტები ლულის სხვაგვარი მუხრუჭებით. მაგალითად, ბუნდესვერის (გერმანია) შეიარაღებაზე არსებული M-56-ის ლულას აქვს მასიური ერთკამერიანი ლულის მუხრუჭი, უკუდარტყმის საწინააღმდეგო მოწყობილობა დაყენებულია ლულის ქვეშ. დამიზნების მექანიზმები საშუალებას იძლევა, სროლა წარმოებდეს -5 გრადუსიდან +65 გრადუსამდე ვერტიკალურ სიბრტყეში; ჰორიზონტალურ სიბრტყეში ცეცხლის დაშენის კუთხე 36 გრადუსს შეადგენს.
M-56-ის განსაკუთრებული თავისებურებაა ის, რომ მას შეუძლია მნიშვნელოვნად შეცვალოს ცეცხლის ხაზის სიმაღლე, ანუ აწარმოოს ”გადაფარვითი” ცეცხლი მთას ან სხვა წინაღობას ამოფარებული მიზნების წინააღმდეგ, ასევე აწარმოოს ჰორიზონტალური ცეცხლი მოძრავი ჯავშნიანი მიზნების მიმართულებით.
იმის გამო, რომ ჰაუბიცა M-56, პირველ რიგში, გამოიყენება სამთო ქვეითთა და საჰაერო-სადესანტო ჯარებში, იგი ადვილად გადასატანია ტვირთმზიდავი ცხოველების საშუალებით და მოსახერხებელია მისი გადმოგდება პარაშუტით, რისთვისაც იგი თერთმეტ 122-კილოგრამიან ნაწილად იშლება. კარგად გაწვრთნილ 6-7-კაციან საბრძოლო გათვლას ამისთვის სამ წუთზე მეტი არ სჭირდება, ხოლო ჰაუბიცის საბრძოლო მდგომარეობაში გადაყვანას - არაუმეტეს ოთხი წუთისა. აწყობილ მდგომარეობაში შეიძლება მისი ტრანსპორტირება სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებით და ვერტმფრენებით. ჩვეულებრივ, იგი შეიძლება ბუქსირით ჩაიბას 0,75-ტონიანმა ორღერძიანმა ავტომობილმა, მისი გადატანა ასევე შეიძლება მსუბუქი ბორბლებიანი ტრანსპორტიორი ”გუცით”.
ჰაუბიცის საბრძოლო კომპლექტში შედის უნიტარული ჭურვები ცვალებადი მუხტით, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეთ მსხვრევად-ფუგასური, კუმულაციური, კვამლწარმომქმნელი, ქიმიური ან მანათობელიანი საბრძოლო თავები. კუმულაციური ჭურვი ხვრეტს 102 მმ სისქის ჯავშანს.
M-56-ის ტაქტიკურ-ტექნიკური დახასიათება:
კალიბრი - 105 მმ.
მასა საბრძოლო მდგომარეობაში - 1,3 ტ.
ჭურვის საწყისი სიჩქარე - 472 მ-წმ.
ჭურვის წონა - 15 კგ.
სროლის მაქსიმალური მანძილი - 10,6 კმ.
სროლის სიჩქარე - 3-6 გასროლა წუთში.
სიგრძე საბრძოლო მდგომარეობაში - 4,8 მ.
სიგანე საბრძოლო მდგომარეობაში - 2,9 მ.

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja